მთავარი დაიჯესტი ტრამპი 5-ჯერ მეტ ფულს ითხოვს სხვა ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ნაწილების შესანარჩუნებლად

ტრამპი 5-ჯერ მეტ ფულს ითხოვს სხვა ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ნაწილების შესანარჩუნებლად

315
გააზიარეთ
ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა თანაშემწეებმა შეიმუშავეს ახალი ფორმულა, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ნაწილების განლაგებისთვის გადასახდელი თანხა უნდა გაახუთმაგონ. გაანგარიშების ახალ მეთოდს ვაშინგტონშიფასი პლუს 50 პროცენტი”.

უწოდეს. ამ მეთოდის მიხედვით სახელმწიფოებმა სრულად უნდა დაფარონ ხარჯები მათ ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგების გამო, შემდეგ კი დამატებით გადაიხადონ ამ თანხის ნახევარი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მოკავშირეებს ამერიკელი სამხედროების შენახვა 5-6-ჯერ მეტი დაუჯდებათ.

ტრამპი უკვე რამდენიმე წელიწადია ჩივის, რომ ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე იღებენ ამერიკელ სამხედროებს, აშშ-ს არასაკმარისად უხდიან. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, მოკავშირეების ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფნა დამატებით ფასეულობაა და მათ ის უნდა შეისყიდონ.

აშშ-ის სამხედრო ქვედანაყოფები იმყოფებიან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო არის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში, ყატარსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here