მთავარი პოლიტიკა “სტიკერების” ცვენა იყო ხოჯევანქის უბანში

“სტიკერების” ცვენა იყო ხოჯევანქის უბანში

861
გააზიარეთ
“სტიკერების” ცვენა იყო ხოჯევანქის უბანში

სააკაშვილი: გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ! “ნაცმოძრაობა”: უკვე ვანძრევთ და ჩამოდი!” “ასავალდასავალის” 47- ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილმა ამ სათაურმა ისე გაგვახალისა კოლეგა ჟურნალისტები, რომ ის დღე სულ სიცილხარხარში გავატარეთ. ბრავო, მეგობრებო, ათიანში მოარტყით!.. თითქოს იწინასწარმეტყველეთ, რომ საპროტესტო ამბოხი, რომელიც 18 ნოემბერს რუსთაველზე ნაცებმა გამართეს აშშის სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტისას, სამარცხვინოფლეშმობადწარმოუდგებოდა ჩვენს საზოგადოებრიობას.

“უკვე ვანძრევთოს” დადასტურებას ამით შეეცადნენ ნაცები. მაგრამ მოხდა პირიქით, ანუ ისე, როგორც ლოგიკა გვიკარნახებდა, და რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო _ ჩაისვარეს!

ამ სამარცხვინო აქტის მოსალოდნელობაზე ორიოდ დღის წინათ თითქოს მიგვანიშნებდა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი სალომე სამადაშვილი, რომელმაც უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში აღიარა: ოპოზიციამ თავზე დაინეხვაო.

სხვა სიტყვა იხმარა კდემამოსილმა, სიტყვა, რომელმაც ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ პოლიტიკა არა მარტო ბინძური საქმეა, არამედ ყარს კიდეც.

გააჩნია ვის ხელში(!).

სალომეს გულახდილობა ცუდად ენიშნა თურმე საბერძნეთში გახიზნულ “ნაცმოძრაობის” წევრ ვინმე გირშელ ბერძულს და მოუთხოვია ამ ქალბატონის პარტიის რიგებიდან გარიცხვა.

აქცია, რომელიც ძველი “რუსთავი 2”-ის ყოფილი დიქტორის _ ზაალ უდუმაშვილის მიერ დაანონსებული იყო, როგორც “ძალიან მდუმარე და ძალიან ხმაურიანი” ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა “ათასობით ჩვენი მოქალაქე”, სამარცხვინოდ ჩაეფუშათ.

მივესალმებით პომპეოს და გამოვხატავთ პროტესტს წართმეული არჩევნების გამო”, _ თან გვაიმედებდა, თან გვაშინებდა იგივე ზაალი.

ვერც პირველი შეძლეს, ვერც მეორე გამოუვიდათ.

მაშ, რა იყო?

იყო უტარო დროშა, რუსთაველის პროსპექტის ერთ მონაკვეთზე ნაცების მხარდამჭერთა მწკრივებს შორის გაშლილი, როგორც გახურებულ თონეში შოთების ჩასაკრავად ჩაყვინთული რაჭველი მეპურის თეთრი შარვლის კოჭებამდე ჩაუწეველობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტივით მოკლე და სახელდახელო, როგორც ხაშზე დაპატიჟება.

ორდღიანი იქნებაო, მთელი კვირის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, მაგრამ წუხელ ჩამოსული, მეორე დღის პირველ საათზე გაფრინდა, ისრაელისკენ აიღო გეზი. რომელი დედაქალაქისკენ, რა მოგახსენოთ: ან ტრამპის მიერ დედაქალაქად გამოცხადებულ იერუსალიმში ჩავიდოდა, ან აქამდე დედაქალაქად აღიარებულ თელ-ავივში.

ეს ბატონი კი გავაცილეთ, მაგრამ, მის კვალზე ვინ ჩამოვა, ალაჰმა უწყის! რადგან დიდი არეულობაა სადღეისოდ შეერთებულ შტატებში, ისეთი სიტუაციაა, რომელსაც ზოგი ექსპერტი ორხელისუფლებიანობად აფასებს, ზოგიც _ საერთოდ არა გვყავსო ხელისუფლებაო.

უდროობაა…

წავიდა ბატონი სახელმწიფო მდივანი.

