მთავარი პოლიტიკა ტრამპი _ ალთას, მისი ელჩი დეგნანი _ ბალთას

ტრამპი _ ალთას, მისი ელჩი დეგნანი _ ბალთას

1380
გააზიარეთ
ტრამპი _ ალთას, მისი ელჩი დეგნანი _ ბალთას

რა საჭიროა არჩევნები?! კელი დეგნანს დავუდოთ სუფთა ფურცელი და ჩამოწეროს, ვის რამდენი პროცენტი ერგება, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნება და ვინ იქნება პრემიერი. ბოლოს მაინც ასე მოხდება

ამერიკაში, როგორც ჩანს, ყველა პრობლემა მოგვარებულია, არანაირი გამოწვევა აღარ არსებობს და ყველა ამერიკელი ძალიან ბედნიერია. მერე რა, რომ ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდება და რამდენიმე ასეული შემთხვევა ფატალური შედეგით მთავრდება?! ამერიკელი კონგრესმენები მაინც ახერხებენ, დრო გამონახონ და საქართველოს მთავრობა გააკრიტიკონ, ამჟამინდელი ხელისუფლება კი რუსეთისადმი ერთგულებაში დაადანაშაულონ. მორიგი წერილი ამერიკელმა კონგრესმენებმა გასულ კვირას გააშანშალეს.

საქართველომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხო ურთიერთობებისთვის, რათა საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის შესაძლებელი ყოფილიყო ბაზართან წვდომა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავდაცვის სფეროშიც და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისიქართული ოცნებამოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან საუბრის შემდეგ ჩვენ გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრების სწრაფვის კუთხით. რადგან თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, მოგიწოდებთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებზე: საქართველოს ამჟამინდელი, “ქართული ოცნებისმთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს, ამერიკელი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ნაციონალურ ინტერესს, კერძოდ: ამერიკულ კომპანიებს, რომელთა მიზანიც იყო საქართველოს დაცვა რუსული და ჩინური გავლენისგან”, _ ეს წერილი კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მისწერეს, რის შემდეგაც პომპეო გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს ჩვენ არავინ გვეტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ საუბარი წერილის გაგრძელება იქნებოდა.

დავიწყოთ იმით, რომ კონგრესმენები მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ შეურაცხყოფენ და ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ივანიშვილის დამსახურებით არის, ხმას, უბრალოდ, ვერ იღებს. ეს იმიტომ, რომ მათ ამერიკელების გაბრაზების ეშინიათ; არ სურთ, ამერიკელი კონგრესმენების შავ სიაში მოხვდნენ, რადგან მერე შეიძლება ამერიკამ ამ ადამიანების თანამდებობიდან გაშვება მოითხოვოს და… მათ უარს, უბრალოდ, ვერ ეტყვიან.

პარადოქსი მხოლოდ ეს არ არის. სწორედ ამერიკელთა მოთხოვნით შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, ახლა კი ჯერი გიორგი რურუაზეა. ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის გაასამართლეს და თავისუფლება 4 წლით აღუკვეთეს. ამის მიუხედავად, ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა: პრეზიდენტის პრეროგატივაა, შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს”. ანუ, კელი დეგნანმა შეფარულად მოუწოდა პრეზიდენტს, რომ რურუა გამოუშვას და ეს მაშინ, როცა 1990-იან წლებში მოკლული თორაძეების დამ იმავე კონგრესმენებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც პირდაპირ რურუას დაადო ხელი, როგორც ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენს. კონგრესმენებმა ეს ინფორმაცია ერთი ყურიდან მეორეში გაატარეს, რადგან ხელს არ აძლევთ ასეთი სასტიკი დანაშაულის გამოძიება, მათ სხვა რამ სურთ _ ნებისმიერი მეთოდით შეიცვალოს მოქმედი ხელისუფლება და ამჟამინდელზე უფრო მორჩილი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, უფრო მორჩილი, იმიტომ, რომოცნებამდაწყებული გენოციდი, რომელიც დასავლეთმა ქართველ ერს ნაციონალების ხელით მოუწყო, აქტიურად აღარ გააგრძელა. სწორედ ეს არ მოსწონთ ამერიკელებს და ამიტომ მოიხსენიებენ ივანიშვილს რუს ოლიგარქად. არადა, რომ დავფიქრდეთ, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსული ინტერესების გატარებაში ბრალს ნამდვილად ვერ დავდებთ. ისინი არ ესაუბრებიან რუსეთს (რუსული მზადყოფნისა და ამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად), ისინი არ ცდილობენ, გააღრმავონ ეკონომიკური ურთიერთობები, არ ცვლიან საგარეო კურსს და ჯიუტად მიიწევენ ნატოსკენ, სადაც არავინ არ მიგვიღებს.

