Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი მოსკოვსა და პეკინს შეიარაღებაზე კონტროლის დაწესებას სთავაზობს

ტრამპი მოსკოვსა და პეკინს შეიარაღებაზე კონტროლის დაწესებას სთავაზობს

1782
ტრამპი მოსკოვსა და პეკინს შეიარაღებაზე კონტროლის დაწესებას სთავაზობს

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს რუსეთსა და ჩინეთს შესთავაზოს ინიციატივა შეიარაღების კონტროლის თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც გაეროში წაიკითხა აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ფორდმა.

“მე წამოვაყენებ ახალ გაბედულ ინიციატივას შეიარაღებაზე სამმხრივი კონტროლის დაწესების შესახებ რუსეთსა და ჩინეთთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებისკენ ძვირად ღირებული რბოლა”, _ ნათქვამია ტრამპის წერილში.

ამას გარდა, ფორდის თქმით, ვაშინგტონი კმაყოფილია იანვარში ჟენევაში მოსკოვთან გამართული მოლაპარაკებებით სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ.

უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, შეხვდეს რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების თაობაზე სამსჯელოდ.

შეხვედრის თარიღი და ადგილი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ეს შეიძლება იყოს გაეროს გენერალური ასამბლეა, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here