ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ყოფილმა ექიმმა რონი ჯეკსონმა განაცხადა, რომ აშშ–ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალ არჩევნებს პრეზიდენტის სავარძელში ვერ შეხვდება. სპეციალისტის თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელ უფროსს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რონი ჯეკსონმა, 44-ე და 45-ე პრეზიდენტების _ ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის _ მმართველობის პერიოდებში თეთრი სახლის ექიმმა, აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენს პოსტის ვადაზე ადრე დატოვება უწინასწარმეტყველა.
სპეციალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს “რაღაც სერიოზული სჭირს” და სამომავლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება”.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ბაიდენი ძლივს აყალიბებს წინადადებას სიტყვით გამოსვლისას. ჯეკსონმა პრეზიდენტს მოუწოდა, გაიაროს ტესტი კოგნიტურ უნარებზე და შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნოს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში დაწერა ოჰაიოში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, რომლის მიმდინარეობისას ამერიკის ლიდერმა ლაპარაკისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საკმაოდ დაბნეული ჩანდა.
ჯეკსონმა Fox New-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს მოუწევს, პოსტიდან ან თვითონ გადადგეს 2024 წლის არჩევნებამდე ან გადააყენონ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად.
tsargrad.tv–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა