მთავარი მსოფლიო სტოლტენბერგს მშობლიური ოსლოდან “სილა გააწნეს”

სტოლტენბერგს მშობლიური ოსლოდან “სილა გააწნეს”

171
გააზიარეთ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიკენ ვიტფელდის განცხადება ამ ქვეყნის მთავრობის სახელით, რომ რუსეთთან საზღვარზე ოსლო არ მოითმენს ნატოს სამხედრო ძალებს და ყველა პრობლემას თვითონ გაუმკლავდება, სილის გაწვნა იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ასევე ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგისთვის.

რამდენიმე დღის წინათ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი გავლენის სფეროები. მისი თქმით, მოსკოვს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი თვალსაზრისი ნატოში უკრაინის შესვლაზე და ამის დასამტკიცებლად ნორვეგიის მაგალითი მოიყვანა.

“მე თვითონ რუსეთის მოსაზღვრე პატარა ქვეყნიდან ვარ და მიხარია, რომ ჩვენი ნატოელი მოკავშირეები არასდროს სცემდნენ პატივს რუსეთის ვითომ უფლებას, დაედგინა თავისი გავლენის სფერო ჩრდილოეთში, და იმას, რა უნდა გაეკეთებინა და რა არა ნორვეგიას _ პატარა ქვეყანას”.

ამ განცხადებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ სტოლტენბერგმა პასუხი მიიღო, ოღონდ არა მოსკოვიდან, არამედ მშობლიური ოსლოდან. ნორვეგიის მთავრობამ ყოველგვარი პატივისცემის გარეშე უარი უთხრა ნატოს ე.წ. გავლენის სფეროს უფლებაზე ნორვეგიაში, ყოველ შემთხვევაში ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზეც რუსეთ-ნორვეგიის საზღვარი გადის, და ნათლად მიხვედრა, რომ, მართალია, ნორვეგია პატარა ქვეყანაა, მაგრამ თვითონ გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს და რა _ არა.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here