Home ახალი ამბები მსოფლიო ტონობით კოკაინი და ათობით მილიონის მოგება

ტონობით კოკაინი და ათობით მილიონის მოგება

2291
ტონობით კოკაინი და ათობით მილიონის მოგება

სამართალდამცველებმა გაასაჯაროეს ევროპოლის სპეცოპერაცია Veneticის დეტალები, რომლის მიმდინარეობისას დააკავეს ათასზე მეტი ადამიანი საიდუმლო EncroChat-დან. “ეს ჩატი ნარკოტიკების ყიდვაგაყიდვით იყო დაკავებული”, _ იუწყება BBCის რუსული სამსახური.

დიდ ბრიტანეთში დააკავეს 746 ადამიანი, ნიდერლანდების სამეფოში _ ასზე მეტი. საფრანგეთს ზუსტი რაოდენობა არ გაუსაჯაროებია, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლაპარაკია ასობით პირზე, რომლებიც ჩართული იყვნენ აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობის სქემაში.

დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა შეძლეს 54 მილიონი გირვანქა სტერლინგის ბანკნოტების ამოღება. დამნაშავეები ფულს მალავდნენ ტანსაცმლის კარადებსა და სხვა ავეჯში. ამას გარდა, ფული იპოვეს Tesco-ს სუპერმარკეტების ქსელის პაკეტებში. ნიდერლანდების დაჯგუფების წევრების საცავებიდან ამოღებულმა ფულის რაოდენობამ 20 მილიონ ევროს გადააჭარბა, ჩამორთმეულია 1,2 ტონა მეტამფეტამინი, ასევე _ ორი ტონა ნარკოტიკი, რომლის ნახევარი კოკაინია.

ჩხრეკისას იპოვეს 77 ერთეული იარაღი, კერძოდ, კალაშნიკოვის ავტომატები. ჩამორთმეულია პრემიუმ კლასის 55 ავტომანქანა და 73 ელიტური საათი.

“ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კვლავაც გავანადგურებთ ორგანიზებული დანაშაულის ქსელს. ეს ბრძოლა გაგრძელდება თვეებისა და, შესაძლოა, წლების განმავლობაში”, _ განაცხადა ლონდონის პოლიციური სამსახურის ხელმძღვანელმა ქრესიდა დიკმა.

ევროპაში განაგრძობენ შეურიგებელ ბრძოლას ნარკომანიასთან და პრესის დახმარებით რაზმავენ საზოგადოებრივ აზრს. საქართველოში ამ თემაზე, “ცხვრების დუმილისგარდა, რატომღაც არაფერი ხდება.

ნარკომანებს ფიანდაზს ვუგებთ, ნიავს არ ვაკარებთ, _ “არ შეგცივდეს, ბარაშკაჯან!”. ასეთი შთაბეჭდილება რჩება ობივატელს, მათდამი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების მოწმესა და შემყურეს.

ავადმყოფობაა? _ კი! დეკრიმინალიზაცია? _ კი, მაგრამ აქ _ წერტილი! და, როგორც სამეგრელოში იტყვიან, ვაშინერს!

ან იქნებ, ბევრ რამესაც აკეთებენ “თეთრი სიკვდილის” პარპაშის ამოშასანთავად და ჩვენ გვიმალავენ?

ეგებ ტარდება სპეცოპერაციები ნარკოდილერების გამოსავლენად, ნარკოტრაფიკების მარშრუტების გადასაკეტად, გავრცელების არეალის შესაკვეცად, ამ უბედურებისგან ყმაწვილების, მომავალი თაობის დასაცავად?

მაგრამ ნარკოლოგები გვარწმუნებენ, რომ სიტუაცია რთულდება, დამშვიდების უფლება არ გვაქვს.

ევროპა გვაძლევს მოქმედების მაგალითს. ჩვენ რა, აღარ ვისწრაფვით ევროპული ღირებულებისკენ და თვითკმარ ქვეყნად ვრჩებით, მსოფლიოს წამლეკავ დაავადებისგან დაცულ კუნძულად?

ვისაც სურს, დაიჯეროს!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here