Home რუბრიკები პოლიტიკა “ტროლი” თოვლის ბაბუა და ყოჩაღი ცუკერბერგის საახალწლო ვნებანი

“ტროლი” თოვლის ბაბუა და ყოჩაღი ცუკერბერგის საახალწლო ვნებანი

“ნურც გაფრინდები, ნურც მოფრდინდები”-ა თუ “ნურც გატროლდები, ნურც მოტროლდები?”

2866
“ტროლი” თოვლის ბაბუა და ყოჩაღი ცუკერბერგის საახალწლო ვნებანი

ახალი წელია და რედაქციის თხოვნაა, რამე მსუბუქი, სახალისო დავწერო და ჩემთვის ჩვეულ, მძიმე სატირულ ფორმებს მოვერიდო, რომ არავის ვაწყენინო სადღესასწაულო დღეებში. ვეცდები, ასეც მოვიქცე, ანუ ვეცდები, არავის ვაწყენინო და ისე ვთქვა ჩემი საახალწლო სათქმელი. ოღონდ, აი, ხალისს, გართობას და ცეკვათამაშს ნამდვილად ვერ შეგპირდებით.

რა უნდა იხალისო ადამიანმა, როდესაც შენს ქვეყანაში სხვადასხვა ქალაქში დარბიან ბოღმით გასიებული ადამიანები და პატარებისთვის ქალაქების ცენტრში დადგმულ ნაძვის ხეებს შავ არშიებს ავლებენ? ეს ავადმყოფები და მათი ავადმყოფური საქციელი, სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოებისთვის უცხო ხილი არ არის. ოღონდ, ალბათ, ამ ავადმყოფთა უავადმყოფეს ტვინებში ყველაზე ღრმად ჩახედული, მათთან ურთერთობის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა სნეულების ისეთ გამოვლინებას, როგორიც ამ ტვინით მახინჯებმა საახალწლოდ მოიგონეს.

რა დროს ახალი წელია, როდესაც სახელმწიფო 15 წლის ბავშვებს კლავს” “სახელმწიფოში, სადაც თვალებს თხრიან ახალგაზრდებს, არავინ არ უნდა იზეიმოს _ ასეთი სამარცხვინო დემაგოგიით შეიარაღებულმა სამარცხვინო, ფულით მოსყიდულმა ტიპებმა გადაწყვიტეს, საზოგადოდ, ადამიანებს და, კონკრეტულად ბავშვებს, წაართვან ახალი წელი. ყოველივეს რეალური მიზეზი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ხელში ვერჩაგდების გამო წარმოქმნილი ბოღმაა _ ამას ყველა ხვდება. მთელი ქართველი საზოგადოებისადასრულიად საქართველოს გულანთებული ახალგაზრდებისსახელით მოვაჭრე ორასიოდე შავბნელმა და მოსყიდულმა პერსონამ უკვე ბავშვების სულებით და სულისშემძვრელი ტრაგედიებითაც დაიწყო ურცხვი ვაჭრობა და სპეკულირება. თანაც, თავიანთი შავბნელი მიზნების მისაღწევად ადამიანებისთვის დღესასწაულების ჩაშხამებასა და ბავშვებისთვის ხასიათის გაფუჭებასაც არ თაკილობენ.

ასეთი გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანებისგან ისიც ნუ გაგიკვირდებათ, თუ კარდაკარ სიარულს დაიწყებენ და ჩუმად დამარტოხელებულ თქვენს შვილებს ყურში ჩასჩურჩულებენ _ “არ დაიჯერო! თოვლის ბაბუა არ არსებობს! ტროლია ეგ, ტროლი!”

