მთავარი მსოფლიო სტალინის იდეას კვლავ მიუბრუნდებიან?

სტალინის იდეას კვლავ მიუბრუნდებიან?

940
გააზიარეთ
სტალინის იდეას კვლავ მიუბრუნდებიან?

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ხელისუფალნი ფიქრობენ ისეთი ზომების გატარებაზე, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, თავიდან აიცილოს ან, ყოველ შემთხვევაში, შედარებით იოლად გადაიტანოს ეკონომიკური კრიზისი.

კორონავირუსმა თითქმის შეაჩერა ეკონომიკა, ბევრ ქვეყანაში პანიკაა, ამ ფონზე კი რუსეთისა და ჩინეთის ოქროს მარაგები ივსება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ფულის რეფორმა განახორციელოს, თუმცა გააჩნია, როგორი. მაგალითად, ბანკნოტებისთვის ერთი ნულის ჩამოცილება არაფრის მომცემი იქნება, ორნულიანი დენომინაციაც ვერ მოიტანს ხანგრძლივ დადებით შედეგს, მაგრამ ძვირფასი ლითონების მარაგის მატება იძლევა ფიქრის საფუძველს, რომ ფულადი სისტემა შეიცვლება.

თუ რუბლი, ისევე, როგორც სტალინის მმართველობის პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება ოქროთი, ეს მსოფლიოს ბაზარზე ქარიშხალს გამოიწვევს, ხოლო, თუ რუბლთან ერთად ჩინური იუანიც უზრუნველყოფილი იქნება ოქროთი _ ეს ბაზარს წალეკავს, რადგან, თუ ასე მოხდება, ევრო და დოლარი უბრალო ქაღალდად იქცევა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკელებიც მუშაობენ თავიანთი ფულადი სისტემის შეცვლაზე, მათი ახალი სისტემა დაფუძნებული არ იქნება დოლარზე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here