მთავარი ახალი ამბები ტალინის პოლიციამ ცნობილი ბიზნესმენის ძმა მოკლა

ტალინის პოლიციამ ცნობილი ბიზნესმენის ძმა მოკლა

627
გააზიარეთ

ტალინში პოლიციამ ცნობილი ბიზნესმენის კრისტო კიარმანის ძმა მოკლა. თვითმხილველების თქმით, 33 წლის იანუს კიარმანი ქალაქში დანით დადიოდა, ყელზე კი თოკი ჰქონდა შემოხვეული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალადამცველები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც გამვლელებმა პოლიციაში დარეკეს.

პოლიციელებმა კაცს მას შემდეგ ესროლეს, რაც ის მათი მისამართით გაიქცა. თვითმხილეველების თქმით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მედიაში გავრცელდა.

კაცი საავმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპული კრისტო კიარმანის ძმა იყო. კიარმანი ფულადი გზავნილის Transferwise დამაარსებელია, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ესტონური სტარტაპია. ის ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზსნესმენად მიიჩნევა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here