Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა ბოლტონს “მოსაწყენი სულელი” უწოდა

ტრამპმა ბოლტონს “მოსაწყენი სულელი” უწოდა

2702
ტრამპმა ბოლტონს “მოსაწყენი სულელი” უწოდა

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში _ ჯონ ბოლტონსმოსაწყენი სულელიუწოდა. ბოლტონი თეთრ სახლში თავისი მუშაობის შესახებ წიგნის გამოსაცემად ემზადება.

“ამ არანორმალური ჯონ ბოლტონის წიგნი უკიდურესად მოსაწყენია და შედგება ტყუილებისა და გამოგონილი ისტორიებისგან. სანამ დავითხოვდი, მანამდე სულ კარგს ლაპარაკობდა ჩემზე. განაწყენებული, მოსაწყენი სულელი, რომელსაც სურდა მხოლოდ ერთი რამ _ დაეწყო ომი. არაფერი ესმოდა და სიხარულით გავათავისუფლე, რა სულელია!” _ დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

იმავე დღეს გამოქვეყნდა ბოლტონის მიერ ABC News-ისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტები, რომელშიც ის ამბობდა, რომ 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპი ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე კი არა, ფოტორეპორტიორების წინაშე პოზირებაზე ფიქრობდა.

23 ივნისს მაღაზიათა ქსელში უნდა გაჩნდეს ბოლტონის წიგნი “ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები”, რომლის გამოცემაც რამდენჯერმე გადაიდო ბოლტონის წინააღმდეგ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის გამო. სამინისტრო ამტკიცებს, რომ წიგნში არის ცნობები, რომელთა გამომზეურების უფლება ბოლტონს არ აქვს.

წიგნში ბოლტონი წერს, რომ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სთხოვა დახმარება საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ქვეყნის ღალატში ტრამპის დადანაშაულბის საბაბი შეიძლება აღმოჩნდეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here