Home ახალი ამბები მსოფლიო ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება კვლავ საეჭვოა

ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება კვლავ საეჭვოა

999

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმაბიბისი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია, რატომ უნდა გაუქმდეს მიმდინარე წელს უკვე გადავადებული ოლიმპიური თამაშები ტოკიოში, თუ მისი ჩატარება 2021 წლის ზაფხულშიც ვერ მოხერხდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ მას განუცხადა, რომ შემდეგი ზაფხული “ბოლო ვარიანტი” იქნება ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. იაპონიის მთავრობის მეთაურმა აპრილში განაცხადა, რომ შეუძლებელია ოლიმპიადის ჩატარება, თუ მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას არ დაამარცხებს.

“გულწრფელად რომ ვთქვა, გაგებით ვეკიდები ამას (იაპონიის ხელისუფლების პოზიციას _ ნ.კ.), იმიტომ, რომ ვერავინ შეძლებს მუდმივად დაიქირავოს 3000 ან 5000 ადამიანი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში სამუშაოდ. შეუძლებელია, ყოველ წელს შეიცვალოს სპორტის სახეობების გრაფიკები მსოფლიოში. სპორტსმენები არ უნდა იყვნენ გაურკვეველ მდგომარეობაში”, _ განაცხადა თომას ბახმა და დასძინა, რომ ოლიმპიური თამაშების რეორგანიზაცია “გიგანტური ამოცანა” იქნებოდა, ხოლო ოლიმპიადის დახურულ სტადიონებზე ჩატარების სცენარი “სპეკულაციაა”.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ იოშირო მორიმ აპრილში განაცხადა, რომ უკვე ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს, თუ 2021 წლის ზაფხულისთვისაც არ დასრულდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემია.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიადა და პარაოლიმპური თამაშები, რომლებიც ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო მიმდინარე წლის ზაფხულში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გადატანილია 2021 წლის ივლისში.

eadaily.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here