Home ახალი ამბები საქართველო სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

1499
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ინიციატივით გამოვიდა

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ნარკომაფიამ მყარად გაიდგა ფესვები ქვეყანაში. შედეგად მომრავლდა .. ღამის კლუბები, რომლებშიც ახალგაზრდობა, ნარკოტიკს მოიხმარს. ამ განუკითხაობამ, ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებამ რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ეს ვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მასობრივმა უმუშევრობამ და იმან, რომ ახალგაზრდებისთვის არ არის შექმნილი ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრების პირობები. სწორედ ამიტომ უაღრესად აქტუალურია (დაგვიანებული კი არის, მაგრამ მაინც) საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე. საუბარია კომპლექსური გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here