ამ საახალწლოდ ყველაზე გახმაურებული ამბავი სწორედ “ტროლების თემაა”, ხოლო თუ ძირისძირობამდე ჩავყვებით საკითხს, აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიო ისტორიის ყველაზე დიდი და ცნობილი ტროლი სწორედ თოვლის ბაბუაა, უცხოურად _ სანტა კლაუსი! აბა, რაის ლაპლანდია, რისი მფრინავი ირმები და რა საჩუქრები, რას გვტროლავს ვიღაც თოვლის ბაბუის ფორმაში გადაცმული ტიპი? ჰო, არ გაგიკვირდეთ, მალენაცები”, “გირჩებიდა სხვა მისთანანი ზუსტად ასე რომ მიუდგნენ საკითხს

ეს იქით იყოს და, ამ საახალწლოდ ზეიმჩამწარებულ “პანდაზეც” ვთქვათ ორიოდე სიტყვა _ ეს ახალგაზრდების ის ჯგუფია, რომელსაც სახელისუფლებო “ტროლობას” უყენებენ ბრალად და ამის დასტურად “ფეისბუქის” მიერ გარკვეული “ექაუნთების” წაშლა მოაქვთ.

სინამდვილეში, თუ გინდათ, რეალური ტროლობა ნახოთ რაც არის, ამ დღეებში სწორედპანდასფეისბუქგვერდზე უნდა შეხვიდეთ და წაიკითხოთ ის ასობით ლანძღვა, უხამსი გინება, მუქარა, შეურაცხყოფა, რასაცნაცებისმართლა ტროლები ტოვებენპანდასგვერდზე კომენტარებად.

რეალურად რა ხდება? ფეისბუქმა სრულიად მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანაში გააუქმა ათასობით ვებგვერდი, რომლებიც მათი “გამოძიების” მიხედვით, ამა თუ იმ ქვეყანაში სამთავრობო პროპაგანდას ეწეოდნენ. თუ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ამერიკაშიც, მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი გვერდები გაუქმდა, ფაქტია, რომ ეს მსოფლიო კამპანია ფეისბუქის მხრიდან ანტიტრამპული კამპანიის მხარდაჭერისა და მსოფლიო ნეოლიბერალური ძალების ხელშემწყობი გამოხდომაა.

რეალურად “ფეისბუქმა” გააუქმა ის გვერდები, რომლებიც მათ ტრამპის პოლიტიკის მიმდევრებად მოეჩვენათ, ე.ი., ლიბერალური პროპგანადის მოწინააღმდეგედ.

როგორ შემოგვასაღეს ეს ამბავი “ნაციონალების” ქართველმა ტროლებმა? აი, ასე _ ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, მათ ფეისბუქმა გაუუქმა გვერდები, სადაც პრორუსულ პროპაგანდას ეწეოდნენ, ლანძღავდნენ ვაჟა ექიმს და სახელს უტეხდნენ პატარა ლუკას, რომელმაც სისტემის ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ეს ადამიანები ივანიშვილის ძირმომპალ რეჟიმს უმაგრებდნენ ფესვებს. სადაც შეგხვდებიან ეს ნაბიჭვრები, აგინეთ და აფურთხეთ”, _ ასეთი ტექსტები გავრცელდა ამ წინასაახალწლო დღეებში და ამ ტექსტს ახლავს სამი ახალგაზრდა ბიჭის ფოტო, მათ პირადი მონაცემებით და ყველაფრით _ ესენი არიან სწორედ “პანდას” დამფუძნებლები.

როგორ მოგწონთ? ისევ და ისევ სპეკულაციავაჟა ექიმითადაპატარა ლუკას სულით”… და, რაღა თქმა უნდა _ “რუსული პროპაგანდით”. არადა, რეალურად ფეისბუქის განცხადებაში, სადაც ამ გვერდების დახურვაზეა საუბარი, საერთოდ, არ არის ნახსენები რუსული პროპაგანდა, “ვაჟა ექიმსადაპატარა ლუკაზეხომ საუბარიც ზედმეტია. იქ, უბრალოდ, ნათქვამია, რომ დაიხურა ფეისბუქის გვერდები, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდა, მართავდა ერთი და იგივე ჯგუფი და რომელიც დაკავშირებული იყო სახელისუფლებო სტრუქტურებთან

ეს კიდევ ცალკე თემაა და მინდა, ვიკითხო _ რატომ?

