Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი: “ეს მხოლოდ დასაწყისია!”

ტრამპი: “ეს მხოლოდ დასაწყისია!”

286
ტრამპი: “ეს მხოლოდ დასაწყისია!”

დონალდ ტრამპი 20 იანვარს გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა. ამონარიდები მისი სიტყვიდან თეთრმა სახლმა გაავრცელა.

* ტრამპის თქმით, სახელმწიფოს მეთაურის რანგში მან განამტკიცა “წმიდათაწმიდა იდეა, რომ ამერიკაში ხელისუფლება პასუხიმგებელია ხალხის წინაშე”.

“ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით, და ცოტა უფრო მეტიც”, _ თქვა მან.

* ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ომი არ დაუწყია.

* “ჩემმა ადმინისტრაციამ აღადგინა აშშ-ის ძალა და ლიდერობა საზღვარგარეთ”, _ განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ილოცებს, რათა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს აშშ-ის უსაფრთხოება და წინსვლა.

ამასთანავე, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა გზის დასაწყისშია.

* “მინდა იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელიც შევქმენით, ეს მხოლოდ დასაწყისია!”

rusvesna.suზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here