მთავარი დაიჯესტი ტრამპი: უკვე 30 წელიწადია, ბაიდენი არაკომპეტენტურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, იყო ცუდი....

ტრამპი: უკვე 30 წელიწადია, ბაიდენი არაკომპეტენტურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, იყო ცუდი. მისი საგარეო პოლიტიკა იყო კატასტროფული

839
გააზიარეთ
ტრამპი: უკვე 30 წელიწადია, ბაიდენი არაკომპეტენტურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, იყო ცუდი. მისი საგარეო პოლიტიკა იყო კატასტროფული

ტრამპს არ სჯერა გამოკითხვების, რომლებშიც ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა საზოგადოებრივი აზრის იმ გამოკითხვების, რომლებშიც წინასაარჩევნო ბრძოლაში ლიდერად დასახელებულია დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი, _ იუწყება Reuters-ი.

“მე არ მჯერა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების. მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ძალიან ჭკვიანები არიან. და არ ვფიქრობ, რომ ისინი აქ (თეთრ სახლში) არაკომპეტენტურ ადამიანს დასვამენ”, _ განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს ბაიდენს ადამიანად, რომელიც შეძლებს ქვეყნის მართვას, რადგან მან უკვე “წარმოაჩინა თავისი არაკომპეტენტურობა სენატორობისას და პრეზიდენტ ობამას პერიოდში ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას”.

“ის უკვე 30 წელიწადია, არაკომპეტენტურია, ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, იყო ცუდი. მისი საგარეო პოლიტიკა იყო კატასტროფული”, _ თქვა ტრამპმა.

სააგენტო ღეუტერს-ის მიერ რამდენიმე დღის წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ნოემბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების 44% მხარს ბაიდენს დაუჭერს, 40% _ ტრამპს.

eadiali.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here