მთავარი პოლიტიკა სწორი არჩევანი _ უკანასკნელი შანსი საქართველოსი!

სწორი არჩევანი _ უკანასკნელი შანსი საქართველოსი!

1530
გააზიარეთ
სწორი არჩევანი _ უკანასკნელი შანსი საქართველოსი!

ამა წლის ივნისის ბოლოსსაქართველო და მსოფლიოს” 23- ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ვწერდი, რომ .. კონსტანტინეპოლის, აგრეთვე, .. მსოფლიო პატრიარქი (თუ რატომ ამდენი .. _ ამაზე ქვემოთ) ბართოლომეოსი უკრაინისრასკოლნიკებისეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას აპირებდა და აჰა! ბართოლომეოსმა შეასრულა დანაპირები, გნებავთ, მუქარა და .. კიევის საპატრიარქო, პრაქტიკულად, ავტოკეფალიური ეკლესიაა!

ამ ყველაფერს რომ ღმერთთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკური აქტია, ეს მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში მეტ-ნაკლებად გარკვეულთათვის საიდუმლო არ არის _ ბრათოლომეოსის ამ ქმედებას მიტროპოლიტმა ილარიონმა (რუსეთის ეკლესიაში რიგით მეორე იერარქი) უკვე უწოდა ბინძური, ვერაგული პოლიტიკური პროექტი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი მართლმადიდებლობისთვის ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ კი, რაც ე.წ. მსოფლიო პატრიარქმა კიევში ამერიკელი და კანადელი ეგზარქოსები მიავლინა ავტოკეფალიის რეალიზაციაში დახმარების მიზნით, მოსკოვის საპატრიარქომ შეწყვიტა ლოცვებში ბართოლომეოსის მოხსენიება, უფრო მეტიც _ მოვლენათა განვითარების შეუქცევადობის შემთხვევაში, მოსკოვის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ყოველგვარი კავშირ-ურთიერთობების გაწყვეტით დაიმუქრა, რაც პრაქტიკულად ე.წ. დიდი სქიზმის ათასი წლის შემდეგ განმეორება იქნება…

დიდი სქიზმა, ანუ განხეთქილება მართლმადიდებელ ეკლესიაში 1054 წელს მოხდა, რომლის შემდეგაც ქრისტიანობა მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად დაიყო.

კათოლიკეებად, რომლებსაც პაპისტებსაც უწოდებენ, და რა მოუტანა მსოფლიოს კათოლიკობამ, ცნობილია: ცოდვათა შენდობისთვის ინდულგენციებით ვაჭრობა; ინკვიზიციის კოცონები, რომლებზეც ერეტიკოსობის ბრალდებით საუკუნეების განმავლობაში ევროპის პროგრესული აზრი იწვოდა (მხოლოდ ჯორდანო ბრუნო და ჟანა არკი კმარა თქმულის დასტურად). კათოლიციზმმა, თავის მხრივ, შვა ათასი ჯურის პროტესტანტული ეკლესია, რომლებიც დღეს მსოფლიოს ლიბერასტიზაციის პროცესში, ნეოლიბერალების იდეური დასაყრდენია _ ბევრ ასეთ “ქრისტიანულ ეკლესიაში” უკვე ერთი და იმავე სქესის წყვილების ჯვრისწერის საიდუმლოს აღასრულებენ და მეტიც _ თვით ამ საიდუმლოს აღმსრულებელი “პადრები” ხშირ შემთხვევაში თვითონაც ჰომოსექსუალები არიან.

ბართოლომეოსმა კიევის საპატრიაქოს ავტოკეფალია ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა, რაც ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებელ მოძღვრებაში, რომლის მიხედვითაც მსგავსი საკითხების მოგვარება კონსენსუსის, ანუ მსოფლიოს 15-ვე მართლმადიდებელ კანონიკურ ეკლესიასთან შეთანხმებით ხდება და არა ისე, რომის პაპები რომ წყვეტდნენ ერთპიროვნულად, როგორც ქრისტეს მოადგილეები დედამიწაზე.