მაშინ რაში გამოიხატება რუსეთისადმი ერთგულება? არც არაფერში! და მთავარი მიზეზი სწორედ ის არის, რაც თავში ვახსენეთ _ ერი არ ცხოვრობს შიშში, ნახევარი საქართველო არ დადის პირობითი სასჯელითა და დაჭერის მოლოდინით, დაბეჩავებული მოსახლეობა ნელნელა იღვიძებს და დიდად აღარ ხიბლავს დასავლური პერსპექტივა, ის პერსპექტივა, რომელიც, აგერ უკვე 30 წელიწადია, მხოლოდ სატყუარა იყო და კიდევ კარგა ხანს არაფერი შეიცვლება.

საბედნიეროდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად განაცხადა: რურუას შეწყალებას არ ვაპირებ და აზრს ვერავინ შემაცვლევინებსო. იმედია, პრეზიდენტი თავის სიტყვას არ გადავა და ამისთვის მზად ვართ, საკუთარი დროშის შექმნაც კი ვაპატიოთ. არა, ქართველ მეფეებს კი ჰქონდათ დროშები _ თამარის დროშა, დავითის დროშა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ქალბატონი სალომე არც თამარია, მით უმეტეს არც დავითი და საპრეზიდენტო დროშაც რაღაც სასაცილოდ ჩანს (უფრო სწორად, დროშა კი არა, თვით ეს ინიციატივა) და იმედია, პრეზიდენტის დროშის დღეს არ დაგვიწესებენ. მეორე მხრივ, ძველ საქართველოში, როცა თავადები სადმე მიდიოდნენ, წინ მათი სამთავროს დროშა მიუძღოდათ და ამით ხვდებოდა ხალხი, გურიელის ამალა მოძრაობდა, ერისთავის თუ ლიპარიტ-ბაღვაშის. ახლა კონკრეტული დროშის დანახვისას ყველას ეცოდინება, რომ ზურაბიშვილის ესკორტი მოჰქრის თუ მოგოგმანებს…

ისევ დეგნანის მორიგ განცხადებას დავუბრუნდეთ, რომელიც სასაცილოც კი იყო. ამერიკის ელჩმა თქვა: მე არ მაქვს უფლება, კონგრესმენების წერილი განვიხილო, მაგრამ ნებისმიერი კონგრესმენის ფრაზას საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა მოეკიდოს და გაითვალისწინოსო. ანუ, თურმე უნდა გავითვალიწინოთ, რომ ივანიშვილირუსი ოლიგარქიადა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მის სახლთან აქციები გავმართოთ, ხოლო, თუხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს”, არც მისი დაპატიმრება იქნება ცუდი. ჰო, მათ სწორედ იქით მიჰყავთ საქმე, რომ ივანიშვილი ქვეყნის მტრად წარმოაჩინონ და ეს ყველაფერი რუსული მოტივებით შეფუთონ.

დეგნანმა უკვე ისიც კი თქვა, რომ თურმე რუსეთი შეეცდება, ოქტომბრის არჩევნებში ჩაერიოს და შედეგებზე გავლენა მოახდინოს. ეს მაშინ, როცა არჩევნების ჩატარების წესი სწორედ დეგნანმა (.. ამერიკელებმა) დაგვიდგინა, კონსტიტუცია ფეხის ბაკუნით შეგვაცვლევინა და ახლა იმასაც ამბობენ, _ კეთილი ინებეთ და, არც ერთმა ძალამ ხმების 40% არ მიიღოს, რათა დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლოს, კოალიციური მთავრობა უნდა შექმნათო.

