უდუმაშვილი: კალაძის მთავრობას ივანიშვილი დააკომპლექტებს და მერიაში „ქართუ ბანკის“ ფილიალს მივიღებთ

658
გააზიარეთ

ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის თქმით, კახი კალაძის მთავრობას ბიძინა ივანიშვილი დააკომპლექტებს და მერიაში მივიღებთ „ქართუ ბანკის“ ფილიალს.

ამის შესახებ უდუმაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მომავალი  მთავრობა კი არ წარადგინა, არამედ საკრებულოს შემადგენლობა რომელიც ჩვენ ვერ გავიგეთ, რადგანაც კალაძის მთავრობას სავარაუდოდ დააკომპლექტებს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მივიღებთ „ქართუ ბანკის“ ახალ ფილიალს თბილისის მერიაში“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here