მთავარი დაიჯესტი ტრამპი: წამალი არ შეიძლება იყოს დაავადებაზე უარესი

ტრამპი: წამალი არ შეიძლება იყოს დაავადებაზე უარესი

782
გააზიარეთ
ტრამპი: წამალი არ შეიძლება იყოს დაავადებაზე უარესი

იტალიამ პირველობა ჩამოართვა ჩინეთს და ახლა უბედურების მთავარი რეგიონია ევროპაში. იტალიას კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაუსწრო ინფიცირებულთა რაოდენობით. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია განგაშს ტეხს, რომ აშშ ინფექციის გავრცელების მთავარ კერად იქცევა, ქვეყნის მთავარი ქირურგი კი წინასწარმეტყველებს ეპიდემიის მკვეთრ აფეთქებას იმის გამო, რომ ამერიკელები არად აგდებენ ხელისუფლების თხოვნას, დასხდნენ სახლებში.

ეპიდემიის მთავარი კერაა ნიუიორკი _ დასავლეთის ფაქტობრივი ფინანსური დედაქალაქი. კორონავირუსმა აიძულა შტატის ხელმძღვანელობა, შემოეღო კარანტინის უპრეცედენტო ზომები და დაეხურა არა მხოლოდ სკოლები და რესტორნები, არამედ საწარმოებიც. ანალოგიური ღონისძიებები განხორციელდა კალიფორნიაშიც. კიდევ ერთ დიდ შტატში, ფლორიდაში, საგანგებო ზომების შემოსაღებად ემზადებიან. იქ ბევრი პენსიონერი ცხოვრობს, საშუალო კლასის ამერიკელებს ხანში შესვლის შემდეგ უყვართ ოკეანის სანაპიროზე დასახლება. ამ ფონზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, შემზღუდავი ზომები გაუუქმოს ყველას, მოსახლეობის იმ კატეგორიის გარდა, რომლისთვისაც ყველაზე სახიფათოა კორონავირუსი. ეს უნდა მოხდეს სააღდგომოდ, აღდგომა კი დასავლეთში 12 აპრილსაა.

ლიბერალურ მედიაში ამ სიახლის შესახებ ძნელია ისეთი კომენტარის პოვნა, რომელშიც არ წერენ, რომ სახელმწიფოს მეთაური ჭკუიდან გადავიდა. ტრამპისთვის ეს მართლაც დიდი ფსონია, უფრო ზუსტად, გადამწყვეტი მისი პოლიტიკური ბედის.

ზემოხსენებული კალიფორნია და ნიუიორკი ქვეყნის მშპის მეოთხედს იძლევიან. სწორედ მეოთხედით შემცირდება, GOLDMAN SACHSის მონაცემებით, წარმოება მეორე კვარტალში ქვეყნის მასშტაბით. მკვეთრად ნეგატიურ პროგნოზებში წერენ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა დიდი დეპრესიის პერიოდის შემდეგ, თუმცა ასეთი რამ დიდი დეპრესიის დროსაც არ ყოფილა, იმხანად ეკონომიკის დაცემის რეკორდი კვარტალში 14 პროცენტი იყო. ამჟამად რაც ხდება, იმის შედარება შეიძლება მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდთან.

აქციების გაუფასურების გამო აშშში მილიონერების რაოდენობა ნახევარი მილიონით შემცირდა. გაკოტრების პირასაა ლეგენდარული THE BOEING COMPANY. ჩვენ თვალწინ კვდება მომსახურების ბაზარი, ქვეყანა მიექანება უფსკრულში მასობრივი უმუშევრობისკენ, შემდეგ _ უფრო ცუდისკენ. უმუშევრობის შემწეობის გაცემაზე მიმართვიანობა 1000%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 21 მარტის მდგომარეობით, შეზღუდვააკრძალვების გამო აშშში ყოველდღიურად 3-დან 3,3 მილიონამდე ადამიანი კარგავს სამსახურს.

სხვათა შორის, ამერიკის ეკონომიკა აუცილებლად ჩაითრევს დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკას ნავთობის ფასებთან ერთად. “უახლოესი პერსპექტივა საშინელია”, ამბობს HSBC Holdings-ის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი სტივენ კინგი (ცნობილი მწერლის სეხნია).

ტრამპი: წამალი არ შეიძლება იყოს დაავადებაზე უარესი

მდგომარეობას ართულებს ის, რომ ამერიკის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვება და რომელიც რამდენიმე ტრილიონი დოლარის ინიექციას ითვალისწინებს, კაპიტოლიუმის ბორცვზეგაიჭედასენატში მისი დამტკიცების ორმა მცდელობამ ფიასკო განიცადა. მიზეზი კორონავირუსი. ინფიცირებულია ისეთი სასიამოვნო ადამიანი, როგორიც არის სენატორი რენდ პოლი, მის გარდა კიდევ რამდენიმე კანონმდებელი იმყოფება კარანტინში.

ამ პრობლემის მოგვარება იოლად შეიძლებოდა, რესპუბლიკური უმრავლესობისთვის მხარი დემოკრატებსაც რომ დაეჭირათ, რომელთა შორის ბევრია მომხრე, ეკონომიკური ხანძარი ფულის ნაკადებით ჩააქრონ და სამუშაო ადგილი ასე შეინარჩუნონ, მაგრამ “ვირების” პარტია (ასე უწოდებენ დემოკრატებს) სხვა გზით წავიდა და გეგმაში შეიტანა შესწორებები, რომლებსაც ამჟამინდელ კრიზისთან საერთო არაფერი აქვს. კერძოდ, დემოკრატები მოითხოვენ, მხარი დაუჭირონ მწვანე ენერგეტიკას და გეგმაში ჩაიწეროს ვალდებულებები ნახშირორჟანგის გამოყოფის შესახებ ავიაციის დარგისთვის, რომელიც უამისოდაც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.