ეტყობა, მსოფლიო პატრიარქსპაპიზმის ბაცილა შეეყარა და მას მართლმადიდებელი სამყაროს ერთპიროვნულად მართვა სურს, მაგრამ დაავიწყდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქობა ქრისტეს მოადგილეობას არ ნიშნავს და არ ნიშნავდა მაშინაც კი, როდესაც, დღევანდელივით ფორმალურად კი არა, რეალურად ითვლებოდა წმინდა კონსტანტინეს ქალაქი და დიდებული აიასოფია მსოფლიო მართლმადიდებლობის სიმბოლოდ და ბურჯად. მსოფლიო პატრიარქობა მხოლოდ თანასწორთა შორის პირველობას ნიშნავდა, რაც საფუძველშივე გამორიცხავდა ჭეშმარიტი სარწმუნოების ეკლესიის ავტორიტარულ მმართველობას. ერთადერთი “უპირატესობა”, რომლითაც მსოფლიო პატრიარქები სარგებლობდნენ, იყო ის, რომ წირვა-ლოცვისას პირველად მათ მოიხსენიებდნენ სხვა მართლმადიდებელი პატრიარქები _ სულ ეგ არის. პაპისტი ბართოლომეოსის უპირატესობა კი სხვა პატრიარქების მიმართ თხასავით მეჩხერი წვერია, მეტი არაფერი.

წერილის დასაწყისში, ე.წ.-ის რამდენიმეჯერ ხსენების მიზეზს ავხსნი-მეთქი და დაპირება, მგონი, ნაწილობრივ შევასრულე წინა აბზაცში, მაგრამ, უკმარისობის განცდა რომ არ გაგვიჩნდეს, განვაგრძობ…

სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მეორე რომად წოდებულ ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და არა სტამბოლი, როდესაც აია-სოფიას წმინდა ლავრიდან გალობის ჰანგები იღვრებოდა და არა მუეძინების გამყინავი ყივილი.

თუნდაც ეს სამწუხარო რეალობა კმარა, რომ სტამბოლში ბინადარ თურქეთის მოქალაქე ბართოლომეოსის კონსტანტინოპოლის პატრიარქობაზე მწარედ გაგვეღიმოს _ .. მსოფლიო პატრიარქს სტამბოლში არსებული უსახური რეზიდენციიდან მღვდელმთავრის სამოსელით გამოსვლაც კი აკრძალული აქვს თურქეთის ხელისუფლების მიერ და ბართოლომეოსი ჯინსებით დაბორიალობს ქუჩაში. თუმცა ეგეც იქეთ იყოს _ მსოფლიოს მართლმადიდებელი მრევლი სულ 300 მილიონია და ნახევარი, 150 მილიონი, მოსკოვის საპატრიარქოს მრევლია. აქედან გამომდინარე, ვის უფრო ეკუთვნის მსოფლიო პატრიარქობა: რუსეთის უდიდესსა და უმდიდრესი ეკლესიის პატრიარქ კირილეს თუ ბართოლომეოსს, რომლის მრევლი, სულ რაღაც, სამ მილიონს შეადგენს?

სიტყვამ მოიტანა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგ “სულ რაღაც” არ ეყოლებოდა, რომ არა რუსეთის რევოლუცია _ ტროცკისტი სიონისტები რუსეთში ანგრევდნენ ეკლესიებს და ამერიკაში უპატრონოდ დარჩენილი რუსული ეკლესისთვის (რომელიც რევოლუციამდე მოსკოვის საპატრიარქოში შედიოდა) გამოიდებდნენ თავს? ჰოდა, ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო და აშშის სპეცსამსახურების მეცადინეობით ამერიკაში რუსულ ეკლესიასაც დაეპატრონა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომელსაც აშშ ჯერ სსრკის წინააღმდეგ იყენებდა და ახლა კი _ რუსეთის წინააღმდეგ.