ან აქ რა გააჩერებდა, ან რატომ უნდა დაყოვნებულიყო, როცა იქ, ჰორიზონტს მიღმა, აშშ-ში უნდა გადაწყვეტილიყო თანამდებობაზე მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი: ბაიდენი აპირებს, 26 ნოემბერს გამოაცხადოს პომპეოს შემცვლელის სახელი და გვარი.

ტრამპი _ ბაიდენს: ვერ ეღირსებიო!

იქ არჩევნების სასურველი შედეგებისთვის რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ისეთი ბრძოლაა გაჩაღებული, ჩვენი არჩევნები რა მოსატანია.

გასაოცარი მასშტაბისაა აღმოჩენილ გაყალბებათა სიმრავლე, ხარისხი და წარმომავლობა.

ფილადელფიის მაფიის მეთაურმა ჯოუი მერლინომ აღიარა, რომ მეგაპოლისის გარეუბანში დაიქირავა ორი სახლი, რომლებშიც მისმა ხელქვეითებმა დაბეჭდეს 300 ათასი ყალბი ბიულეტენი ბაიდენის სასარგებლოდ. დაბეჭდეს და სისტემაში შეაგდეს.

ჩამოდის, რათა წავიდეს
ჩამოდის, რათა წავიდეს

ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან ისტორიულად დემოკრატები ყოველთვის სარგებლობდნენ ამერიკული მაფიის მხარდაჭერით, რესპუბლიკელები _ ებრძოდნენ (ხელისუფლებისა და მაფიოზური სამყაროს თანამშრომლობის თემა, რომელიც ჩვენ სინამდვილეში ნაცებმა შემოაგდეს, შტატებიდან არის გადმოღებულნასესხები).

ტრამპის წინააღმდეგაა დარაზმული მასმედიის უმეტესობა, “ამაზონის”, “ეპოლის”, “გუგლის”, “ფეისბუკისა” და “მაიკროსოფტის” ხუთეული _ უძლიერესი და ყოვლისშემძლე დაჯგუფება.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის მიცემულ ხმებს შორის დიდი სხვაობა არ არის და ეს უკვე ტრამპის გამარჯვებაზე მეტყველებს, თუმცა დღეისთვის მხოლოდ მორალური კმაყოფილების წყაროდ რჩება.

ტრამპი თავისტვიტერშიწერს: “ჩემმა იურისტებმა აღმოაჩინეს ასიათასობით ყალბი ხმა, რომლებიც თავდაყირა დააყენებს არჩევნების შედეგებს სულ ცოტა ოთხ შტატში ჩემს სასარგებლოდ. ვიმედოვნებ, რომ სასამართლოებს ეყოფათ გამბედაობა, გააკეთონ ის, რაც აუცილებელია ჩვენი არჩევნებისა და თვით შეერთებული შტატების პატიოსანი სახელის შესანარჩუნებლად”.

საქმეში დეტალურად გარკვეულები აცხადებენ, რომ შესწავლის შედეგად ხელთ აქვთ მოწმეთა ჩვენებების 234 გვერდი. რომ, მაგალითად, პენსილვანიის მცხოვრებლებმა ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან მათ ნაცვლად სხვებს ფოსტით მიუციათ ხმა.

მიჩიგანის ერთ-ერთ ოლქში რესპუბლიკელებმა უარი თქვეს არჩევნების სერტიფიცირებაზე, ანუ არ დაამტკიცეს არჩევნების შედეგები, გაყალბებული იყო და იმიტომ.

მიჩიგანში ხმებს განმეორებით გადაითვლიან.

მიჩიგანსა და ვისკონსინში ბაიდენს არჩევნები წაგებული ჰქონდა, მაგრამ დილისთვის ორივე შტატში 140-140 ათასი ხმა შეაგდეს და დემოკრატების კანდიდატი მკვეთრად წინ გაიჭრა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ გამთენიისას, ხუთის ნახევარზე ხმის დამთვლელ ცენტრთან გაჩერდა სატვირთო ავტომანქანა. თანამშრომლებს ეგონათ, რომ საუზმე მიუტანეს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ათიათასობით ბიულეტენით იყო დატენილი იქ მიზიდული ნაგვის ყუთები.

და ა.შ.

ტრამპი და მისი გუნდი სასამართლოებში ბრძოლის გასაგრძელებლად ფაქტებითა და საბუთებით აღიჭურვნენ.

მაგრამ ეს ყველაფერი მათი თავის ტკივილია.

