მთავარი დაიჯესტი უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში არავინ ელის

უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში არავინ ელის

78
გააზიარეთ

კიევს ევროკავშირის წევრობისთვისრამდენიმე სინათლის წელიწადისჭირდება

უკრაინა აქტიურად მიისწრაფვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისკენ. ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კიევს არც ევროკავშირში და არც ნატოში არ ელიან. ამაზე ნათლად მიუთითებს ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი განცხადებები.

გასულ კვირას უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ჰერბსტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უახლოეს ხუთ-ათ წელიწადში კიევს ნატოში გაწევრების იმედი არ უნდა ჰქონდეს. გადამდგარი პოლიტიკოსის თქმით, ამერიკა მზად არის, უკრაინას იარაღი მიაწოდოს, თუმცა სამხედრო კონტიგენტს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ განათავსებს.

ჰერბსტმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინას არ უნდა ჰქონდეს აშშის რეალური დახმარების იმედი. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამერიკა დახმარებას კი არ გაუწევს, არამედ მხოლოდ ფულს გამოიმუშავებს იარაღის მიწოდებაზე. მორიგი პესიმისტური განცხადება გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა. YES-Brainstorming ფორუმზე მან გაიმეორა ერთი თვის წინათ ნათქვამი, რომ უკრაინას ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაჩინო პერსპექტივა არ აქვს. ესტონეთის პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა, რომ კიევს ევროკავშირის წევრობისთვის სჭირდებარამდენიმე სინათლის წელიწადი” (რაც, ფაქტობრივად, უსასრულობას ნიშნავს).

ქალბატონ კალიულაიდის განცხადებით, უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირში ნანატრი წევრობისთვის აუცილებელ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. კერძოდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ვერ დავინახე უკრაინის მიახლოება კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებასთან”, _ განაცხადა პოლიტიკოსმა. ეს არის პროუკრაინელი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება; ესტონეთის პრეზიდენტისა, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერს უკრაინას. გარდა ამისა, კერსტი კალიულაიდმა ისაუბრა ნატოში უკრაინის, ფაქტობრივად, შეუძლებელ გაწევრებაზე. პირველი ნაბიჯი, მისი თქმით, უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

იმის გათვალისწინებით, რომ კერსტი კალიულაიდი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად განიხილება, მისი სიტყვები ყურადსაღებია. უკრაინას საკუთარი ძალებით ამის გაკეთების უნარი არ შესწევს, აშშ და ნატო კი არ დაეხმარებიან. ჰოდა, ერთობ უნუგეშო მოჯადოებული წრე გამოდის.

worldandwe.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნინო ბერიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here