Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპის წერილში შეცდომების გასწორებით მასწავლებელმა სახელი გაითქვა

ტრამპის წერილში შეცდომების გასწორებით მასწავლებელმა სახელი გაითქვა

984
ივონ მეისონი

ამერიკელმა მასწავლელმა ივონ მეისონმა მას შემდეგ მოიხვეჭა პოპულარობა სოცქსელებში, რაც თეთრი სახლიდან გამოგზავნილ წერილში შეცდომები გაასწორა.

რამდენიმე თვის წინათ ქალმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა წერილი, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შემთხვევების მატების შესახებ.

რამდენიმე დღის შემდეგ მან მიიღო საპასუხო წერილი, რომელშიც უამრავი სტილისტური უზუსტობა იპოვა, მაგალითად, არსებითი სახელები “ქვეყანა”, “პრეზიდენტი” და “სახელმწიფო” ეწერა დიდი ასოთი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი სახელები არ არის. მეისონმა წერილში 11 შეცდომა იპოვა. გარდა ამისა, ივონის აზრით, წერილში ბევრი გამეორებაა, რის გამოც აზრი მახინჯდება.

მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეს ამ რაოდენობის შეცდომების გამო სამიანს დაუწერდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here