Home რუბრიკები სპორტი სპორტი აღარ არსებობს: ის ლგბტ ლობიმ მოკლა

სპორტი აღარ არსებობს: ის ლგბტ ლობიმ მოკლა

187

17 ნოემბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, რომელსაც მორცხვად უწოდაკონცეფცია”: ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა განადგურდეს სპორტი. არა, მთლად ასე პირდაპირ არა, მაგრამ აღნიშნული ორგანიზაციის ინიციატივის შინაარსი სწორედ ასეთია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა რეკომენდაციები, როგორ ავიცილოთ თავიდან “ტრანსგენდერი სპორტსმენების დისკრიმინაცია” ერთიანობისა და “ინკლუზიურობის” ატმოსფეროს შექმნით.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ), რომელსაც დაფუძნების დღიდან შეჯიბრებების ტრადიციების დაცვა მიანდეს, როგორც ჩანს, ლგბტ ლობის ზემოქმედებით, პირველად ოფიციალურად განაცხადა, რომ შეჯიბრების შედეგები, შეჯიბრებაში სპორტსმენების ჩართულობა, ქულების დათვლა, ანუ ყველაფერი, რაც თამაშების საფუძველში დევს, ამიერიდან შეფასდებაინტეგრაციისა და არადისკრიმინაციული გენდერული იდენტობისპოზიციიდან.

სოკ-მა აღნიშნა, რომ ეს მიდგომა “დაინტერესებულ მხარეებთან” ორწლიანი მუშაობის შედეგია. ასე რომ, ძალიან მალე ვერავინ შეძლებს ქალთა შეჯიბრებიდან მოხსნას მონაწილე, რომელსაც აღმოაჩნდება, მაგალითად, ჭარბი ტესტოსტერონი _ ე.წ. მამაკაცის ჰორმონი. სახელდობრ, ტესტოსტერონი განაპირობებს ძალისა და კუნთების მასის რაოდენობას.

ბიჭებისა და გოგონების ჰორმონული ფონდის ფორმირება, ძირითადად, მოზარდობის ასაკში ხდება. ბიჭები მოზარდობისას ბუნებისგან (აგრეთვე, დედისა და მამისგან მემკვიდრეობით) იღებენ გოგონებისგან განსხვავებულ კუნთოვან მასას, სხეულის სხვა აგებულებას, ფიზიკურ ძალას. ეს არის კაცობრიობის ევოლუციის და არა ქიმიური პრეპარატების ინიექციის შედეგი, რომლებიც შემადგენლობით მოგვაგონებს ბუნებრივ ჰორმონებს.

სინამდვილეში, როდესაც ეს “ქიმია” სპორტსმენის ორგანიზმში ხვდება, აგდებს მას ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შორს არის ფიზიკური და მენტალური წონასწორობისგან.

კრის მოსიე – ტრანსგენდერთა ამერიკელი დამცველი და ტრიატლონისტი

საზღვარი, რომელიც განაცალკევებს მამაკაცებისა და ქალების სპორტს, გადის სისხლში ტესტოსტერონის დონეზე: ამ ჰორმონს ქალის სხეულიც გამოიმუშავებს, მაგრამ მცირე რაოდენობით, ამიტომ ათლეტი, რომელიც გადაწყვეტს თავის იდენტიფიკაციას, როგორც ქალი, ავტომატურად იღებს სასტარტო უპირატესობას თავისი მოწინააღმდეგე ქალების მიმართ.

პირველი “მერცხალი”, რომელმაც სპორტში ახალი ერის დაწყება გვაუწყა, 6 წლის წინათ “მოფრინდა”: ამერიკელმა სპორტსმენმა ქალმა, ტესტოსტერონით გაჭყეპილმა, ტრიატლანში ასპარეზობა მოისურვა, უარი მიიღო და სასამართლოში იჩივლა, რომ მას ჩაგრავდნენ გენდერული ნიშნით. შედეგად, კრის მოსიემ გენდერი შეიცვალა და ასპარეზობა დაიწყო იმ სპორტსმენებთან, რომელთა ტესტოსტერონის დონეც მისას ემთხვეოდა.

იყო საწინააღმდეგო მაგალითებიც. მორბენალი ქალი კასტერ სემენია შეეცადა, გაეპროტესტებინა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მკაფიოდ იყო მითითებული მძლეოსანი ქალების სისხლში ტესტოსტერონის დონე და, მათ, ვისაც მაღალი ჰქონდათ, ისევე, როგორც სემენიას, განსაზღვრულ დისტანციაზე სირბილში (400 მ და მეტი) საასპარეზოდ არ დაიშვებოდნენ.

ამიერიდინ მსგავსი პრაქტიკა, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონცეფციას, დისკრიმინაციულად დაინკლუზიურობისწინააღმდეგ მიმართულ ნორმად ჩაითვლება.

ნიშანდობლივია, რომ იმ ორი წლის განმავლობაში, როდესაც სოკ-ი თავის კონცეფციას ამუშავებდა, რუს სპორტსმენებს დასდევდნენ დოპინგ-ოფიცრები და მათ ანალიზში რაღაც “აკრძალულ სტიმულატორებს” ეძებდნენ და პოულობდნენ ამ “აკრძალულ სტიმულატორებს” ცხვირში სურდოს საწინააღმდეგო პრეპარატის რამდენიმე წვეთის ჩაწვეთების ან ვიტამინების კომპლექსის მიღების შემდეგ.

თავისი კონცეფციის შემუშავებისას, რომლის თანახმად, სისხლში ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა არ შეიძლება იყოს შეჯიბრებიდან სპორტსმენის მოხსნის საბაბი, საერთაშორისო სპორტის მაღალჩინოსნები რუს ათლეტებს გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ჰიმნისა და რუსული დროშის აღმართვის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო გუნდის ფორმაზე არ შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის სამფეროვანი დროშა. ეს ქმედებები ხორციელდებოდა ერთსა და იმავე დროს და ადგილას და, თუ ეს ფარისევლობა არ არის, მაშინ რა არის ფარისევლობა?

თუ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, მაშინ რა არის ორმაგი სტანდარტი?


კასტერ სემენია – სამხრეთაფრიკელი მძლეოსანი, 800 და 1500 მ-ზე მორბენალი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი

დიახ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ მამაკაცებისა და ქალებისთვის დამახასიათებელი “ტესტოსტერონისა და სხვა ჰორმონების” საკითხები საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ფედერაციებში ნამდვილად არავინ წავა ჩამოყალიბებული ვექტორის წინააღმდეგ. დიახ, გაკეთდა რაღაც დეკორატიული დაზუსტებები, მაგრამ ისინი ვერ შეცვლის სოკ-ის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. პეკინის ზამთრის ოლიმპიადა (2022 წლის 4-20 თებერვალი) ძველი წესებით ჩატარდება, მის დასრულებისთანავე კი ახალი სპორტული ეთიკის ნორმები ამოქმედდება.

სექტემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ცნობა, რომ ახალი დოქტრინა ჯერ კიდევ “არ არის დამუშავებული” და გამოქვეყნდება ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მაგრამ ორი თვეც არ იყო გასული, რომ სოკ-მა მაინც გაავრცელა თავისი რეკომენდაციები. ამ აჩქარების მიზეზები შეიძლება რამდენიმე იყოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია: გენდერებს შორის ზღვრის თანმიმდევრული წაშლა მიგვიყვანს, და ამის დამტკიცება თავისუფლად შეიძლება, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა სპორტის განადგურებამდე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა ლოზანაში

იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების ამ სფეროს კოლოსალური ემოციები აქვს, ფლობს უზარმაზარ მედიურ ძალას, უნდა ველოდოთ, რომ გენდერული ზღვრის წაშლას მხოლოდ სპორტში არ აპირებენ.

ახლა რეალობამ არა მხოლოდ კარზე დააკაკუნა, არამედ შეიჭრა სახლებშიც, რომლებშიც თავგამოდებით ცდილობენ, არ მისცენ მას ტრადიციების დანგრევის საშუალება, რაგინდ დრომოჭმულიც უნდა ეჩვენებოდეს მავანს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here