მთავარი საქართველო უკეთურები არ ცხრებიან

უკეთურები არ ცხრებიან

ზურაბიშვილს ახლა კალაძემ აუბა მხარი

174
გააზიარეთ

კახა კალაძემ მხარი აუბა სალომე ზურაბიშვილს ვაკის პარკში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის განადგურებაში.

გარკვეული დასავლური ძალები და მათთან ერთად ქართველი ე.წ. ლიბერალები გააფთრებით ცდილობენ საბჭოთა ჯარისკაცის, საერთოდ, საბჭოთა კავშირის წვლილის დაკნინებასა და მიჩქმალვას ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში _ სურთ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერელები აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გაანადგურეს, საბჭოთა კავშირი კი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა.

არადა, საბჭოთა ხალხებმა ამ ომში უდიდესი დანაკარგები განიცადეს _ დაიღუპა 26,6 მლნ ადამიანი, გერმანელებმა მიწასთან გაასწორეს ქვეყნის დასავლეთი ნაწილი. მიუხედავად ამისა, საბჭოელებმა ჰიტლერელები თავიანთ ბუნაგში მოახრჩვეს და მსოფლიო ყავისფერი ჭირისაგან იხსნეს. დიდ სამამულო ომში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ხალხსაც, რომელმაც ფრონტზე 700 ათასი ადამიანი გაგზავნა, მათგან 300 ათასზე მეტი მშობლიურ კერას ვერ დაუბრუნდა. სწორედ ამ 300 ათასზე მეტი ადამიანის ხსოვნას მიეძღვნა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, რომელიც 1981-1985 წლებში შექმნეს ზურაბ წერეთელმა (ქანდაკება), და გოგი ოჩიაურმა.

ახლა კი უკეთურებმა, თანამედროვე ვანდალებმა, უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გადაკეთება, ანუ მოსპობა განიზრახეს “დასავლელი სტრატეგიული მეგობრების” კარნახით: ჯერ (2021 წელს) პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოისურვა ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის მოწყობა, ახლახან კი მას მხარი აუბა ქალაქის მერმა კახა კალაძემ და ვაკის პარკში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის განადგურება “საქართველოს გმირების მემორიალის დადგმის” საბაბით მოისურვა.

ბატონო მერო, ხალხის არჩეულო, თავი დაანებეთ დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალს. ვაკის პარკში, ამ ადგილას წელიწადში ერთხელ იკრიბებიან ომის ვეტერანები და მათ მაინც ეცით პატივი, თუ დაღუპულთა ხსოვნა არაფრად მიგაჩნიათ. ძეგლის დადგმა თუ გსურთ, სხვა ადგილი გამონახეთ!

ნიკა კორინთელი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here