მთავარი პოლიტიკა “ტროლები”, სიძულვილი და 200 წელი

“ტროლები”, სიძულვილი და 200 წელი

780
გააზიარეთ
დავით ქაშიაშვილი - კახა კალაძე

ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა, რადიკალურად განსხვავებული სხვადასხვა მოთხოვნის წაყენება ხელისუფლებისთვის ჩვენს ქვეყანაში უკვე ერთგვარ ტრადიციად აქციეს .. ოპოზიციურმა პარტიებმა. ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობთ, რომ ნამდვილი ოპოზიციური პარტიები, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი”, თუნდაც ნინო ბურჯანაძის პარტია არ მოვხარშოთ იმავე ქვაბში, რომელშიც კვლავ და კვლავ მიშა სააკაშვილის გარშემო შეკრებილან ძველი თუ ახალი თვალთმაქცი პოლიტიკანები და უკვე ხმამაღლაც თუხთუხებენ. დიახ, მხოლოდ თუხთუხის ხმაა ძალიან მაღალი, თორემ რეალურად ესენი არავისიდამწველებიდადამდუღვრელებიარ არიან. მათ მხოლოდ ის სტრატეგია აქვთდამუღამებული”, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეიძლება დემაგოგიური, მყვირალა, ხალხისთვის მგრძნობიარე სიმებზე მოქმედი შეკითხვები დაუსვან პარლამენტის დარბაზში, ტელედებატებში თუ, უბრალოდ, ინტერვიუს ჩაწერისას.

ცალკე უბედურება ჩვენი ქვეყნისა არის ის, რომ ფულით ნაყიდი ჟურნალისტებიც უკვე საჯაროდ სვამენ ისეთ შეკითხვებს, რომ მათ აღარაფერი გამოარჩევს კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან. მეტისმეტი მონდომებით, რამენაირად დიდ პოლიტიკურ “ბოსებს” რომ ასიამოვნონ, სერიოზულ ტრაგიკომედიაშიც გადადიან ხოლმე. ამის კლასიკური ნიმუში იყო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის _ დავით ქაშიაშვილის “200-წლოვანი” კითხვა, რომელიც მან თბილისის მერ კახა კალაძეს დაუსვა მდინარე ვერეს ხეობაში. ყველას ნანახი გექნებათ _ კალაძე 13 ივნისს, ვერეს ხეობის ტრაგიკული მოვლენების 4 წლის თავზე, იქ დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მივიდა. სწორედ იქ დახვდა მას ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, თუმცა მან მერთან ინტერვიუს ცალკე ჩაწერა მოითხოვა. “რუსთავი 2”-თან ურთიერთობებში მრავალჭირნახული კალაძე დაფიქრდა _ ემანდ ჩემი ნათქვამი არ გადაასხვაფერონ, როგორც იციანო და თანამშრომელს “ინტერნეტ ლაივის” ჩართვა სთხოვა, რამე რომ იყოს, მეც მექნება პარალელური ჩანაწერიო. ამან, როგორც ჩანს, ძალიან გააღიზიანა ჟურნალისტი ქაშიაშვილი, რადგან გვარამიასგან დავალებულ მზაკვრულ ჩანაფიქრს ვეღარ ასრულებდა და ეს გაღიზიანება ყველაფერში დაეტყო _ ფსიქიატრიული კლინიკიდან ახალგამოსულივით ცმუკავდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და იმაზეც კი გამოხატა პროტესტი, როდესაც კალაძემ თქვა “რუსთავი 2”-მა ცალკე ინტერვიუ მთხოვაო. მერუსთავი 2” არ ვარ, მე ჟურნალისტი ვარ და დავითი მქვია!”. კიდევ კარგი ბოლოში “ბრატ”-ო არ დააყოლა მცმუკავმა ქაშიაშვილმა, თორემ უკვე საბოლოოდ დაემგვანებოდა საქმის გასარჩევად ჩაცუცქულ ძველ ბიჭს. არადა, ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პერსონისგან იმის თქმა _ ამა და ამ ტელევიზიამ ინტერვიუ მთხოვაო _ სრულიად ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არაფერია შეურაცხმყოფელი. ეს სულაც არ არღვევს მედიასთან ურთიერთობის ეტიკეტს, თუკი ვინმე პერსონალურად და პირადად არ დაასახელებს იმ კონკრეტული ჟურნალისტის სახელსა და გვარს, რომელმაც ინტერვიუ სთხოვა. მისაღები ფორმაა ინტერვიუს მთხოვნელად ზოგადად მედიასაშუალების დასახელება. ასე რომ, ქაშიაშვილის ეს ნერვულ-ძველბიჭური გამოხდომა სწორედ იმაზე მეტყველებდა, რაც თავიდან ვთქვით: მას არ მოეწონა, რომ კალაძე თავისილაივისმეშვეობითაც იწერდა ინტერვიუს სრულ ვერსიას დარუსთავი 2”- ესპობოდა საშუალება, რომ მაყურებლისთვის დაჩეხილდამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერსია მიეწოდებინა.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, მაინც გამაოგნებელი იყო ის, რაც მან ქალაქის მერს ჰკითხა: თქვენ აცხადებთ, რომ გაქვთ სპეციალისტების შესაბამისი დასკვნები, რომ ვერეს ხეობის ამ ადგილზე მშენებლობა საშიში არ არის, მაგრამ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შეიძლება აქ 200 წლის შემდეგ მოხდეს?”

