Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინიდან კორეამდე

უკრაინიდან კორეამდე

641
უკრაინიდან კორეამდე

აპრილის ბოლო კვირაში მოსკოვმა თითქმის ერთდროულად წაიწია წინ საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებებში _ უკრაინაში, კორეის ნახევარ კუნძულსა და ავღანეთში.

უკრაინის მიმართ მიღებულია ორი გადაწყვეტილება, რომლებიც თეორიულად ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა განხორციელებულიყო _ 2019 წლის 1 ივნისიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეწყვეტა უკრაინაში, აგრეთვე, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებთათვის. ამით რუსეთი დაუბრუნდა უკრაინის მიმართ ინიციატივის პოლიტიკას, რომლის არარსებობა უფლებას აძლევდა დასავლეთს, დაუსჯელად ემოქმედა ამ ტერიტორიაზე. რუსეთიდან საწვავის ექსპორტის შეწყვეტა ბელარუსიდან ნავთობპროდუქტების შეტანის შეზღუდვასთან ერთად უკრაინისთვის საწვავ-საპოხი მასალების ბლოკადას ნიშნავს, რაც, სულ ცოტა, გაართულებს უკრაინის არმიის უზრუნველყოფას დონბასში, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება საწვავის კოლაფსი გამოიწვიოს უკრაინის ეკონომიკაში.

ასეთი სვლა აჩვენებს: ბანკოვაიას ქუჩაზე (ამ ქუჩაზე მდებარეობს უკრაინის პრეზიდენტის სასახლე _ ..) ოფიციალური პირის შეცვლას რუსეთი არ აღიქვამს რუსოფობიური რეჟიმის შეცვლად. საჭიროა რეალური შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. სანამ ამ ნაბიჯებს არ გადადგამს კიევი, მოსკოვი განაგრძობს მასთან, როგორც მტრულ რეჟიმთან, მოპყრობას.

უკრაინის პრეზიდენის ადმინისტრაციის შენობა
უკრაინის პრეზიდენის ადმინისტრაციის შენობა

აქედან გამომდინარეობს მეორე ნაბიჯიც _ რუსული პასპორტების დარიგება დონბასისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის. ეს ახალი რეალიებია კიევისა და მისი კურატორებისთვის, რომლებიც მიეჩვივნენ დაუსჯელობას დონბასში. ამაზე არაორაზროვნად მიუთითა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ: “ადამიანს, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ტერიტორიაზე, ზუსტად ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუკი მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს”.

ამით მოსკოვი ნათლად აჩვენებს, რომ “სუსხისა” და “შეფიქრიანების” დრო დასრულდა. და ის მზად არის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს, წინააღმდეგ. თანაც ეს არ არის კრემლის ყველა შესაძლებლობა. რუსეთს არსენალში აქვს უკრაინელი ოლიგარქების კაპიტალისა და აქტივების დაპატიმრება, .. ანტიტერორისტული ოპერაციის ორგანიზატორების გადაცემა სასამართლოსთვის (მათ შორის, ინტერპოლის მეშვეობით), სავიზო რეჟიმის შემოღება უკრაინის მოქალაქეებისთვის ან მომუშავე მიგრანტების რაოდენობის შეზღუდვა, ამასთანავე, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება ყველა უკრაინელისთვის, შეწყვეტა ან მაქსიმალურად შეზღუდვა ბუნებრივი აირის ტრანზიტისა უკრაინის გავლით 2020 წლის 1 იანვრიდან.

