Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

2051
უკრაინის არმია

აშშის მედია: გეები, ლესბოსელები, ტრანსგენდერები _ უკრაინის არმიის ძლიერების წყარო

2014 წელს დონბასის კრიზისის დაწყებით სტადიაზე უკრაინის არმია უძლური იყო _ რეზერვი არ ჩანდა, რადგან ახალგაზრდები ფრონტზე წასვლას თავს არიდებდნენ. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ადგილობრივმა გეებმა, ლესბოსელებმა და ტრანსგენდერებმა, მოხალისეებად მიაწყდნენ სამხედრო შენაერთებს, _ იუწყება ამერიკული ტელეარხი NBC.

“პატრიოტიზმის” ასეთი მოძალება (რომელიც დღესაც შესამჩნევია) ჟურნალისტებმა მარტივად გაშიფრეს: მათი ზეამოცანა უკრაინის გაერთიანებისთვის ბრძოლა კი არა, მათნაირებისადმი საზოგადოებრიობის დამოკიდებულების შეცვლაა, _აღნიშნულია ტელეარხის მიმომხილვაში.

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა ანდრეი ჩუმაკოვმა, რომელიც დონბასში იბრძოდა, განაცხადა, რომ 2014 წლის ზამთარში ევრომაიდნის საპროტესტო აქციისას ვითარება სრულიად განსხვავებული იყო და მისი მიდრეკილებები არავის აინტერესებდა. იგი მიიჩნევს, რომ ლგბტ წარმომადგენლების უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყოფნა დაეხმარება მის ქვეყანას, უფრო სწრაფად და სრულყოფილად გაერთიანდეს დასავლურ სამყაროში და შეითვისოს იქაური ფასეულობანი.

შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ ჟურნალი “ლაიფი” იუწყებოდა 2017 წლის ზაფხულში კიევში გამართული გეიაღლუმის შესახებ, რომელიც მალე დასრულდა, რადგან პედერასტების მსვლელობას გზა გადაუღობეს ნაციონალისტებმა, რასაც ცხვირ-პირის მტვრევა და დავიდარაბა მოჰყვა.

ცხენი

ამერიკელი მამაკაცი ცხენებს აუპატიურებდა

54 წლის ამერიკელმა, რომელიც 35 წლის განმავლობაში აუპატიურებდა ცხენებს და პონის, ცხოველების პატრონების აღშფოთების მიუხედავად, შეძლო ციხისთვის თავი დაეღწია, _ იუწყება The Sun.

მამაკაცი თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ხნის განმავლობაში შეიპარებოდა ხოლმე ცხოველთა სადგომებში და სექსუალურ კავშირს ამყარებდა ცხენებთან. ეს სადისტი ზოგჯერ ცხენებს ასახიჩრებდა ან კლავდა კიდეც.

სასამართლო განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვისკონსინის შტატში მისმა მეზობელმა თავის ცხენს ძალადობის კვალი შეამჩნია. ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერების დახმარებით დაადგინეს მოძალადე. გაირკვა, რომ იგი ადრეც ყოფილა ამგვარი სოდომიის ფიგურანტი, თანაც _ არაერთხელ, მაგრამ მის ასეთ სტაბილურ უზნეობას ყოველთვის უმნიშვნელო გადაცდომად მიიჩნევდნენ.

რა არის ეს _ თავისუფალი სექსი თუ საზოგადოების დაავადების ნიშანი? თუნდაც ერთი შემთხვევა?

ერთი რომ იყოს!

*იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალაბამის შტატში ფერმერი თავზე წაადგა თავის 20 წლის მეზობელს, რომელიც მის (ფერმერის) ცხენს აუპატიურებდა. ახალგაზრდას ბრალად სოდომია და სხვის ტერიტორიაზე უნებართვოდ შეღწევა წაუყენეს.

*2017 წელს სერბეთის ცხოველების დამცველებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს ბრალად დასდეს ცხოველებზე მასობრივი ძალადობა. ისინი ამტკიცებენ, რომ ცხოველებთან სიამტკბილობა ტურისტებს 70-დან 150 ევრო უჯდებათ.

ასეთი ბორდელები არსებობს თურმე ევროპის დავარცხნილ იალაღებზე.

რამხელა გზა გვქონია გასავლელი ევროპაში შესასვლელად!

ჩამოვრჩით, ბაბაია, ბებერ ევროპას, ამერიკელების დაწევაზე ხომ ლაპარაკიც უაზრობაა _ ამერიკელები მეზობელს ცხოველებს უფასოდ უუპატიურებენ.

“მეზობლის ცხენს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო”.

ცხენი რაა! მასმედია გვაუწყებს, რომ “მდიდარი სექსუალური პრაქტიკის მქონე ევროსექსისტების” მსხვერპლთა შორის ცოტა როდია ვირი, ცხვარი, ძროხა და ბატიც კი!