კოალიციური მთავრობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პოლიტიკურ კოლაფსსა და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, იმ არჩევნებს, რომელსაც უკვე მორიგი რევოლუციის სუნი აუვა და დასავლეთი არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსს არ დაიშურებს, რათაქრიზანთემების რევოლუცია” (სეზონურად სწორედ ქრიზანთემები მოუწევს) მოხდეს და ხელისუფლების სათავეში კვლავ ის ძალა დაბრუნდეს, რომელიც მათ სურთ. ამის რეალური საფრთხე ნამდვილად არსებობს და დასავლეთის მეხოტბე ოპოზიცია მოვლენების ამგვარად განვითარების სცენარს გულით ატარებს.

ანუ, დასავლეთმა დაგვიწესა კანონი, როგორ ჩავატაროთ არჩევნები და ახლა გვიდგენს იმ პროცენტს, რომელიც პარტიებმა ამ არჩევნებზე უნდა მიიღონ. მაშინ გეკითხებით: რა საჭიროა არჩევნებისთვის ათეულ მილიონობით ლარის გადაყრა?! პირდაპირ კელი დეგნანს დავუდოთ სუფთა ფურცელი და ჩამოწეროს, ვის რამდენი პროცენტი ერგება, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნება და ვინ იქნება პრემიერი, ბოლოს მაინც ასე მოხდება. ასე უფრო მარტივიც არის და მერე, თუ პრემიერი არ გაამართლებს, ხელს სწორედ დეგნანს შევაწმენდთ. თუმცა, არა, ეს ბოლო აღარ გამოვა, რადგან გვითხარით ერთი, ერთადერთი შემთხვევა, რაიმეზე პასუხისმგებლობა ამერიკას ან ევროპას რომ დავაკისრეთ?! ისე, პასუხისმგებელის ძებნა რად გვინდა? თუ რამე ფუჭდება, “ყველაფერში დამნაშავე რუსეთიაგერ არ არის? ხელის გაშვერა ჩრდილოეთისკენ ადვილია, იმათ რეაქცია არა აქვთ, ამერიკელები კი არ არიან, მიზეზით თუ უმიზეზოდ სანქციებს სანქციებზე რომ უწესებენ ყველას და ყველაფერს.

ჩვენი ხელისუფლება რატომ არ იძიებს თორაძეების საქმეს, ცალკე საუბრის თემაა. არსებობენ მოწმეები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ სისხლიან ღამეს შეესწრნენ და არ იქნება ურიგო, თუ დღის წესრიგში აღნიშნული საქმის გამოძიება დადგება. ეგებ მერე მაინც აღარ მოიხსენიონ რურუა პოლიტპატიმრად და მერე მაინც აღარ თქვას ამერიკის ელჩმა, _ პრეზიდენტის გონივრული გადაწყვეტილების იმედი მაქვსო.

ბესო ბარბაქაძე

P.S. სათაურში ტრამპი იმიტომ ვახსენეთ, ამ კაცმა გაეროს ტრიბუნიდან საჯაროდ გამოაცხადა: ამერიკა არავის საქმეებში აღარ ჩაერევა და თავის საქმეებს ყველამ თვითონ მოუაროსო. ეტყობა, დეგნანი მაშინ ტელევიზორს არ უყურებდა და მისი პრეზიდენტის ნათქვამი არ გაუგონია, ალბათ, რიშებთან, კინზინგერებთან და მათნაირებთან კონსულტაციებით იყო გართული.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ერთი გამაგებინეთ, ამაზე მეტად სად ერეოდა რუსეთი ჩვენს საქმეებში…
    კომუნისტების დროს ვგულუსხმობ.
    პირიქით, რაც მახსოვს, სულ ქართველ მწერლებს, ხელივნებას გვასწავლიდნენ, სასულიერო მწერლობას – თითქმის გვაზეპირებინებდნენ….

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here