ბართოლომეოსის მიერ უკრაინის რასკოლნიკებისთვის ავტოკეფალიის მიცემა შეიძლება რუსეთისთვის დაწესებულ მორიგ სანქციად განვიხილოთ; პოლიტიკურ სანქციად, რომლის მიზანიც, ადრინდელი ეკონომიკური სანქციებისგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკის ნგრევა კი არა (რაც არ გამოუვიდათ _ წითელ მოედანზე მილიონობით მომიტინგე არ გამოვიდა იაფი ძეხვის მოთხოვნით), გაცილებით უარესი უკრაინელი და რუსი ხალხების რელიგიური ნიშნით დაპირისპირებაა. .. აპრილში პეტრე პოროშენკო სტამბოლში სტუმრობდა ბართოლომეოსს. როგორც რუსული ტელევიზიები იუწყებიან, ტომოსის (განკარგულების, გადაწყვეტილების) სანაცვლოდ, უკრაინელ ბიზნესმენთა მიერ შეგროვებული 25 მილიონიდან მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ჩაუტანა ბართოლომეოსს, ანუ პოროშენკომ ე.წ. ობშიაკიდან 15 ლიმონი მოუტეხა “მსოფლიო პატრიარქს”, რომელმაც მოგვიანებით შეიტყო პოროშენკოს “კრისობა” და უკრაინის ლოთი პრეზიდენტი იძულებული შეიქნა, ბართლომეოსისთვის დანაკლისი აენაზღაურებინა. გამოდის, რომ პოროშენკომ ავტოკეფალია იყიდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკრაინელი “რასკოლნიკებისთვის” ავტოკეფალიის მინიჭება აპრილშივე ყოფილა გადაწყვეტილი. მიუხედავად ამისა, ა.წ. 31 აგვისტოს სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე სტამბოლში ეწვია “მსოფლიო პატრიარქს”. მასთან პირისპირ საუბრის შემდეგ კირილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო საუბარი ძმებს შორის. თუ როგორ ძმობას უმზადებდა ფარისეველი ბართოლომეოსი რუსეთის პატრიარქს, ეს “ძმური საუბრიდან” რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი უკრაინისთვის ავტოკეფალიის მიცემით. სად არის ამ პოლიტიკურ-რელიგიურ პასიანსში საქართველოს ადგილი, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?

უკრაინის მსგავსი სიტუაციაა აფხაზეთშიც.

ე.წ. “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” წინამძღვრის, ბესარიონ აპლიას, მომხრეებს შორის მოხდა განხეთქილება, რომლის შემდეგაც პატრიარქ კირილესგან რუსეთის ეკლესიას ჩამოშორებული დოროთე დბარის ჯგუფმა ე.წ. “აფხაზეთის მიტროპოლია” დააარსა (კათედრით ახალ ათონში) და ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს მიმართა. ბართოლომეოსი თვითმარქვია მიტროპოლიტს სტამბულში შეხვდა. გავრცელდა ხმა, რომ მსოფლიო პატრიარქი ე.წ. “აფხაზეთის მიტროპოლიის” დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

“ბართოლომეოსი აფხაზეთის ეკლესიას ქართული ეკლესიის კანონიკურ ნაწილად უწინდებურად აღიარებს სიტყვიერად. არ არის გამორიცხული, ორმაგ თამაშს თამაშობდეს და თავადვე აქეზებედს აფხაზ “რასკოლნიკებს”, _ განაცხადა აფხაზეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანრი ჯერგენიამ გამოცემა “არგუმენტი ი ფაქტისთან” საუბრისას. ამ ფონზე დბარის ჯგუფი ე.წ. “აფხაზური მიტროპოლიის” აღიარებას ითხოვს კონსტანტინოპოლისგან, ბესარიონ აპლია კი ე.წ. “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის” ტიტულის დასტურს მოსკოვიდან ელის. მიუხედავად გაყინული ქართულ-რუსული ურთიერთობებისა და მცოცავი ოკუპაციისა, რუსული ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

სანამ ეს ასეა, აპლია-დბარის ოცნებებს ასრულება არ უწერია. მეტიც _ ზემოხსენებულ უმწვავეს პრობლემათა გადასაჭრელად ერთობლივი რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის შექმნის მზადყოფნის შესახებ მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა ამას წინათ თბილისში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან აუდიენციის დროს. ამ სიკეთეს დანახვა უნდა და არა რუსეთისთვის “ოკუპანტო-ოკუპანტოს” ძახილი.

