მთავარი მსოფლიო ტრამპი: აშშ და მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და ცივილიზაციას დაიცავენ!

ტრამპი: აშშ და მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და ცივილიზაციას დაიცავენ!

836
გააზიარეთ
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და დაიცავენ ცივილიზაციას.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპი სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის ფაქტსაც შეეხო. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს დააკისრა და განაცხადა, რომ შეუძლებელია ასეთი საშინელი ქმედებების ატანა. „ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის – ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

 

 

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here