Home ახალი ამბები მსოფლიო ტერორისტი გიულენი, მისი ხელშემწყობი კონსტანტინოპოლის პატრიარქი და სხვები

ტერორისტი გიულენი, მისი ხელშემწყობი კონსტანტინოპოლის პატრიარქი და სხვები

1546
ფეთჰულან გიულენი და პატრიარქი ბართოლომეოსი (ცენტრში)

თურქულმა ჟურნალმა Gercek Hayatმა (გამოსცემს მმართველ პარტიასამართლიანობასა და განვითარებასთანდაახლოებული საგამომცემლო სახლი Yeni Safak) გამოაქვეყნა დიდი მასალა ფეთჰულაჰ გიულენზე _ მოძრაობანურჯულარისადა ორგანიზცია FETO სულიერ ლიდერზე. FETO თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. წერილშივინ არის ის _ მთავარი ტერორისტი ფეთჰულაჰ გიულენი?” თურქეთში გიულენის უახლოეს დამხმარედ და ხელშემწყობად დასახელებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი (დიმიტრიოს არჰონდონისი).

მასალაში ნათქვამია, რომ 2016 წლის ივლისში ბართოლომეოსი დაეხმარა გიულენს, მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დასამხობად.

Gercek Hayat-მა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბართოლომეოსი და გიულენი ერთად არიან გამოსახული. ბართოლომეოსის გარდა, თურქეთში გიულენის უახლოეს ხელშემწყობად დასახელებულნი არიან თურქეთის მოქმედი მთავარი რაბინი (ჰაკამ-ბაში) ისააკ ჰალევა; რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი სომხეთის პატრიარქი კონსტანტინოპოლში შენორკ გალუსტიანი; 2005 წელს გარდაცვლილი რომის პაპი იოანე-პავლე II და ჰილარი კლინტონი _ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, სახელმწიფო მდივანი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

ელიაჰუ ბაქში - დორანი და გიულენი
ელიაჰუ ბაქში – დორანი და გიულენი

გიულენის შესახებ მასალაში შეტანილია თურქული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მონაცემები, რომლებიც 176 გვერდს შეადგენს. მასში გამოთქმულია ეჭვი გიულენის თურქული წარმოშობის შესახებ. თურქულ პრესაში პოპულარულია ვერსია, რომ გიულენის ბაბუა თურქეთის ვანის ოლქიდან არის და წარმოშობით სომეხია, რომელმაც ოჯახი შეარცხვინა _ ისლამი მიიღო და დასახლდა ერზერუმთან ახლოს სოფელ კორუჯუკში. სწორედ ამ სოფელში დაიბადა 1941 წელს, ამ სოფლის იმამის ოჯახში, ფეთჰულაჰ გიულენი. მეორე ვერსიით, რომელსაც ავრცელებენ თურქი ჟურნალისტები, გიულენის წინაპრები გათურქებული ებრაელები იყვნენ. ცნობილია, რომ გიულენი და პატრიარქი ბართოლომეოსი მეგობრობდნენ ელიაჰუ ბაქშიდორონთან (1941-2020), ისრაელის სეფარდელ რაბინთან 1993-2003 წლებში. გიულენსა და ბართოლომეოსთან ბაქშიდორონს აერთიანებდა დეკლარირებული პოზიცია ეკუმენისტური რელიგიათაშორისი დიალოგის შესახებ და მოწოდება ნებისმიერ ძალადობაზე უარის თქმის შესახებ.

Gercek Hayat-მა ფარული იუდეველების სიაში შეიყვანა ეკუმენიზმის კიდევ ერთი მომხრე იოანე-პავლე II, წარმოშობით პოლონელი. Gercek Hayat–ში გამოქვეყნებული მასალა _ ეს არის ნაწილი წერილების ციკლიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ FETO მასონურ-იუდეური ორგანიზაციაა და მას მიმდინარე წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. FETO-ს ერთ-ერთ ლიდერად დასახელებულია მუსტაფა ათათურქის თანამოაზრე და მემკვიდრე პრეზიდენტის პოსტზე, თურქეთის მეორე პრეზიდენტი (1938-1950) ისმეთ ინენიუ. მისი ვაჟი ერდალ ინენიუ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1990-ინი წლების დასაწყისში, შემდეგ _ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი. ჟურნალის ვერსიით, ინენიუს ოჯახი ოსმალების პერიოდში მიეკუთვნებოდა სინკრეტულ იუდეველთა სექტა დენმეს, რომლის წარმომადგენლები თავს მუსლიმანებს უწოდებდნენ, მაგრამ ფარულად იუდაიზმს აღიარებდნენ. ისინი, ძირითადად, დასახლებულნი იყვნენ სალონიკში _ ბერძნულ ქალაქში. დენმეს სალონიკელმა წარმომადგენლებმა 1908 წელს მხარი დაუჭირეს თურქეთის რევოლუციას, შევიდნენ თურქეთის ახალგაზრდა რესპუბლიკის პარტია “ერთობასა და პროგრესში”, სალონიკში კი იყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოები. ცნობილია, რომ სექტა დენმეს მიეკუთვნებოდა ნაზიმ ბეი ოსმალეთის იმპერიის მთავრობის წევრი, თურქეთის ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანემდე დიდ თურანად გადაქცევის იდეოლოგი, სომხების ხოცვაჟლეტის ერთერთი ორგანიზატორი.

Gercek Hayat–ის ვერსიით, დენმემ, რომლისგანაც წარმოიშვა FETO, ოსმალეთის იმპერია დაანგრია, ამ სექტისა და მისგან შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენლები ოსმალურ კულტურასა და მუსლიმანურ რელიგიას მტრობენ. ისინი არიან მასონები, დაკავშირებული აშშ-ისა და ისრაელის პოლიტიკურ და სადაზვერვო წრეებთან.

თურქმა ჟურნალისტებმა FETO-ს მიაკუთვნეს 1993-2003 წლებში თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, 1974-2002 წლებში თურქეთის პრემიერი ბიულენტ ეჯევითი, რომლის მემკვიდრეც პრემიერის პოსტზე იყო აბდულა გიული პატრიარქ ბართოლომეოსთან დაახლოებული პირი.

Gercek Hayat–ის ვერსიით, თურქეთის არმიასა და დაზვერვაში FETO-ს ინტერესებს ატარებდა მეჰმეთ ფუატ დოგუ _ თურქეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე 1966-1971 წლებში, ნაცისტი დამნაშავე რეინჰარტ გელენის მოსწავლე. გელენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონსულტანტი იყო აღმოსავლეთ ევროპისა და სსრკ-ის საკითხებში.

მომზადდა eadayli.comის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here