Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: ოდესის ყოფილ გუბერნატორს დავალებული აქვს, გააღვივოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში და...

ტრისტან წითელაშვილი: ოდესის ყოფილ გუბერნატორს დავალებული აქვს, გააღვივოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში და დონბასის ლოკალური კონფლიქტი გადაზარდოს სრულმასშტაბიან ომში

1730
ტრისტან წითელაშვილი

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოდან უკრაინაში ბევრი მეომარი წავიდა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არიან ისეთებიც, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს გაჰყვნენ და დღემდე ერთგულად ემსახურებიან.

ამ ადამიანებს უკრაინის ხელისუფლება ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს და ცდილობს, საქართველოში დააბრუნოს. ზოგი უკვე ჩამოვიდა, დანარჩენებსაც ამზადებენ დეპორტაციისთვის. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა გვაცნობა, უკრაინის ხელისუფლებას 50-კაციანი სია უკვე მზად აქვს და ამ პირებს ახლო მომავალში საქართველოს გადმოსცემს, მათ შორის არის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპატრამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაც.

_ უკრაინაში ბევრი ჩემი კოლეგა აქტიურად არის ჩართული პროცესებში და სწორედ მათგან ვიცი, რომ მაიდანზე მომხდარ სისხლისღვრაში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მომზადებული “ბოევიკებიც” მონაწილეობდნენ. ეს იყო ქართველ სნაიპერთა ოთხკაციანი ჯგუფი, რომელიც ამერიკელი სამხედროს, ქრისტოფერ ბრაიანის, დავალებას ასრულებდნენ. ახალი ამბავი არავისთვის აღარ არის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების დაძაბვა და არეულობის გამოწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლევდა ხელს, ჰოდა, სადაც ამერიკაა, იქ არის სააკაშვილიც.

_ გინდათ, თქვათ, რომ 2014 წელს კიევში, მაიდანზე, ქართველმა სნაიპერებმა ატეხეს სროლა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა?

_ იქ სხვებიც იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავი ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში გამოწვრთნილიბოევიკებიდა სნაიპერები, რომლებიც საქართველოშიც უამრავ სისაძაგლეს სჩადიოდნენ, კიევში, მაიდანზე დატრიალებულ სისხლისღვრაშიც მონაწილეობდნენ. ისინი სააკაშვილის ბრძანებას ასრულებდნენ ერთ-ერთი ბრძანება იყო მაიდანზე სროლის ატეხვა, მიზანი კი _ სნაიპერების მიერ ადამიანების დახოცვა უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, იანუკოვიჩისთვის, დაებრალებინათ და მისი ხელისუფლების დამხობის პროცესი შეუქცევად რეჟიმში გადაეყვანათ. საქართველოში ყველამ ვიცით, რომ ამერიკელ “მეგობრებთან” შეუთანხმებლად სააკაშვილი ნაბიჯს არ დგამს.

_ გამოდის, რომ აშშმა სააკაშვილი პოროშენკოს წინააღმდეგამოქოქა”. რატომ, რას ერჩის ვაშინგტონი მორჩილ პრეზიდენტს?

_ პოროშენკომ სრულყოფილად ვერ შეასრულა დასავლეთის გეგმა, მან უკრაინა ბოლომდე ვერ ჩააბა რუსეთთან ომში, ამიტომ ამერიკელებისთვის არასასურველი პრეზიდენტი გახდა. სამაგიეროდ, ვისაც შეუძლია ბოლომდე გაანადგუროს უკრაინა, ეს არის სააკაშვილი და მისი გამოყენებაც ამიტომ გადაწყვიტა დასავლეთმა.

როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში მიდიოდა პოლონეთის გავლით, მას თავისი “ზონდერების” იმედი ჰქონდა, ადამიანების, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. იქ იყო კობა ხაბაზიც. სააკაშვილის გუნდს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა შემუშავებული თავისი ლიდერის უკრაინაში შესაყვანად.

გახსოვთ, ალბათ, რომ იმ დღეებში, როდესაც სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, განაცხადეს, საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულიაო, და მართლაც, სააკაშვილის გეგმის მიხედვით, ტერიტორია დანაღმული უნდა ყოფილიყო, რაც გამოიწვევდა ადამიანების დაღუპვას. ამით საშუალება მიეცემოდათ, პოროშენკოს დასხმოდნენ თავს; გამოაცხადებდნენ, _ პრეზიდენმა ხალხი დახოცაო. ეს გეგმა ჩაუვარდათ. პოროშენკომ საერთოდ შეაჩერა საზღვარზე ხალხის გადასვლა, სანამ ტერიტორიები არ შემოწმდა და არ დარწმუნდა, რომ სუფთაა.