ამით ჟურნალისტმა ქაშიაშვილმა იდიოტური კითხვების ყველა დროის რეკორდი დაამხო, კალაძემ კი მართლა ძალიან გაოგნებულმა დატოვა ოქაურობა.

ბევრი ვეძებე “იუთუბის” არქივებში, ნაცნობ ჟურნალისტებშიც ვიკითხე, მაგრამ ვერსად ვნახე და ვერც ვერავინ გაიხსენა შემთხვევა, რომ ან პირადად დავით ქაშიაშვილს ან, საზოგადოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიშა სააკაშვილის დროს გინდ ქალაქის მერისთვის და გინდ რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისთვის, არათუ 200 წლით დაეკისრებინოს პასუხისმგებლობა ამა თუ იმ მშენებლობის გამო, არამედ ის მაინც ეკითხოს _ თუნდაც 200 დღის ან 200 წუთის შემდეგ რაც მოხდება, იმაზე თუ ხართ პასუხისმგებელიო.

რა გაეწყობა, ეს არის “რუსთავი 2”-ის “მაღალი მედიასტანდარტი” და რამენაირად უნდა შევეგუოთ. აკი, ყოფილმა შავმა პროკურორმა და აწ უკვე სწორედ ამ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა იმასაც შეგვაგუა, რომ პირდაპირ ეთერში დედის გინება და სხვა უხამსი სიტყვების ლაპარაკი ულტრათანამედროვე მედიასტანდარტია.

სტატიის დასაწყისში მავანთა პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნების შესახებ ვილაპარაკე და ზუსტად ასევეა საქმე გვარამიას მხარდამჭერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ უბრალო მოქალაქეების მხრიდანაც. მაგალითად, ზუგდიდში მერის არჩევნებისას ცნობილმა ზუგდიდელმა კოლორიტმა და პოეტმა, ბატონმა შუკო ჯიქიამ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს უთხრა: სანდრა ბუს კვერცხებს მოიგებსო. “აღშფოთებულმა” და “გაწითლებულმა” ჟურნალისტმა გოგონამ ბატონი შუკო “ნამუსზე ააგდო”: ხვალ ამ სიტყვებს ეთერში რომ მოისმენთ, არ შეგრცხვებათ პოეტ კაცსო? ამ დროს კი, მისსავე გენერალურ დირექტორს მიჰქონდა ეთერი გაუგნარი უხამსი სიტყვებით და ყველაზე უფრო “მრავალსართულიანი” გინებებით! თურმე შუკოსთვის ბუს კვერცხები ყოფილა “სამარცხვინო”, ხოლო ნიკასთვის “დედის ტ…ი” ან “შენს სისხლს დავლევ” _ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი.

სწორედ ასეა საქმე მაშინაც, როცა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ უბრალო მოქალაქეები “სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ” მისაღები კანონის შესახებ მსჯელობენ. აქ პარადოქსული და ტრაგიკომიკური ისაა, რომ ასეთი კანონის ამოქმედების წინააღმდეგ ყველაზე დიდი გავეშებით სწორედ ის პერსონები გამოდიან, რომლებიც სხვა დროს გააფთრებით ითხოვენ ხოლმე “სოციალურ ქსელებში ტროლების თარეშის აღკვეთას”.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები, მაგალითად, ელისო კილაძე, თაკო ჩარკვიანი, თვით ნიკა გვარამიაც, ასევე სხვადასხვა ნაცი პოლიტიკოსი და ჟურნალსტი, თითქმის ერთი წელია, ხელისუფლებისგან მოითხოვენ ალაგმოს “ტროლები”, რომლებიც სოციალურ ქსელებში შეუარცხმყოფელ და უხამს შეტევებს ახორციელებენ “ოპოზიციაზე”. ისინი ტელემაყურებელსა და ამომრჩეველს ყოველდღიურად მიმართავენ, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ დამნაშავეების გამოსავლენად და ასალაგმავად, რომ ხელისუფლება თვითონ აფინანსებს ასეთი “ტროლების” ჯგუფებს და ა.შ.

