Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს “გამაერთიანებელ” კრებაში

უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს “გამაერთიანებელ” კრებაში

990
უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს “გამაერთიანებელ” კრებაში

ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს ამ კრებაში, რადგან უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნა არ პასუხობს კანონიკურ ნორმებს”, _ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციოსაგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა კლიმენტმა.

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ “გამაერთიანებელი” კრება  15 დეკემბერს კიევში ჩატარდება.

საეკლესიო ამბების ბერძნულმა სააგენტო Romfea.gr-მა ადრე გამოაქვეყნა “ახალი უკრაინული ეკლესიის” წესდების პირველი გვერდი. გამოცემის ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინის “ერთიანი ეკლესია” შეიძლება შეიქმნას კრეტას მოდელის მიხედვით _ ხელმძღვანელი იქნება მიტროპოლიტი და არა პატრიარქი, როგორიც არის დღეს ფილარეტი (დენისენკო). კრეტის ეკლესია ნახევრად ავტონომიურია და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილება.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here