ამ დროს ჩვენთან

სანამ ჩვენ აქაური ოპოზიციის მოწინავე რაზმის მებრძოლების თავგანწირვის გამო აღსაფრთოვანებლად ვემზადებოდით, ისინი სველ ასფალტზესტიკერებისდაწებებით მტრის ამბრაზურას ვაჟკაცურად გადაეფარნენ, რადგან იცოდნენ, რომ იქიდან ერთი ტყვიაც არ გავარდებოდა _ მსროლელი არავინ იყო და იმიტომ. ამომრჩევლების ხმის დასაცავად საკუთარიმკერდით შეკრეს დერბენდი და დარიალი”.

სიტყვამ მოიტანა და, დერბენდის ისტორიული გალავნის კარიბჭესთან ერთი კვირის წინათ კედელი ჩამოიქცა. წვიმებმა ჩამოანგრიაო.

ან ესენი გამოეცალნენ.

გადაუღებლად წვიმდა თბილისშიც. წლობით დაგროვებული კონფორმისტული ბალღამისგან ხომ არ იწმინდებოდა დედაქალაქი?

საეჭვოა…

საღამოსთვის იმპროკლამაციებისყველა კვალი უკვე ჩარეცხილი იყო. ხოლო ერთი და იგივესტიკერისტი”, რომელიც პარტიული ტელედესანტების ხელიდან ხელში გადადიოდა, ერთსა და იმავეს დაზუთხულივით იმეორებდა: 30 წელიწადია, ერთსა და იმავე იდიოტობაზე ვდგავართო. იმ ოცდაათიდან ცხრა მიშას წაბილწული რომ იყო, ვითომც არაფერი!

მთავარი იყო, ხორხიდან ამოენთხია “უზურპატორ მთავრობასთან” უშიშრად ბრძოლის ყელში გაჩხერილი დავალებული სიტყვები.

ხოლო “ფორმულის” წითელპალტოიანი ახალწვეული “სტინგერი” გოგონა სიხარულს ვერ მალავდა: _ “სტიკერები საინტერესო ვიზუალით არის წარმოდგენილი”.

ხელში პლაკატებით, ფეხქვეშ “სტიკერებით” იდგნენ “წვიმით დატირებულ” (მაიაკოვსკი) ასფალტზე აბუზულები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ქართული დემოკრატიის კოლექტიური დაცვის პერსონიფიცირებული ძეგლები.

არაფრისმაქნისნი.

ასე აღვიქვი.

მაგრამ, როცა ასმილიონიანი აუდიტორიის მქონე უცხოეთის ერთი ტელეკომპანიის უსერიოზულესი თოკშოუს მონაწილე მეცნიერმა დებატებში მიწვეულ კოლეგებს თავისი პოზიციის გასამაგრებლად ჯაბა იოსელიანის მიერ (ერთ დროს საქართველოს ხელმძვანელობდაო ეს “კანონიერი ქურდი”) წამოცდენილი პარადიგმა დაუსახელა _ დემოკრატია ლობიოობა არ არისო, ზემოთ წარმოდგენილი მაგალითები სხვა კუთხით წარმოჩნდა _ არც ისე წვრილმანად და არც ისე უმნიშვნელოდ, მე რომ მეგონა.

საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ცამდე მართალი იყო ალექსანდრე პუშკინი, როცა წერდა: “Под старостъ житъ такая гадостъ” (“ევგენი ონეგინი”, თავი მეშვიდე)…

კომენდანტის ღამის საათის დასრულების კარგა ხნის შემდეგ ვარაზისხევის მოკირწყლულ აღმართზე პირველი ავტომობილების საბურავების აჩქარებული ახმაურება მამლის ყივილივით იყო.

P.S. ახლა, როცა ნებისმიერ პუბლიკაციას თითქმის ყველა ავტორიპოსტ სკრიპტუმითამთავრებს, პრინციპულად ხელი ავიღე P.S.-ზე, მაგრამ ამჯერად იძულებული ვარ, გამონაკლისი გავაკეთო.

მოვიშველიებასავალდასავალის” 47- ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სათაურ პერიფრაზს, რადგან უკეთესს ვერ ვპოულობ ამ წერილის ბოლოთქმისთვის.

სააკაშვილი: გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ!

ნაცმოძრაობა”: უკვე დაგვენძრა და გინდა ჩამოდი, გინდა არა!”

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here