ოდესის ყოფილ გუბერნატორს დავალებული აქვს, გააღვივოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში და დონბასის ლოკალური კონფლიქტი გადაზარდოს სრულმასშტაბიან ომში. უკრაინის მხარეს მზად აქვს ქართველიდაქირავებულების” 50-კაციანი სია. ამ ადამიანების დეპორტაცია ახლო მომავალში უნდა განახორციელონ. ყველანი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფთ უკრაინაში არეულობის მოწყობის, სახელმწიფო გადატრიალების ბრძანება ჰქონდათ მიცემული. ეს სია საბოლოო არ არის. უკრაინიდან დეპორტაცია, სავარაუდოდ, ასობით სხვა ქართველდაქირავებულსმოუწევს.

უკრაინა ნელ-ნელა ახორციელებს “ბოევიკების” დეპორტაციას, ჯერ 4 ადამიანი გამოუშვეს, შემდეგ _ 6. დაიჭირეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა.

ქართველი ე.წ. მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში იღუპებიან, არც ერთი არ დაღუპულა საბრძოლო მოქმედებების დროს, მათი ლიკვიდაცია სხვადასხვა ადგილას საეჭვო ვითარებაში ხდება.

სააკაშვილი განწირულია. ის უკრაინიდან, ფაქტობრივად, გამოგდებულია და მალე მისი დეპორტაციაც მოხდება, თანაც ძალიან მალე, მაგრამ ხელისუფლებას აქ მცირერიცხოვანი დაჯგუფების შიში აქვს და ამის გამო საქართველოში მის ჩამოყვანაზე უარს ამბობს. სააკაშვილი უნდა ჩამოვიყვანოთ და გავასამართლოთ ისე, რომ მსოფლიომ დაინახოს, როგორ ისჯებიან საქართველოში დამნაშავეები.

_ შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის ლიკვიდაცია მოხდეს უკრაინაში? ოდესის ყოფილ გუბერნატორს უამრავი მტერი ჰყავს

_ სააკაშვილი იმდენ ბინძურ დავალებას ასრულებდა და ასრულებს მაკეინისა და დასავლეთის მითითებით, რომ მის ლიკვიდაციას არ გამოვრიცხავ. მიშას თანაგუნდელების უგზო-უკვლოდ გაუჩინარებაც შემთხვევითი არ არის; მაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებსაც არაკონვენციურ საბრძოლო დავალებას ასრულებინებდნენ, შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში უჩინარდებოდნენ.

_ თუ არის იმის საშიშროება, რომ უკრაინაში, სააკაშვილის გვერდით მდგომმა .. ბოევიკებმა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ? ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმთან დაახლოებული პირი, ვინმე ახმედ ჩატაევი, რომელიც ჯერ ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ხოლო მოგვიანებით სტამბოლში, ათა თურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი

_ ჩატაევი იყო ტერორისტებთან დაახლოებული დივერსანტი, რომელსაც პირადი მიზნებისთვის იყენებდა სააკაშვილი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილის დაჯგუფების წევრები სახიფათონი არიან, ასრულებენ ყველა დაკვეთას და მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათგან 8 კაცი უკვე საქართველოშია _ სააკაშვილის ძალიან საშიში რვა პირადი ტორპედო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ვუთხარი, რომ უკრაინიდან ე.წ. დაქირავებული ადამიანების უკონტროლო გადმოსვლა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის “ტორპედოებმა” ქვეყანაში, დესტაბილიზაციის მიზნით, ტერაქტების სერია მოაწყონ. უკრაინიდან ჩამოსული სააკაშვილის “ბოევიკები” სასწრაფოდ იზოლაციაში უნდა მოექცნენ. შეურაცხადი სააკაშვილის მითითებების უპირობოდ შემსრულებელი 50 “ტორპედოს” საქართველოში შემოსვლას ეხუმრებით? შეიძლება ჩატაევი მოგვენატროს კიდეც…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

2 COMMENTS

  1. ბ-ნმა ტრისტანმა ნუთუ არ იცის რომ სააკაშვილის გამზრდელი ბიძა – თემურ ალასანია – არის ფსბ-ს გენერალი? და დღემდე კურირებდა ფსბ-ს სამხრეთ კავკასიის მიმართულებას? თუ ეს არაფრერს არ ნიშნავს ბ-ნო ტრისტან? რა ამერიკა რის ამერიკა, ამერიკას გლობალურად ფეხევზე კიდია უკრაინაში ვინ სად მოვა ან როგორი ომი იქნება კრემლისგან განსხვავებით – შეისწავლეთ ღრმად საკითხი, რომ შეცდომაში არ შეიყვანოთ არც საზოგადოება – ამერკა იძულებულია უკრაინით დაკავდეს იმ დონეზე რასაც ამბობს კონგრესი რომელიც დაფინანსებას აძლევს ამერიკის ადმინისტრაციას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here