Home სხვადასხვა დაიჯესტი “სტრატეგიული მოკავშირის” კრახი გაეროში და რისხვა, რომელიც საქართველოს მთავრობას თავს დაატეხეს

“სტრატეგიული მოკავშირის” კრახი გაეროში და რისხვა, რომელიც საქართველოს მთავრობას თავს დაატეხეს

3516
კარიკატურა

რამდენიმე დღის წინათ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა (საბჭოში 15 წევრი სახელმწიფოა: 5 მუდმივი წევრი _ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი, და 10 არამუდმივი, რომლებსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა 5 წლის ვადით) აშშის გამოკლებით კენჭი უყარეს რეზოლუციას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის არაღიარების შესახებ. აშშისა და ისრაელის ავანტიურიზმი ისეთი ნათელი იყო, რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობა გაერთიანდა და მათ მოთხოვნას უარით უპასუხა. თვით დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც კი არ დაუჭირეს მხარი მოკავშირე აშშ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაში კენჭისყრის გამართვამდე (რეზოლუციას 21 დეკემბერს უყარეს კენჭი) საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი აპირებს, დასაჯოს ქვეყნები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ ამერიკას: ამ ქვეყნებს მილიარდობით დოლარით ვეხმარებით და, თუ მხარს არ დაგვიჭერენ, დახმარებას შევუწყვეტთ და ეკონომიას გავაკეთებთო…

დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეა მწკრივში ჩააყენა”, _ დაწერა გერმანულმა Tagesspiegel-მა (დიდი ხანია, გერმანელებს ასეთი რამ არ უთქვამთ ამერიკელების მიმართ). საერთო განწყობა კი გამოხატა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ: “ამერიკის შეერთებული შტატები დაადგა მუქარის გზას, მაგრამ ეს არ იმუშავებს, მსოფლიო შეიცვალა, პრინციპი: “მე ძლიერი ვარ, .. _ მართალიაღარ მუშაობს. დღეს მსოფლიო ხმას აღიმაღლებს უსამართლობის წინააღმდეგ”.

გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამართული კენჭისყრის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების მოთხოვნა იურიდიულად არ დაკანონდა, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, განსაცვიფრებელია. გაეროს წევრი 192 სახელმწიფოდან აშშ-ისრაელის ტანდემს მხარი დაუჭირა მხოლოდ 8 ქვეყანამ _ ნაურუმ, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, მარშლის კუნძულებმა, ჰონდურასმა და გვატემალამ. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 20 ქვეყანა, მათ შორის ისინიც, რომლებიც აშშ-ის “სტრატეგიულ მოკავშირედ” მიიჩნევენ თავს, ესენია: საქართველო, უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა (მათ შორის, კანადამ და ავსტრალიამ), ხოლო 128 სახელმწიფომ რეზოლუციის პროექტს დაუჭირა მხარი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კენჭისყრის შედეგები ტრამპისა და ნეთანიაჰუს ხელისუფლების კატასტროფული მარცხია.

მსოფლიოში მიმდინარეობს ცვლილებები და მათ ვაშინგტონის ქმედებები აჩქარებს. იყო დრო, ამერიკელი დიპლომატები გაეროში საქმეს კულისებში აკვარახჭინებდნენ _ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას მომხრეებს იბირებდნენ სასურველი შედეგის მხარდასაჭერად. დღეს კი, როგორც ჩანს, ეს აღარ ძალუძთ. ადრე შედეგი მოჰქონდა ყველა მეთოდს _ მუქარას, დარწმუნებას, რჩევას, დაპირებას. ეს პრაქტიკა ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, და უცებ გაეროში გამართულმა კენჭისყრამ იერუსალიმის შესახებ ყველაფერი შეცვალა. არა, ამერიკული დიპლომატია არ დასუსტებულა, უბრალოდ, გლობალური ჰეგემონისგამოხდომამ, რომელიც მსოფლიოს დაემუქრა, თუ იერუსალიმის საკითხში მხარს არ დაუჭერდა, უკუეფექტი გამოიღო. ამ ვირის ყროყინივით უბრალო მეთოდის (მუქარის) არსი არის ის, რომ ყველა ქვეყანა დაემწკრივებინათ და მათ ერთი, აშშისთვის სასარგებლო აზრი ჰქონოდათ. ბოლოს და ბოლოს, აშშ ხომ მსოფლიო დემოკრატიის ბურჯია? მაგრამ აშშ-ის ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა. როგორც ჩანს, მწვანე დოლარიც აღარ არის დამაჯერებელი არგუმენტი, გაირკვა, რომ იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც აშშ ფინანსურად ეხმარება, აქვთ კეთილგონიერება. ყველაზე მთავარი კი, რაც გაეროში გამართულმა კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, არის ის, რომ ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს შორის გონზე მოსვლის პროცესი დაიწყო.

რაც შეეხება საქართველოს, რომლის წარმომადგენლებიც არ გამოცხადდნენ კენჭისყრაზე, ამის გამო კი ჩვენმა ქვეყანამ ამერიკელების რისხვა დაიმსახურა. აშშ-ის კონგრესმენებმა, მათ შორის, სტივ რასელმა შეიმუშავეს კანონპროექტი “პასუხი საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო შეთანხმებების დარღვევას აშშ-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნეს და საფინანსო ოპერაციებში საქართველოში”. სანქციები შეეხებაყველა პირს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წევრი ან ყოფილი წევრია და, რომელიც მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ საქმიანობაში”, _ ნათქვამია კანონპროექტში.

სანქციები დაწესდება სესხების, კრედიტების, დაზღვევის გაცემაზე; გაიყინება ზემოხსენებული პირების ანგარიშები, მათთვის აღარ გაიცემა ვიზები თუ ბინადრობის ნებართვა. შეიზღუდება ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.

აი ასე! საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აქამდე მონასავით შესციცინებდა თვალებში ამერიკელ პატრონებს და თბილი სკამების დაკარგვის შიშით მათ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა, ახლა, როდესაც მხარი არ დაუჭირა ამერიკის აბსურდულ მოთხოვნას, სანქციებით დაემუქრნენ.

აბა, რა! ბატონი რისი ბატონია, თუ ყმას თავნებობას აპატიებს… მაგრამ აშშ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორიც” რომ არის?..

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here