მთავარი მსოფლიო “უკრაინგეიტი” უკან იხევს _ იუსტიციის სამინისტრო ჯულიანის მიერ შეგროვებულ ფაქტებს განიხილავს

“უკრაინგეიტი” უკან იხევს _ იუსტიციის სამინისტრო ჯულიანის მიერ შეგროვებულ ფაქტებს განიხილავს

3025
გააზიარეთ
“უკრაინგეიტი” უკან იხევს _ იუსტიციის სამინისტრო ჯულიანის მიერ შეგროვებულ ფაქტებს განიხილავს

უკრაინგეიტი”, რომელიც აშშში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამხობის მსურველი დემოკრატების ძალისხმევით იყო აგორებული, იმპიჩმენტის გამოცხადების უშედეგო მცდელობის შემდეგ ნელა, მაგრამ განუხრელად შებრუნდა საპირისპირო მხარეს და ამ სკანდალის ინიციატორებს გასრესით ემუქრება.

ამის მორიგი დასტურია აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის, რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება ვაშინგტონში, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მზად არის, განიხილოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება უკრაინას, მათ შორის, დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის მიერ მოგროვებული. გენპროკურორის თქმით, მისი სამინისტრო ვალდებულია, “კარი ღია დატოვოს ყველასთვის, ვისაც სურს მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომელსაც ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ”.

ლაპარაკია, უწინარესად, იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჯულიანიმ შეაგროვა ევროპაში მოგზაურობისას. შეგროვებული მასალების მიხედვით, მან ფილმიც კი გადაიღო სახელწოდებით “უკრაინელი მოწმეები ანადგურებენ შიფის საქმეს”. ადამ შიფი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია, რომელიც ატარებდა ტრამპის ინმპიჩმენტის მოსმენის საქმეს.

ფილმში ამტკიცებენ, რომ ტრამპის მხრიდან არ ყოფილა არანაირი მცდელობა წნეხში მოექცია უკრაინა, რათა მას გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, დასტურდება, რომ თვითონ ჯო ბაიდენი დაკავშირებული იყო ტრამპის შტაბზე ჰაკერულ შეტევასთან, აგრეთვე, ის ეხმარებოდა უკრაინელებს, ჰილარი კლინტონის არალეგალურად დაფინანსებაში წინასაარჩევნოდ.

ამას გარდა, ჯულიანიმ ბაიდენის საქმისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მოწმეებისთვის ვიზების ბლოკირებაში დაადანაშაულა სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ის საელჩო უკრაინაში.

კერძოდ, ამერიკაში არ შეუშვეს უკრაინის ყოფილი პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელსაც ჯულიანი “ვარსკვლავურ მოწმეს” უწოდებს.

უილიამ ბარი საზოგადოებას ამ ფაქტების განხილვას დაჰპირდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ჯულიანის მიერ შეგროვებულ მონაცემებს უნდა მოეკიდონ ძალიან ფრთხილად და შეუმოწმებლად არაფერი დაიჯერონ. ბარმა განაცხადა, რომ ფაქტების შემოწმების მიზნით იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს ადგილებზე აშშ-ის სპეცსამსახურებთან ერთად.

eadayly.comზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით მოამზადა

 გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here