განა არ აქვს უფლება ვინმეს, აწარმოოოს გინდაც სახელისუფლებო და როგორიც გინდა “პიარი”? რა, ფეისბუქის წესდებით აკრძალულია, რომ ადამიანთა რომელიმე ჯგუფმა რამდენიმე გვერდი და ინტერნეტრესურსი შექმნას? თუ რა იდიოტობაა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ დასახელებული მიზეზი? მერე რა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეები აფინანსებდნენ? სად და რომელი ნორმატიული აქტით ან თუნდაც ფესიბუქის რომელი რეგულაციით არის აკრძალული, ვინმემ დაიქირავოს ახალგაზრდა ადამიანები ინტერნეტრესურსის შესაქმნელად და სამართავად?

რაც შეეხება “ვაჟა ექიმს”, “პატარა ლუკას” და “რუსულ პროპაგანდას” _ ეს უკვე “ატლანტიკური საბჭოს” ე.წ. საგამოძიებო ჯგუფმა ჩაამატა, რომელიც არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და რომლის დამფუძნებლები ყოფილი “ნაციონალი” მაღალჩინოსნები არიან, კერძოდ, სააკაშვილის დროინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია და მისი მეგობრები.

აი, ეს არის სწორედ ტროლინგი, რომ ამ ცილისმწამებლებმა მათ მიერვე გავრცელებული განცხადება “ამერიკელების განცხადებად” გაასაღეს და ამდენ ხალხს აგინებინებენ ჯგუფ “პანდას”, რომელიც ყველაზე დიდ “სახელისუფლებო პიარში” არის ბრალდებული, რაც რეალურად სულაც არ არის დანაშაული.

არავითარი “რუსული პიარი”, მით უმეტეს “ვაჟა ექიმის” და “პატარა ლუკას” ხსენება, “პანდას” მიერ მართულ გვერდებზე არ ყოფილა. ეს წმინდა წყლის “ტროლინგია”!

ისიც აუცილებლად სათქმელია, ვინ აკეთებს ამას? ეს ის ხალხია, რომელთა ლიდერმა და ბელადმა თვითონვე აღიარა ფეიკ-აქაუნთების და ტროლების გამოყენება. თავისი ჭკუით, მიხეილ სააკაშვილი ხსნიდა გურამ დონაძისა და ფარნაოზ ჭკადუას დაპატიმრების “რეალურ” მიზეზებს და ასეთი რამე თქვა:რატომ დაიჭირეს მაინცდამაინც გურამ დონაძე და ფარნაოზ ჭკადუა? იმიტომ, რომ გურამ დონაძის შექმნილი იყო ფეისბუქგვერდირეზიდენტი სალომე”, ხოლო ფარნაოზ ჭკადუა აკეთებდა ფეისბუქგვერდს _ “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, აი ეს არ აპატია მათ ბიძინა ივანიშვილმა…”

ეს, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა, რომ გურამ დონაძე და ფარნაოზ ჭკადუა აწარმოებდნენ ფეიქაქაუნთებს და ცილისწამებას ავრცელებდნენ, ე.ი. ბანალურად იტყუებოდნენ. ფაქტია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ იცოდა და არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ სწორედ სააკაშვილი აფინანსებდა ამ ფეიკაქაუნთებს და ახლაც აფინანსებს ათუელობით, ან სულაც ასეულობით ასეთ ტროლს.

დიახ, ხსენებულ ფეისბუქგვერდებზე მიმდინარეობდა გახურებული ტროლინგი და სხვა არაფერი. სწორედ ისინი იყვნენ ტყუილი ნიუსების მთავარი მწარმოებლები.