მაგრამ ამჯერადშეკავებებისა და კომპრომისებისტაქტიკამ აღაშფოთა რესპუბლიკელები _ შანტაჟი არ გაგივათ! ეკონომიკური პრობლემების სახელმწიფოს ფულით გადაჭრა ისედაც ეწინააღმდეგება რესპუბლიკელების იდეოლოგიურ პრინციპებს, ოპონენტებმა კი გრეტა ტუნბერგის აღთქმის განხორციელება გადაწყვიტეს.

ბოროტი ენები ამტკიცებენ, რომ დემოკრატები სპეციალურად ამუხრუჭებენ პროცესს, რათა ტრამპი დარტყმის ქვეშ დააყენონ და მოიგონ მომავალი არჩევნები. პროცესს დემოკრატები რომ ანელებენ, ამას წყალი არ გაუვა. მათმა მხარდამჭერმა და ტრამპის მოძულე ლიბერალურმა გაზეთმა The New York Times-მა თავის ვებგვერდზე სამჯერ შეცვალა მასალის სათაური, თავდაპირველად კი წერდა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ გეგმის მიღება ქვეყნის გადარჩენის მიზნით ჩააგდო. სამარცხვინოა, რა თქმა უნდა, მაგრამ რას არ გააკეთებ “შენიანების” საკეთილდღეოდ დიდ პოლიტიკაში.

ტრამპი აყალმაყალის დასრულებას არ დალოდებია, ისე განაცხადა, რომ გააუქმებს კარანტინს და აამუშავებს საწარმოებს. სხვაგვარად კრახია, გეგმით თუ უგეგმოდ.

თქვენ რაღაც დროის განმავლობაში ხელს ვერ ჩამოართმევთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ. შეხედეთ, ბევრი ადამიანი იღუპება გრიპისგან, მაგრამ თქვენ დაკარგავთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, თუ ქვეყანა იქნება ძლიერ რეცესიაში ან დეპრესიაში. თქვენ ვერ შეძლებთ, უბრალოდ, მოხვიდეთ და თქვათ: “მოდი, დავხუროთ ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე წარმატებული სახელმწიფო მსოფლიოში”, განმარტა აშშის პრეზიდენტმა.

“ამერიკის ხელახლა აღმოჩენის” შესახებ მან განაცხადა ბრიფინგზე, მისი აზრი მარტივია: წამალი არ უნდა იყოს დაავადებაზე საშინელი. არადა, ის საშინელია, ამიტომ საჭიროა, გამოვიდეთ სამუშაოდ.

ტრამპს არ შეუძლია ლოდინი, მისთვის ვითარება გამჭვირვალეა: ან ეკონომიკა გადაიტანს დაცემას პირველ და მეორე კვარტლებში და დაიწყებს მატებას მესამეში და ამით ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას შეუწყობს ხელს, ან ეკონომიკური კოლაფსი დაასამარებს მის იმედს _ კიდევ 4 წლით დარჩეს თეთრ სახლში.

უნდა ითქვას, რომ აშშ-ში კარანტინის შემოღება ან დაწესება შეუძლიათ მხოლოდ გუბერნატორებს. ენდრიუ კუომო ნიუ-იორკის შტატში კი არის დემოკრატი, მაგრამ ამ საკითხში ტრამპს უჭერს მხარს. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში შექმნილი კრიზისი არც მას დაინდობს, მაგრამ ეს, უწინარესად, პრეზიდენტის ინიციატივაა და მას უახლოეს მომავალში მოუწევს პასუხისგება თავისი არჩევანის გამო.

თეთრი სახლის უფროსს კი ჯერჯერობით შეუძლია იმედიანად იყოს მისი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლაში და ფულის დარიგების (2,5 ათასი დოლარი თითოეულ ოჯახზე) გეგმა ხალხმა დააფასა. GALLUPის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერები მნიშვნელოვნად აღემატებიან მოწინააღმდეგეებს. ასეთი მხარდაჭერა ტრამპს არასოდეს ჰქონია თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში.

ტრამპის განცხადებამ კარანტინის გაუქმების შესახებ ნაყოფი გამოიღო: რამდენიმედღიანი ჩამოშლის შემდეგ აშშ-ის საფონდო ინდექსებმა 8-11%-თ მოიმატა. გარდა იმისა, რომ მკაცრი შემზღუდავი ზომები ღუპავს ეკონომიკას (ტრამპი მართალია, როცა ამბობს, წამალი არ შეიძლება იყოს დაავადებაზე უარესიო), კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ძალთა განლაგება შეიცვლება.

მსოფლიოში გაჩნდა უზარმაზარინაჭრებიეკონომიკისა, რომლებიც დაკარგეს სხვა ქვეყნებმა; იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აირჩიეს ტოტალური აკრძალვებისა და ყველაფრის გაჩერების გზა.

ჯერჯერობით, ჩანს, იგებს ჩინეთი, იმიტომ, რომ ის პირველი გამოდის კრიზისიდან და აქვს შესაძლებლობა, ხელში ჩაიგდოს ის, რაც დაუვარდათ სხვებს. ტრამპს სურს, არ ჩამორჩეს ჩინეთს.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here