Home სხვადასხვა დაიჯესტი ტუნბერგის განცხადებამ მოპარულ ბავშვობაზე ტრამპი ირონიულ განწყობაზე დააყენა

ტუნბერგის განცხადებამ მოპარულ ბავშვობაზე ტრამპი ირონიულ განწყობაზე დააყენა

738
ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა 16 წლის შვედი მოსწავლის, გრეტა ტუნბერგის, გამოსვლის ვიდეო, რომელშიც გოგონა ამბობს, რომადამიანები იტანჯებიან, კვდებიან, ნადგურდება ეკოსისტემა, ბევრი სახეობა კი გადაშენების პირასაადა დაწერა: “ის ჰგავს ძალიან ბედნიერ გოგონას, რომელიც წინასწარ ტკბება ნათელი და შესანიშნავი მომავლით. რა სასიამოვნოა ამის ნახვა!”

ის, რომ გრეტას ეხმარებიან, გაემგზავროს საერთაშორისო ღონისძიებებზე და ილაპარაკოს კლიმატის ცვლილებების თემაზე, ძალიან ცუდი ძვირად ღირებული დადგმის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მაგალითად, შვედეთიდან ნიუ-იორკში გრეტა ჩავიდა იახტა “მალიცია II”-ით, რომელსაც ადრე “ედმონდ დე როტშილდი” ერქვა. იახტა იმიტომ აურჩიეს, რომ ტუნბერგი თვითმფრინავებით არ მგზავრობს, რადგან მათგან ძალიან დიდი “ნახშირწყალბადის კვალი” რჩება. ოკეანის გადაცურვისას “მალიცია II”-ზე, გრეტას მოთხოვნით, დალუქეს დიზელის ძრავა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით აუცილებლად უნდა იყოს თითოეულ მცურავ საშუალებაზე.

ყოჩაღ? მთლად ასეც არ შეიძლება ითქვას.

 

ამ ბავშვებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ, „ბავშვობა მოპარეს“
ამ ბავშვებიდან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ, „ბავშვობა მოპარეს“

დიახ, იალქნებიანი საშუალებით მოგზაური არ ტოვებს ნახშირწყალბადის კვალს, მაგრამ ნახშირპლასტიკისგან დამზადებული თანამედროვე იახტის წარმოება, რომ აღარაფერი ვთქვათ კევლარის იალქნებზე, ტოვებს ნახშირწყალბადის საკმაოდ სერიოზულ კვალს, რომელსაც ეკოაქტივისტები რატომღაცვერ ამჩნევენ”. ისე, როგორც ვერ ამჩნევენ იმას, რომ მზის ბატარეების წარმოება და შემდგომი უტილიზაცია იმაზე ნაკლებად არ აბინძურებს გარემოს, ვიდრე ელექტრობის მიღების ტრადიციული მეთოდები.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დონალდ ტრამპმა გრეტა ტუნბერგი სოციალურ ქსელში “ბედნიერ გოგონად” მოიხსენია. მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, ოკეანე გადაცუროს როტშილდის შეკვეთილი იახტით და წარდგეს მსოფლიოს ლიდერების წინაშე. გრეტა ტუნბერგის ნათქვამი “მოპარულ ბავშვობაზე” ცარიელი სიტყვებია. მას ჰქონდა შესანიშნავი ბავშვობა, თუ შეიძლება ასე ითქვას ასპერგერის სინდრომის (ფსიქიკური განვითარების დარღვევა) მქონე ადამიანზე. და მას მართლაც ელოდება ნათელი მომავალი, იახტით მოგზაურობის ბევრი დღე და თვე, შეხვედრები თანამზრახველებთან, გამოსვლა პარლამენტებსა და უნივერსიტეტებში და ა.შ., მაგრამ ამას არ უნდა დავარქვათ ბრძოლა გლობალური დათბობის წინააღმდეგ, მით უმეტეს _ “ბავშვის გულწრფელი პროტესტი”. ეს არის პროექტი, თანაც ძალიან ძვირი და ცინიკური.

ტუნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here