Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა პუტინთან შეხვედრა ისურვა და… გააოცა თავისი ადმინისტრაცია

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა ისურვა და… გააოცა თავისი ადმინისტრაცია

1905
ტრამპი

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაოცებული დარჩა, როცა მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ელოდება მასთან მალე შეხვედრას, _ წერს გაზეთი The Washington Post.

20 მარტს ტრამპმა დაურეკა პუტინს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს შემდგომში ერთობლივი მოქმედებების განვითარებაზე, მათ შორის, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ტრამპმა და პუტინმა ასევე განიხილეს სირიის პრობლემა და უკრაინული კრიზისი, მოილაპარაკეს მომავალი ორმხრივი კონტაქტების განვითარებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. პუტინმა და ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უმაღლეს დონეზე შესაძლო შეხვედრის მოწყობის საკითხსაც.

ამერიკის ლიდერის მოსკოვში დარეკვამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც აშშ-ში, ასევე მის საზღვრებს მიღმა.

ტრამპის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს მაგიდაზე დაუდო წერილი, რომელშიც დიდი ასოებით ეწერა: “არ მიულოცოთ!”, მაგრამ ტრამპმა ყური არ ათხოვა მრჩევლებს და პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რამაც ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი აღაშფოთა. მაგალითად, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ “ამერიკის პრეზიდენტი წინ არ მიუძღვის თავისუფალ სამყაროს, როცა ულოცავს დიქტატორებს გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვებას”.

18 მარტს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა 76,68 პროცენტით გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ მას მხარი დაუჭირა 55 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here