* პარალელურად, მოსკოვი უკვე მთავარ როლს ასრულებს კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში. პრეზიდენტ პუტინთან, როგორც მეგობარი სახელმწიფოს ლიდერთან, რომელსაც შეუძლია, აგონიაში ჩავარდნილ ჰეგემონთან სასტიკ ვაჭრობაში მხარში ამოუდგეს, დაჯავშნილი მატარებლით სტუმრად ჩავიდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური კიმ ჩენ ინი. მიუხედავად ისეთი გადაწყვეტილებების არარსებობისა (ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ გახმაურებულა), რომლებიც დაადასტურებდა მკვეთრ წინსვლას, ვლადივოსტოკში გამართულმა სამიტმა აჩვენა, რომ ყველაზე მწვავე კონფლიქტისას ჩიხიდან გამოსვლა რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

ჰანოიში ტრამპისა და კიმის მოლაპარაკებების ჩაფლავების შემდეგ, სადაც, როგორც ამბობენ, აშშ-მა მოსთხოვა ჩრდილოკორეელებს ბირთვული იარაღის დემონტაჟი და შესანახად მისი გადაცემა ვაშინგტონისთვის, კიმმა დაიწყო ძებნა ისეთი ძალისა, რომელიც მას, უბრალოდ, კი არ დაუჭერდა მხარს დიპლომატიურად და ეკონომიკურად, არამედ იქნებოდა კსდრ-ის უსაფრთხოების გარანტიც. ლაპარაკი არ არის საერთაშორისო შეთანხმებებზე, რომელთა ფასიც დასავლეთის უპრინციპობის გამო კაპიკია.

ერთადერთი ვარიანტი, როცა კსდრ-ის ხელმძღვანელობა დათანხმდება კომპრომისს ვაშინგტონთან და წავა დათმობაზე უსაფრთხოების სფეროში (პირობითად: ნაწილობრივი დენუკლეარიზაცია აშშ-ის ბაზების გაყვანის სანაცვლოდ) მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა უშუალოდ დაიცვას კსდრ. ეს კი რადიკალურად ცვლის ძალთა განლაგებას შორეულ აღმოსავლეთში და მთლიანად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ძალთა ასეთი განლაგება შეუძლებელია აშშ-ის პროტექტორატიდან იაპონიის გასვლის გარეშე. სხვათა შორის, სწორედ ამისკენაა მიმართული მოსკოვის შეთავაზება სინძო აბესადმი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში, რომელზეც კვლავ გააქტიურდება მოლაპარაკებები მაისში.

* ავღანეთი _ მესამე საგარეო პოლიტიკური ფრონტი, სადაც, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელი შეიქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღწევა. რუსეთის პრეზიდენტის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლების შეხვედრის შედეგად 25 აპრილს მიღწეული იქნა სამმხრივი კონსენსუსი “ავღანეთიდან უცხო ქვეყნების ჯარების მოწესრიგებულ გაყვანაზე”. არსობრივად, ეს არის აშშ-ის იურიდიულად განმტკიცებული ვალდებულებები შუა აზიის საკვანძო ქვეყნიდან გამოსვლის შესახებ.

აშკარაა აშშ-ის პოზიციის ცვლილება ავღანეთის მიმართ, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ისტორიული ნაბიჯი _ ამ ქვეყანაში ამერიკის არმიის ყოფნის დასრულება.

პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს გეოპოლიტიკური ომის სხვა ფრონტებზეც.

* სირიაში სრულდება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის პროცესი, რომელიც შეარიგებს პოლიტიკურ ძალებს და განაახლებს სირიის სახელმწიფოს. შეიარაღებული ოპოზიცია აქტიურად მონაწილეობს ასტანის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო კოსმოსური ძალები წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ იდლიბში მოქმედ “ბანდიტებზე”. სირიაში ინიციატივა საბოლოოდ და სრულად გადავიდა რუსეთის ხელში, სწორედ ამიტომ ამ ფრონტზე საინფორმაციო ომი მინიმუმამდე შემცირდა. ყურადღების ფოკუსი გადატანილია ლიბიაზე, სადაც გენერალმა ხალია ხაფთარმა უკვე ტრიპოლის სამხრეთში ოთხი რაიონი დაიკავა და მთლიანად ტრიპოლის დასაკავებლად ემზადება. ეს ლიბიაში ვითარების სტაბილიზაციის საწინდარი იქნება. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ვარიანტის წინააღმდეგი არ არის.

საინფორმაციო სააგენტო რეგნუმზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here