Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა განაცხადა, რომ შემოიღებს განსაკუთრებული სიტუაციის რეჟიმს “ოპიოიდური ეპიდემიის” გამო

ტრამპმა განაცხადა, რომ შემოიღებს განსაკუთრებული სიტუაციის რეჟიმს “ოპიოიდური ეპიდემიის” გამო

760
ოპიოდური ეპიდემია

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპიოიდურმა ეპიდემიამ კატასტროფულ დონეს მიაღწია. “როიტერიიუწყება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტებს ქვეყანაში განსაკუთრებული მდგომარეობის რეჟიმის გამოსაცხადებლად.

“ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა. ვაპირებთ, დიდი დრო დავხარჯოთ, დიდი ძალისხმევა და ბევრი ფული ამ სერიოზული პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც ჩვენთან უწინ არასოდეს არ იყო”, განაცხადა ტრამპმა.

სააგენტო აქვეყნებს ოპიოიდური კრიზისის გამო შექმნილი თეთრი სახლის კომისიის მონაცემებს (რომელსაც სათავეში უდგას ნიუ-ჯერსის გუბერნატორი კრისტი), რომელთა მიხედვით ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებით ყოველკვირეულად 100-ზე მეტი ამერიკელი იღუპება, ხოლო ყოველი სამი კვირის განმავლობაში _ იმდენივე ადამიანი, რამდენის სიცოცხლეც შეიწირა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის წინააღმდეგ ტერორისტების მიერ განხორციელებულმა შეტევამ.

ოპიოიდები არის წამლები, რომლებსაც გამოიყენებენ, როგორც ძლიერი მოქმედების მქონე ანალგეტიკებს. ორგანიზმზე პრეპარატების მოქმედებას ადარებენ ოპიუმის გამოყენებით გამოწვეულ შედეგს.

შექმნილი ნარკოსიტუაციის მიზეზად აშშ-ში ხშირად ასახელებენ ექიმებს, რომლებიც პაციენტების გულის მოსაგებად ყველა მსურველს ურიგებენ რეცეპტებს ძლიერი მოქმედების მქონე წამლების აფთიაქებიდან გამოსატანად, რაც, ექსპერტების მტკიცებით, პირველი ნაბიჯია პაციენტების ნარკოდამოკიდებულებისკენ მიმავალ გზაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here