Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა ტრანსგენდერებს ამერიკის არმიაში სამსახური აუკრძალა

ტრამპმა ტრანსგენდერებს ამერიკის არმიაში სამსახური აუკრძალა

713
ტრამპი

ამის თაობაზეტვიტერშითვით ტრამპმა დაწერა.

“ჩვენი შეიარაღებული ძალები მობილიზებული უნდა იყოს დამაჯერებელი და გამანადგურებელი გამარჯვებების მოსაპოვებლად. არ შეიძლება ვაიძულოთ ისინი, უზარმაზარი ფული დახარჯონ ტრანსგენდერების მომსახურებაზე და მოითმინონ მათ მიერ შეტანილი დესტაბილიზაცია”, _ დააზუსტა მან.

2015 წლის ივლისში გავრცელებული ცნობით, პენტაგონმა შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, რა გავლენას მოახდენდა ტრანსგენდერების მიმართ დადგენილი წესები შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე.

2010 წელს აშშ-ის კონგრესმა გააუქმა წესი “არ შეეკითხო, არ თქვა”, რომლის თანახმად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სამხედრო მოსამსახურეებს არ უნდა გაემხილათ თავიანთი სექსუალური მიდრეკილებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here