Home ახალი ამბები მსოფლიო ტეხასური ლოცვა: ეკლესიაში ღვთისმსახურების მიმდინარეობისას ამერიკელმა 26 ადამიანი მოკლა

ტეხასური ლოცვა: ეკლესიაში ღვთისმსახურების მიმდინარეობისას ამერიკელმა 26 ადამიანი მოკლა

871
ტეხასი

ამ ფრიად სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ახალი და ახალი დეტალები ვრცელდება, მათ შორის, ბოროტმოქმედისა და სისხლიანი სასაკლაოს მსხვერპლთა შესახებ.

ქალაქ საზერლენდ-სპრინგსის (აშშ-ის ტეხასის შტატი) ბაპტისტურ ეკლესიაში, სადაც დილის წირვა მიმდინარეობდა, შევიდა შეიარაღებული კაცი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, და დაცხრილა მლოცველები. ამ მომენტში იქ 50-მდე მორწმუნე იმყოფებოდა. მოკლული და დაჭრილია 26 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. ეკლესიის პასტორის განცხადებით, რომელიც ტრაგედიის მომენტში ქალაქში არ იმყოფებოდა, მოკლულია მისი 14 წლის გოგონაც. BBC News იუწყებოდა, რომ დაჭრილები უახლოეს საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

თავდამსხმელი დევინ კელი, ქალაქ ნიუ ბრაუნფელსის მკვიდრია. “გარდიანის” ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ კელმა თავი მოიკლა, სხვა წყაროების მიხედვით _ პოლიციელებმა მოკლეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მკვლელი შეეცადა, მიმალულიყო, მაგრამ იგი მოკლა საგზაო პოლიციის თანამშრომელმა. ამ ვერსიას ირიბად იზიარებს ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს სიტუაციაში ოპერატიულად ჩარევისთვის.

იყო თუ არა ეს თავდასხმა ტერორისტული აქტი? ამაზე საბოლოო პასუხი ხელისუფლებას არ აქვს. BBC News-მა დააზუსტა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები სწავლობენ, იყო თუ არა დევინ კელი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ან ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან.

ჯერჯერობით დადგენილია, რომ ბოროტმოქმედი მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, საიდანაც დაითხოვეს შეურაცხადობისა და ოჯახის წევრებისადმი ძალმომრეობის გამო. წესით, იგი საგიჟეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იქიდან გამოიპარა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზერლენ-სპრინგსის მოქალაქეებს სამძიმარი გამოუცხადა. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ბაპტისტურ ეკლესიაში დატრიალებული ტრაგედია, ნიუ-იორკის ტყუპ კოშკზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, უდიდესი უბედურებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here