Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინას მოუწოდეს, დააბრუნოს “ოკუპანტის” ნაჩუქარი მიწები

უკრაინას მოუწოდეს, დააბრუნოს “ოკუპანტის” ნაჩუქარი მიწები

161
უკრაინას მოუწოდეს, დააბრუნოს “ოკუპანტის” ნაჩუქარი მიწები

საბჭოთა კავშირმა კი არ გაათავისუფლა, არამედ დაიპყრო ნახევარი ევროპის ქვეყნები, ამიტომ არ შეიძლება ისუპირობოდ ჩაითვალოს კეთილ გამარჯვებულად”, _ განაცხადა ტელეარხპრიამოისეთერში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანტონ დრობოვიჩმა.

“როგორ შევარიგოთ უკრაინელი ხალხი და, საერთოდ, როგორ შევარიგოთ ხალხები, რომლებიც სხვადასხვანაირად აღიქვამენ მეორე მსოფლიო ომს? ერთადერთი გზა არის ისტორიული სიმართლე და მზადყოფნა ისტორიული სიმართლის გასაცნობიერებლად. ამისთვის ბევრი არ არის მზად. ვითარებას ართულებს თვალსაზრისი, რომ გამარჯვებულები უპირობოდ კეთილი არიან, დამარცხებულები _ არა, ამიტომ საბჭოთა კავშირს, რომელმაც გაათავისულა და შემდეგ დაიპყრო ნახევარი ევროპა, რთულია, უპირობოდ კეთილი ვუწოდოთ. უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსია _ ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ოკუპაცია”, _ განაცხადა დრობოვიჩმა.

ვლადიმერ კორნილოვი
ვლადიმერ კორნილოვი

ისტორიკოსმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ვლადიმერ კორნილოვმა დრობოვიჩის ნათქვამის კომენტირებისას აღნიშნა, რომ, უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლოგიკით, უკრაინამ უნდა დაუბრუნოს მეზობლებს მიწები, რომლებიც მას “ოკუპანტმა” აჩუქა.

მისი ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინას კვლავ ოკუპირებული აქვს ლვოვი, ამიერკარპატები, დონბასი. ამასთანავე, საშინელიოკუპანტისტალინი შევარდა ბალტიისპირეთში. ლიტვას რატომღაც აჩუქა ვილნიუსი. თუ ასეა, მაშინ დააბრუნოს ლიტვამ ოკუპანტის მიერ ნაჩუქარი ვილნიუსი. ან რატომ არ აბრუნებს უკრაინა პოლონეთის ტერიტორიებს _ მაგალითად, ქალაქ ლვოვს ან რუმინეთისა და უნგრეთის ტერიტორიებს, რომლებიც ადრე პოლონეთს ეკუთვნოდა? დრობოვიჩმა, თუ საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა ჯარისკაცებს ოკუპანტად აღიარებს, მაშინ, უწინარესად, თავის პრეზიდენტს აუხსნას, რომ გამარჯვების დღის საზეიმოდ აღნიშვნა არ ეგების, რადგან უკრაინის ოკუპაციის დღე გამოდის. რაც მთავარია, აღადგინონ სამართლიანობა და სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს, დაუბრუნონ უკრაინის მიერ უკანონოდ ოკუპირებული მიწები”, _ განაცხადა კორნილოვმა.

politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here