მსოფლიო პატრიარქისმიერ საქართველოს საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიაში ხელის ფათური მას შემდეგ დაიწყო, როცა წმინდა სინოდის განჩინებით კუნძულ კრეტაზე გამართულ .. მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საქართველოს დელეგაცია არ წავიდა, ისევე, როგორც არ წავიდნენ ბულგარეთის, ანტიოქიის, რუსეთისა და სერბეთის ეკლესიები.

დიახ, ამჯერადაც “ე.წ.” გამოვიყენე, რადგან “მსოფლიო პატრიარქის” მიერ მოწვეული საეკლესიო კრება საბოლოოდ მსოფლიო ეკუმენისტთა მწვალებლური თავყრილობა აღმოჩნდა და, აქედან გამომდინარე, ბართოლომეოსის მიერ გაცხადებული მიზანი ეკლესების რეფორმირებისა, სინამდვილეში, გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, მართლმადიდებლური ეკლესიების ლიბერალიზაცია იყო “თანამედროვე მოთხოვნების” გათვალისწინებით. მაგალითად, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რაზეც ღიად საუბრობს მისი უწმინდურობა “მსოფლიო პატრიარქი”.

სიკეთეს დანახვა უნდა-მეთქი და, აჰა, დადგა მომენტი, როდესაც რუსეთთან თანაცხოვრებისა თუ მეზობლობის 200 წლის განმავლობაში პირველად სჭირდება დიდ რუსეთს პატარა საქართველოს დახმარება, დახმარება რეალური და არა სიმბოლური…

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი სქიზმა, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთხელ გახლეჩვა გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს ავტოკეფალიურ ეკლესიებს შორის თანამოაზრეებს ეძებს და, ჩემი აზრით, საქართველო საბედისწერო გზაგასაყართან იმყოფება _ სტამბოლისა თუ მოსკოვის საპატრიარქო? თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და რუსეთის ეკლესიის გვერდით დავდგებით, გადავრჩებით ფიზიკურად, მენტალურადაც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური პერსპექტივაც გაჩნდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკლესიაში მეუფე ყანდურთა ფრთა გაიმარჯვებს და ერეტიკოსი ლიბერასტი ბართოლომეოსის ბანაკში აღმოვჩნდებით, რუსეთი აღარ გვაპატიებს მორიგ ისტორიულ უმადურობას და, აფხაზეთ-ცხინვალი კი არა, დანარჩენი საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხიც დადგება…

დავით მხეიძე

P.S. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება უეჭველად გამოიწვევს რელიგიურ დაპირისპირებას, გნებავთ, ომს. ისიც ცხადია, რომ უკრაინელი ბანდერელ ფაშისტები მოსკოვის პატრიარქატის კუთვნილი ეკლესიების დაპატრონებას შეეცდებიან და, თუ ისინი სლავების უდიდეს სიწმინდეს, კიევპეჩორის ლავრას, წაეპოტინებიან (რომლის მიწისქვეშ ასამდე წმინდანის ნეშტია, მათ შორის, რუსების ეროვნული და ლეგენდარული გმირის _ ილია მურომეცისა), პოროშენკო, ბართოლომეოსი და მათი ოკეანის გაღმაგამოღმელი პატრონები მიხვდებიან, რომ მაგრად შეეშალათ _ რუსეთი ამ სიწმინდის დაკარგვაწაბილწვას არ შეეგუება და, ყირიმის მსგავსად, კიევის ჩათვლით, დანარჩენ უკრაინასაც მიიერთებს და ბანდერელებს საზღვარს ლვოვთან გაუვლებს!

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here