მთავარი დაიჯესტი უარი ევროატლანტიკურ კურსს – მოლოდინი რომ საქართველოში ომი არ იქნება ლიბერასტების ჩუკენისტური...

უარი ევროატლანტიკურ კურსს – მოლოდინი რომ საქართველოში ომი არ იქნება ლიბერასტების ჩუკენისტური ფანტაზიაა!

1223
გააზიარეთ
ქართველი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე: ლევან ვასაძე
ქართველი ბიზნესმენის და საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის თქმით, საქართველომ ყალბ ილუზიურ ე.წ. დასავლურ ფასეულობებზე უარი უნდა თქვას. ვასაძე ეწინააღმდეგება ევროპასა და დასავლეთთან დაახლოების საკითხს.

„საქართველოს უნდა ჰყავდეს მაქსიმალურად ძლიერი ჯარი, რადგანაც მას სამწუხაროდ ომები მომავალშიც ელის. ეს ომები იქნება არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, არამედ ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრის, შეურაცხყოფის და ფიზიკური განადგურებისგან დაცვა. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში ომი აღარ იქნება არის გაუნატლებელი ლიბერასტების ჩუკენური ფანტაზია, ან ქვეყნის ცინიკური მტრობა. რეალურად რომ შევხედოთ ნატოს საქართველოსგან ძირითადად ჭირდება იაფი საზარბაზნე ხორცი, რომელიც ის ჩვენი გამყიდველი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით თავის კონფლიქტებში სურვილისამებრ იყენებს. დიახ, ჩვენი სამხედროების სიიაფის უბადლო სიმამაცისა და თავდადების მიუხედავად ნატოსა და დასავლეთის ქვეყნებს მაინც ენანებათ მათთვის იმ მიზერული ჯამაგირის გადახდა რომელსაც ისინი იმსახურებენ.

მოდით გავიხსენოთ რა ჩაიდინა დასავლეთმა საქართველოში? დასავლეთმა რუსეთთან ომში საქართველო არ დაიცვა. სამაგიეროდ სააკაშვილი თავის მოპარულ ფულებთან ერთად დასავლეთში წაიყვანა. დასავლეთმა სააკაშვილის მიერ დაპატიმრებული და გაუბედურებული ასობით ათასი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა, ხოლო სააკაშვილის ტელევიზიასა და პარტიას საქართველოში ტაბუ დაადო. დასავლეთმა საქართველო რუსეთის გასაღიზიანებელ ნაჯახად გამოიყენა. როდესაც ეს ნაჯახი ხელში შემოატყდა მან ის გადააგდო და ხელში უფრო დიდი უკრაინული ნაჯახი დაიჭირა.“ – განაცხადა ლევან ვასაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

 

 

 

4 COMMENTS

  1. კომენტარი: уважаеми Леван! Может вы прави? Но конкретно против кого хотите съльную армию? И не будет лучше если Грузия заклучит договор ровно-правних условях со всеми Евразииских странами?

  2. სააკაშვილი იყო და არის კრემლის პროექტი რომელმაც წარმატებით შეასრულა კრემლის დავალება

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here