ახლა კი, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა, “სიძულვილის ენის გავრცელება კანონით უნდა ავკრძალოთ და უხამსი და შეურაცხმყოფელი გამოხდომებისთვის ადამიანები უნდა ისჯებოდნენო”, თვითონ ამ “ტროლების წინააღმდეგ მებრძოლებმა” ატეხეს ვაი-ვიში: არიქა, ხალხო “გამოხატვის თავისუფლებას” გვიზღუდავენო.

უკაცრავად, პატივცემულებო, მაგრამ, თუკი კანონით არ არის აკრძალული პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება, სიძულვილის ენით ლაპარაკი, უხამსი ლექსიკა საჯარო სივრცეში _ აბა, სხვა რა მეთოდით უნდა ალაგმოს ხელისუფლებამ “ტროლების თარეში”? დაუაროს მათ და სათითაოდ ჩამოახრჩოს ქალაქის კარიბჭესთან თუ გილიოტინაზე აიყვანოს და თავები მოჰკვეთოს?

როგორ ფიქრობთ, მკითხველო, რამ აღაშფოთა ასე და რამ გადარია “თაკოები” “ელისოები” და სხვები? რამ და, რეალურად “ტროლების ფაბრიკები”, “ქარხნები” და “დიდი ტროლური ინდუსტრიები” სწორედ თვითონ მათ აქვთ და საკუთარი “ტროლების” დასაფარავად სხვას აბრალებენ “ტროლობას”.

ტიგრანასი არ იყოს, ოცნებისპაპის პაპები სად იყვნენ, ჟვანიასააკაშვილის გუნდი ჯერ კიდევ 20 წლის წინათ რომაგორებდა ყომარსქართულ მედიასივრცეში? სწორედ მაშინდელ შეზღუდულ მედიარესურსში აპრობირებულიფეიკ”, ანუ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგიაა თანამედროვე სოციალურ ქსელებშიტროლების მოღვაწეობისსაფუძველთა საფუძველი, ხოლო, დღევანდელი ნაცები და ნაცგანაყოფები რომ სწორედმაშასადამე ევროპელისმიერ შემუშავებული ბინძური მეთოდებით მოქმედებენ დღესაც, ეს ამ თემებში ოდნავ ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის.

“ჩვენი მაღალიც” სწორედ მაგ სკოლის “წმინდა მიხეილის ჯგუფის” ბეჯითი მოსწავლეა და, სანამ ზოგიერთი “ყვარყვარე” მიხვდება, “რა ასწავლეს მას ამისთანა იმ წმინდა მიხეილის ჯგუფში”, მანმადე, დაგვექცევა კი არა, დაგვექცა კიდეც ქვეყანა თავზე.

მოკლედ ასე: ტროლებისდასჯის მომთხოვნები სიძულვილის ენის ალაგმვისკენ მიმართულ კანონპროექტს აპროტესტებენ, გამოხატვის უფლებას გვიზღუდავს მთავრობაო. დედის გინება, მამაკაცის სასქესო ორგანოს პირდაპირ ეთერში ხშირად ხსენება და ყველასი და ყველაფრის შეურაცხყოფა ყოფილა მათთვის გამოხატვა, თავისუფალი აზრი და დემოკრატიის საფუძველი.

როგორც ცნობილი ქართული ფილმის გმირი იტყოდა, “მკვლელები კლავენ, ბოზები ბოზობენ რაზვე ეტო ნარმალნო?!”

სხვათა შორის, უნდა შეგახსენოთ, რომ ხსენებული ფილმი “კომუნისტების დროს გამეფებულ განუკითხაობას” გმობდა და მკაცრად აკრიტიკებდა… როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით უკეთესობისკენ არის ახლა რამე შეცვლილი თუ უარესობისკენ? მაშინ ინანიებდნენ მაინც და ახლა ეს უტიფრები საკუთარ თავს “სიტყვის თავისუფლებისთვის” მებრძოლ გმირებად გვიხატავენ.

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here