Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი პარლამენტარი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებების შესრულებამ უკრაინა ნახევრად კოლონიად გადააქცია

უკრაინელი პარლამენტარი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებების შესრულებამ უკრაინა ნახევრად კოლონიად გადააქცია

990
უკრაინელი პარლამენტარი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებების შესრულებამ უკრაინა ნახევრად კოლონიად გადააქცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებით უკრაინა ნელნელა იქცა დასავლეთის სანედლეულე დანამატად და დე ფაქტო ნახევრად კოლონიად, _ განაცხადა უკრაინის უზენაესი რადას (პარლამენტის) დეპუტატმა, თავმჯდომარემ პარტიისაოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვისვიქტორ მედვედევმა. პარლამენტარმა თავისი განცხადება პოლიტიკური პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

მედვედჩუკმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ინფორმაციაზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ფონზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო თითქმის შეუმჩნეველი დარჩა: 2019 წელს უცხოეთში მყოფმა უკრაინელებმა სამშობლოში 15,8 მლრდ დოლარი გადარიცხეს.

“ეს ჩვენი ქვეყნისთვის გიგანტური თანხაა, რომლის წყალობითაც შარშან უკრაინელებმა თავი გაიტანეს, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული ანტისოციალური პოლიტიკისა. შეგახსენებთ, რომ 15,8 მლრდ დოლარი _ ეს უკრაინის მშპ-ს 10%-ზე მეტია. ნიშანდობლივია, რომ უცხოეთში მომუშავე უკრაინელების მიერ 2019 წელს გადმორიცხული თანხა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის პირდაპირ ინვესტიციებს უკრაინაში”, _ აღნიშნავს უკრაინელი პარლამენტარი.

“მაგრამ ეს გადარიცხვები 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება, _ ხაზს უსვამს მედვედჩუკი, _ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიგრანტების მიერ ფულადი გადარიცხვები კორონავირუსის გამო მნიშვნელოვნად შემცირდება 2020 წელს. გადარიცხვების მოცულობა განსაკუთრებით შემცირდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეს შემცირება იქნება 27,5%-იანი”.

პარლამენტარი განმარტას, რომ ეს უკრაინისთვის გამოიწვევს მშპ-ის 5%-ით შემცირებას. ამას დაემატება უმუშევრობის დახმარება სამშობლოში დაბრუნებული მილიონობით გასტერბაიტერისთვის, აგრეთვე, სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნების შემცირება. ეს და კიდევ სხვა ფაქტორები განაპირობებს მშპ-ის კიდევ 3%-ით შემცირებას.

ამრიგად, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის დაცემასთან ერთად, მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების მკვეთრი შემცირება და უცხოეთში სამუშაოს საძებნელად წასული ადამიანების სამშობლოში დაბრუნება უმუშევართა რანგში კიდევ ერთი ფაქტორია ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებისთვის.

უკრაინელი დეპუტატი დარწმუნებულია: “იმისათვის, რომ უკრაინა იყოს სუვერენული სახელმწიფო, უარი უნდა თქვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ნაკარნახევ პოლიტიკაზე, რომელმაც ქვეყანა ნახევრად კოლონიად გადააქცია”.

“ამ ნახევრადკოლონიური დამოკიდებულებისთვის თავის დაღწევა უკრაინისთვის ძირითადი ამოცანაა. სუვერენიტეტის მოპოვების გარეშე, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკაში, შეუძლებელია ქვეყნის გამოსვლა სისტემური კრიზისიდან”, _ ასკვნის ვიქტორ მედვედჩუკი.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here