“ვა შენ, ჩემო თეთრო ბატოოო…”

მოკლედ, რაც არ გინახავს, იმას ნახავ!

ჰილარი დატილო
ჰილარი დატილო

გრძელდება მრავალსერიანი რეალობა _ მასწავლებლები აუპატიურებენ მოსწავლეებს

ფიზკულტურის მასწავლებელი ჰილარი დატილოს, ჰამილტონის (ოჰაიო, აშშ) სკოლის 30 წლის მასწავლებელს (ოჰაიო, აშშ) ექვსი თვის განმავლობაში (2017 წლის 3 აგვისტოდან 8 დეკემბრამდე) ლესბოსური რომანი ჰქონდა გაჩაღებული თავის მოსწავლესთან, _ იუწყება New York Post.

სექსუალურ სიამტკბილობას ისინი სკოლის გარეთ ეწეოდნენ, ამიტომ იყო, რომ მშობლებმა რამდენიმე თვის შემდეგ შეამჩნიეს ეს საშინელება. ჰილარის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქალი წესიერი მეოჯახეა. დედასთან და ქმართან ერთად ცხოვრობს ბატლერის ოლქში; დარწმუნებულია, რომ ჰილარი ტრადიციული ორიენტაციისაა და რომ დაეჭვების საბაბს იგი არასოდეს იძლეოდა.

ჰამილტონის პოლიციამ ჰილარი სასწავლო პროცესს დროებით ჩამოაშორა და 5 ათასი აშშ დოლარის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამანდა ნასერი
ამანდა ნასერი

მასწავლებელს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ეს მასწავლებელი გახლავთ აშშის ვირჯინიის შტატის ერთერთი სკოლის სურდოპედაგოგი ამანდა ნასერი, რომელმაც სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის მოზარდთან, _ იუწყება ტელეარხი Fox 5.

ბიჭი იმ სკოლის მოსწავლე იყო, რომელშიც ეს ქალბატონი მუშაობდა. იგი უხამს ფოტოსურათებს უგზავნიდა ყმაწვილს და დაუმეგობრდა დედამისს, რათა მოსწავლესთან ხშირ შეხვედრებს მშობლებში ეჭვი არ გამოეწვია. ისინი ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ ქალის მანქანაში, რომელშიც საწოლი იყო გაწყობილი.

ამანდა ნასერს თავდაპირველად 18 მუხლით წაუყენეს ბრალდება, რომელთა მიხედვით მაქსიმალური სასჯელი 230 წლით ციხეში გამომწყვდევას ითვალისწინებდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით მას მიუსაჯეს 90 წელი, ვადის რეალურად 7 წელიწადში მოხდით.

ნასერი დააპატიმრეს 2016 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მიაკვლია ასობით უხამს შეტყობინებას, რომლებსაც იგი მოსწავლეს უგზავნიდა. თავდაპირველად იგი უარყოფდა თავის ბრალს, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აღიარა.

რუჯერო ფრედი
რუჯერო ფრედი

მათემატიკის პროფესორი გეიპორნო ფილმების გმირი ყოფილა

რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი რუჯერო ფრედის სტუდენტები სახტად დარჩნენ, როცა სოცქსელებში აღმოაჩინეს პატივცემული მასწავლებლის გეიპორნო ფილმებში მონაწილეობის ვიდეოკადრები. ეს მოულოდნელი ამბავი სწრაფად გავრცელდა ფრედის მოსწავლეების არცთუ მცირერიცხოვან აუდიტორიაში.

გაირკვა, რომ პროფესორი პორნოინდუსტრიაში კარლოს მაზის ფსევდონიმით იყო ცნობილი. პორნოგრაფიული ფილმების წარმოებაში იგი იტალიიდან აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ჩაება. სანფრანცისკოში ორ პორნოფილმში გადაიღეს, რომლებშიც მთავარი როლები შეასრულა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2013 წელს, მას მათემატიკაში მაგისტრის წოდება მიანიჭეს.

მას შემდეგ, რაც მისი ბიოგრაფიის ეს არცთუ სასახელო ამბავი გავრცელდა, რუჯერო ფრედიმ გამოაქვეყნა შესაბამისი ვიდეო და განაცხადა: “როცა ფილმში გადაღება შემომთავაზეს, ვიფიქრე _ რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. ამ სამუშაოს შესრულებით ფულიც ვიშოვე და საკმარისად ვისიამოვნე კიდეც”.

პროფესორმა თქვა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ კრიტიკული განცხადებით არავინ გამოსულა, რომ იგი ორივე პროფესიით ამაყობს, რადგან ისინი მის პიროვნებას სრულად წარმოაჩენს.

მარტივი ფილოსოფიაა: ფულიც იშოვა და პროფესორობასაც მიაღწია. “ბედი მომეც და სანეხვეზე დამსვიო”, ასეა რა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here