მთავარი სპორტი სტეფ კარი _ NBA-ს “ოქროს ბიჭუნა”

სტეფ კარი _ NBA-ს “ოქროს ბიჭუნა”

183
გააზიარეთ
სტეფ კარი

უორდელ სტეფენ (სტეფ) კარი, აშშის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბგოლდენ სტეიტუორირზისმოთამაშე და NBA- ორგზის ჩემპიონი, 1988 წლის 14 მარტს დაიბადა ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონში, მაგრამ ბავშვობა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტში გაატარა.

სტეფი ძმასთან, სეტთან, ერთად ხშირად ესწრებოდა ადგილობრივი საკალათბურთო გუნდის _ “შარლოტ ჰორნეტსის” მატჩებს, რადგან ამ გუნდში თამაშობდა მათი მამა _ დელ კარი, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელი, შემდეგ _ კომენტატორი. სტეფის დედა, სონია, ვირჯინიის შტატის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფრენბურთელთა გუნდის წევრი იყო. მშობლებმა სპორტსმენის გენები შვილებს გადასცეს _ სტეფის მსგავსად მისი ძმაც პროფესიონალი კალათბურთელია, ამჟამად “ფილადელფია 76”-ში თამაშობს.

აიეშა და სტეფ კარები
აიეშა და სტეფ კარები

სტეფ კარის სურდა, იმ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, რომელშიც დედამისმა ისწავლა, მაგრამ სასწავლებელმა დამწყებ სპორტსმენს სტიპენდია არ დაუნიშნა, და სტეფი აღმოჩნდა დევიდსონის კოლეჯში, რომლის საკალათბურთო გუნდში 104 მატჩი ჩაატარა და საუკეთესო ახალბედას ტიტული დაიმსახურა. შემდეგ 2 სეზონში კი ის საუკეთესო მოთამაშე იყო. 2008 წელს კი აშშ-ის სტუდენტური ჩემპიონატის საუკეთესოთა მეორე გუნდში დაასახელეს. 2009 წელს სტეფ კარი სან-ფრანცისკოს “გოლდენ სტეიტ უორიორზის” (“ოქროს შტატის მეომრები”) მოთამაშე გახდა. პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის ოცნების ასრულების შემდეგ სტეფი შეუპოვრად ვარჯიშობდა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. 2010 წელს “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ მატჩში 36 ქულა მოაგროვა, 2013 წელს კი “ნიუ-იორკ ნიქსთან” 11 სამქულიანი ჩააგდო 13 სროლიდან. 2012-2013 წლების სეზონის 78 მატჩში სტეფმა 272 სამქულიანი ჩააგდო და მოხსნა რეი ალენის მიერ 2005-2006 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი.

კარი და ნეიმარი
კარი და ნეიმარი

სტეფ კარის, რომელსაც “ოქროს ბიჭუნა” შეარქვეს, მწვრთნელები იყენებენ, როგორც კოზირს, რადგან შესანიშნავად ისვრის სამქულიანებს. კლეი ტომპსონთან წყვილში მან სეზონში ყველაზე მეტი შედეგიანი სამქულიანების სროლის რეკორდი დაამყარა _ ტომპსონმა და კარიმ 483 სამქულიანი ჩააგდეს.

სტეფენ კარი ბავშვობაში
სტეფენ კარი ბავშვობაში

2014-2015 წლებში გუნდი, რომელშიც სტეფი თამაშობს, შესანიშნავად ასპარეზობდა. ამ სეზონში სტეფმა NBA-ს ყველაზე ფასეული მოთამაშის ტიტული მოიპოვა. 2017 წელს ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ წარმატების პიკს მიაღწია და გუნდმა კარის 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა 201 მლნ დოლარზე.

2018 წელს კარი ყველაზე შედეგიან მოთამაშედ აღიარეს, თაყვანისმცემლები და ექსპერტები მას თანამედროვე კალათბურთის ვარსკვლავად მიიჩნევენ. მისი უნარი, ზუსტად ისროლოს სამქულიანი, გუნდისთვის ხშირად გადამწყვეტია.

სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი
სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი

“გოლდენ სტეიტ უორიორზისთან” ერთად კარი 5-ჯერ გავიდა NBA-ს ფინალში. 2019-2020 წლის სეზონში სტეფმა ხელი მოიტეხა და უამრავი მატჩი გამოტოვა, მაგრამ 2021 წლის იანვრის დასაწყისში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა “პორტლენდთან” მატჩში, როცა 62 ქულა მოიპოვა.

კარი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ამიტომ მისი საზოგადოებრივ მოღვაწეობას ხშირად აშუქებენ ჟურნალისტები. მან ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმართან ერთად მხარი დაუჭირა პორტუგალიურ ენაზე თარგმნილ წიგნს “მამბას მენტალიტეტი” (ეძღვნება ავიაკატასტროფაში დაღუპული კალათბურთელის, კობი ბრაიანტს, და ეს მყისვე გააშუქეს ცნობილმა გამოცემებმა.

სტეფ კარი

კარი თანამშრომლობს ბრენდ Under Armour-თან, რომელმაც კალათბურთელისთვის დაამზადა სამი ფეხსაცმელი სახელწოდებით ჩურრყ. ეს ფეხსაცმელი პროფესიონალი კალათბურთელისთვის საუკეთესოდ ითვლება.

სტეფ კარის ოჯახი
სტეფ კარის ოჯახი

პირადი ცხოვრება

2011 წელს სტეფი დაქორწინდა აიეშა კარიზე, რომელიც სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” პოპულარული ბლოგერია _ მილიონობით გამომწერი ჰყავს. სტეფსა და აიშას 3 შვილი ჰყავთ. 2012 წელს დაიბადა გოგონა რაილი, 2015-ში _ რაიანი, ხოლო 2018-ში _ ვაჟი კენონი.

სტეფ კარის მიღწევები:

* წლის საუკეთესო მოთამაშე შოჩონის კონფერენციაში _ 2008-2009 წწ.

* NCAA- ყველაზე შედეგიანი მოთამაშე _ 2009 .

* მსოფლიო ჩემპიონი აშშის ნაკრების შემადგენლობაში _ 2010 .

* რეკორდსმენი სამქულიან სროლებში _ 2013, 2015, 2016 წწ.

* მსოფლიო ჩემპიონი აშშის ნაკრების შემადგენლობაში _ 2014 .

* ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე _ 2014-2019 წწ.

* სამქულიანი სროლების კონკურსში გამარჯვებული _ 2015 .

* NBA- ყველაზე შედეგიანი მოთამაშე _ 2016 .

* NBA- ყველაზე ფასეული მოთამაშე _ 2015, 2018 წწ;

* NBA- ჩემპიონი _ 2015, 2018, 2018 წწ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here