Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინა ნახევარკოლონიაა”

“უკრაინა ნახევარკოლონიაა”

340
“უკრაინა ნახევარკოლონიაა”

უკრაინის ხელისუფლება რეგულარულად წარმოაჩენს თავის უუნარობას დონბასის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვიან აშშში, ამიტომ რუსეთისთვის უფრო მარტივი იქნება, პირდაპირ დაელაპარაკოს ვაშინგტონს, ვიდრე დაელოდოს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პასუხს”, _ განაცხადა ტელეარხ NewsOne ეთერში უკრაინის უზენაესი რადის (პარლამენტის) დეპუტატმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა სპიკერმა ოლეგ ვოლოშინმა.

“რა უნდა ელაპარაკო კიევის ხელისუფლებას, თუკი აქ ბოლო პერიოდში სულ იმას გაიძახიან, _ დაველოდოთ, სანამ ბაიდენი პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდებაო. გამოდის, ჩვენ უკვე ისეთი გაუგებარი ნახევარკოლონია ვართ, საჯაროდ ამბობენ: რა საჭიროა ზელენსკისთან მოლაპარაკება, დაველოდოთ, რას იტყვის ბაიდენიო. თუ ასეა, რუსებისთვის უფრო მარტივი იქნება ბაიდენთან დალაპარაკება”.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here