Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელ “რასკოლნიკებს” კიდევ ერთი მოულოდნელი დარტყმა აგემეს

უკრაინელ “რასკოლნიკებს” კიდევ ერთი მოულოდნელი დარტყმა აგემეს

366
მაიკ პომპეო და ბართოლომეოსი

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, აშშის მხარდაჭერით, გარდა მასზე დამოკიდებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა, ამ ქვეყანაში შექმნა კიდევ ერთი სტრუქტურა _ საეგზარქოსო, რომელიც მას სრულიად დაემორჩილება. რა შეიძლება გამოიწვიოს მან უკრაინელრასკოლნიკებსშორის.

თეთრ სახლთან ერთად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, მორიგი ვიზიტი თურქეთში სკანდალით დასრულდა. მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი თურქეთის ხელისუფლების მაღალი ეშელონის არც ერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია. სამაგიეროდ, ეწვია სტამბოლის რაიონ ფენერს და კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოინახულა.

შეხვედრაზე მხარეებმა ტრადიციულად გაცვალეს დითირამბები. აშშ-ისთვის ბართოლომეოსი, არც მეტი, არც ნაკლები, “მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერია”, თუმცა, დე ფაქტო და დე იურე (ე.ი., მართლმადიდებლობის კანონებით) ასე არ არის. ამას გარდა, კონსტანტინოპოლის ეკლესიას თეთრი სახლი განიხილავს, როგორც “საკვანძო პარტნიორს” “რელიგიური თავისუფლებების” გავრცელების საქმეში, რომელიც რამდენიმე თვის წინათ ვაშინგტონისთვის საგარეო-პოლიტიკურ დოგმად იქცა. და ფენერი უეჭველია, ხელს შეუწყობს ამერიკული რელიგიური ფასეულობების დანერგვას მართლმადიდებელ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში. ბოლო კვირებში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა საჯაროდ გამოთქვა პრეტენზიები უკრაინული მრევლის მიმართ. ის მორწმუნეებს ქვეყანაში ერთადერთი კანონიკური ეკლესიის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ხან “უმადურ შვილებს” უწოდებდა, ხან უარს ამბობდა მათ აღიარებაზე.

არადა, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყანაში მილიონობით მრევლი ჰყავს.

ორი პირობა

ფანერზე პომპეოს ვიზიტამდე ერთი თვით ადრე ბართოლომეოსი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, რომელიც მას წინამორბედის, პეტრე პოროშენკოს, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას დაჰპირდა.

ლაპარაკია 2018 წელს წამოწყებულ ავანტიურაზე, როცა პოროშენკომ “მოსკოვისგან დამოუკიდებელი ეკლესიის” შექმნა და ამით არჩევნების წინ თავისი რეიტინგის გაუმჯობესება მოინდომა. ახალ სტრუქტურას უნდა გაეერთიანებინა სამი რელიგიური ორგანიზაცია: კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და რასკოლნიკური “კიევის საპატრიარქო” “უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან”. კანონიკურმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ _ უდიდესმა ქვეყანაში, მყისვე უარი განაცხადა: პოლიტიკის ადგილი არ არის შიდა საეკლესიო საქმეებში, “რასკოლნიკებმა კი ჯერ უნდა მოინანიონო. “კიევის საპატრიარქო” და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დათანხმდნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ავტორიტეტების დახმარების გარეშე ახალი სტრუქტურა რასკოლნიკური და მარგინალური რჩებოდა მორწმუნეთა თვალში, ამიტომ პოროშენკომ, მისთვის ლეგიტიმურობა რომ მიენიჭებინა, დახმარებისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართა. მას “ახალი ეკლესიისთვის” უნდა ეჩუქებინა ავტოკეფალიის ტომოსი _ საეკლესიო დოკუმენტი მართლმადიდებელ სამყაროში დამოუკიდებლობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამის უფლება არ ჰქონდა. უკრაინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშაა და მხოლოდ მას შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უკრაინის საეკლესიო სტრუქტურების მიმართ. ფენერმა პოროშენკოს ორი პირობა წაუყენა: პირველ რიგში, მას თავის მხარეს უნდა გადაეყვანა, რაც შეიძლება მეტი არქიეპისკოპოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. მეორე _ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში უნდა გადაეცათ მონასტრები და ეკლესიები, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრა.

მიტროპოლიტი ეპიფანე, ბართოლომეოსი და პეტრე პოროშენკო
მიტროპოლიტი ეპიფანე, ბართოლომეოსი და პეტრე პოროშენკო

პოოშენკომ პირველი პირობა ვერ შეასრულა. ახალშექმნილ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა მხოლოდ ორი ეპისკოპოსი _ მიტროპოლიტი სიმონი (შოსტაცკი) და მიტროპოლიტი ალექსანდრე (დრაბინკო). პირველის დანიშვნა სურდა კიევსაც და სტამბოლის ეკლესიასაც, მაგრამ პოსტი “კიევის საპატრიარქოს” წარმომადგენელმა ეპიფანე დემენკომ დაიკავა. ამან გააღრმავა კონფლიქტი და კიდევ ერთი განხეთქილება გამოიწვია.

ახლა კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა, უკრაინაში შექმნას სრულფასოვანი ეპარქია, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელ ბერძნებს სულიერად დააპურებს, მაგრამ საეგზარქოსოს ხელმძღვანელად დანიშნა ეთნიკური უკრაინელი, ის მსახურებას ჩაატარებს კიევის წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში _ პირველ და ამ მომენტში ერთადერთ ობიექტში, რომელიც კონსტანტინოპოლს გადაეცა.

საზღვრები წაშლილია

ახლა უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდეგ ნაბიჯს ელოდებიან. უახლოეს ხანში იქ შეიძლება გაისმას პრეტენზიები ახალი საეკლესიო ობიექტებზე. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიკოს ვლადისლავ პეტრუშკოს აზრით, “კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოითხოვს, სულ ცოტა, უსპენსკის სტავროპიგიის (სტატუსი, რომელიც ენიჭება მართლმადიდებელ მონასტრებს, ლავრებს, ეკლესიებს, რომელიც მათ დამოუკიდებლად აქცევს ადგილობრივი ხელისუფლებისგან _ გ.გ.) დათმობას ლვოვში. საერთოდ კი, ობიექტები, რომლებიც კონსტანტინოპოლის სტავროპიგია იყო, საკმაოდაა უკრაინაში. სწორედ ამიტომ დანიშნეს ეგზარქოსად ეთნიკური უკრაინელი”.

კიდევ ერთი მიზანია უკრაინის რასკოლნიკურ ეკლესიასთან დაახლოება. საქმე ის არის, რომ ამ სტრუქტურას არ შეუძლია საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება კონსტანტინოპოლთან შეუთანხმებლად. “კონტროლი გაძლიერდება, საზღვრები სტრუქტურებს შორის ნელ-ნელა წაიშლება”, _ განაცხადა პეტრუშკომ.

ამით ყველა კმაყოფილი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის განხეთქილებისა უკრაინის არაკონონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლის შედეგადაც დენისენკომ მის მიერვე ლიკვიდირებული “კიევის საპატრიარქო” ააღორძინა, იყო ნახევრად ავტონომიური სტატუსით უკმაყოფილოება. შედეგად, მან უკრაინისთვის მოითხოვა ახალი, “ნამდვილი ტომოსი” და თავის მხარეს გადაიყვანა ათობით მღვდელმსახური.

ახლა კი დადგა დრო, დანარჩენებიც გაერკვნენ, ვის მხარეს არიან ისინი _ კიევის თუ სტამბოლის.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here