მთავარი ახალი ამბები ტრამპმა უცხოელებისთვის თავისუფალი მოსმენისა და თვალთვალის კანონპროექტს ხელი მოაწერა

ტრამპმა უცხოელებისთვის თავისუფალი მოსმენისა და თვალთვალის კანონპროექტს ხელი მოაწერა

697
გააზიარეთ

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 19 იანვარს, ხელი მოაწერა ბრძანებას – FISA, რომელიც 7 წლით ახანგრძლივებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ელექტრონული მიმოწერის ჩაწერის უფლებას, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე.

ეს სკანდალური პროგრამა ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთაც უკვე რამდენიმე წელია აქტიური დავის და განხილვის საგანია. კანონი ძალაში 2023 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

„მე ხელი მოვაწერე 702-ე კანონპროექტს, რომელიც ჩვენი დაზვერვის მიერ უცხოელებზე ინფორმაციის შეგროვებას ეხება. მე ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო ამერიკის მოსახლეობის უსაფრთხოება ჩემთვის პირველ ადგილზეა“, – დაწერა ტრამპმა.

FISA-ს მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ეს კანონი სპეცსამსახურებს ზედმეტ უფლებებს აძლევს და ხშირად უკანონო თვალთვალი და მოსმენა ამერიკელების წინააღმდეგაც ხორციელდება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here