ისე კი, რაღა შორს წავიდეთ და, ნამდვილი ტროლობა რასაც ჰქვია, ეს სწორედაცნაცებისტელევიზიებია _ “მთავარი არხი”, “ტვ პირველი”, “პალიტრა ტვ”, “ფორმულა ტვდა თუნდაც ახალირუსთავი 2” რეკორდებს ხსნიან მოსახლეობის დატროლვასა და დაპანიკებაში.

რას ნიშნავს დატროლვა? ეს არის მაყურებლისთვის, მსმენელისთვის ან მკითხველისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და, ამასთანავე, იწვევს ადამიანის გაღიზიანებას, გაბრაზებას, ვინმეს მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნას, ან ვინმეს გადაქცევას დაცინვისა და ზიზღის ობიექტადმგონი, უკვე წარმოგიდგათ თვალწინ ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიების სიუჟეტები არა?

ჰოდა, ვინც მოსახლეობას ტროლავს, იმას რა ჰქვია? რა და “ტროლი”!

მითხარით, დიდ განსხვავებას ხედავთ ვინმე ინტერნეტისა და ფეისბუქის გამოყენებით დაგტროლავთ, თუ პირდაპირ ეთერში ტელევიზით ჩაგიტარებთ ტროლიზმის მასტერკლასს? ამიტომაც არის გასაკვირი, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე აღშფოთება და რისხვა გამოხატეს ტროლების მიმართ, როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. იქ, ევროპაში, გასაგებია _ ხალხი სხვაგან ვერსად ვერ ხვდება ტროლებს, ვერც ტელევიზიაში, ვერც ქუჩაში, ვერც რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ მათი აღფოთება გამოიწვია სრულიად უკონტროლო ინტერნეტსივრცემ, სადაც ტროლები განუკითხავად დათარეშობენ…

აი, ჩვენთან კი, მართლა ვერ ვხვდები, რამ გააკვირვა და აღაშფოთა ეს ხალხი? არსებული ტელევიზიებისა და მოქმედი ჟურნალისტების 90 პროცენტი ხომ გაქანებული ტროლია?!

ქუჩაში მომიტინგეები თუ საპროტესტო აქციების ორგანიზატორ-მონაწილეები ტროლობის ოსტატები არიან! ჰოდა, მაინცდამაინც ინტერნეტის ტროლებს რატომ ეცით და ლანძღავთ? საქმეც ეგაა, რომ აი ეს ლანძღვაც “დატროლვაა” და ამით მოსახლეობას ზაფრავენ, თორემ თვითონ ტროლებს, სხვისი ტროლობა რანაირად უკვირთ?

პარადოქსია ისიც, რომ როდესაც რამდენიმე პარლამენტარმა თავის დროზე წამოაყენა წინადადება მოსახლეობისთვის ფეიკნიუსების მიმწოდებელი მედიასაშუალებები და ინტერნეტრესურსები გამოვავლინოთ და დავსაჯოთ, დავაჯარიმოთ, ამისთვის მივიღოთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტიო, ყველაზე ხმამაღლა სწორედ ნიკა გვარამია, ინგა გრიგოლია და “ნაცები” აწიკვინდნენ, _ ეგ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ბიძინა გავალებთ, რომ მის დიქტატურას ხელი შეუწყოთო!

ახლა კი სწორედ ისინი აპოროტესტებენ ფეიკნიუსებისა და ფეიკაქაუნთების არსებობას… რა ხდება, “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრდინდები”-ა თუ “ნურც გატროლდები, ნურც მოტროლდები?”

მოკლედ, ძაანტროლური ქვეყანა ვართ და ერთადერთი, რაც ამ დღეებში “არატროლური” და ნამდვილი მართლა მოხდება _ ეს ახალი წლის დადგომაა!

გილოცავთ ყველას და მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაგასწროთ არატროლმა და ძალიან ნამდვილმა ღმერთმა!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here