მთავარი მსოფლიო სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატიც იმყოფებოდა

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას ერთ-ერთი დეპუტატიც იმყოფებოდა

366
გააზიარეთ
სემეჩენკო

თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის მოქალაქეებთან ერთად პარტიასამოპომოშისდეპუტატი სემიონ სემენჩენკოც იმყოფებოდა, რომელიც მოგვიანებით გაიქცა, _ დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა.

“სხვადასხვა სახის კონტაქტი მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა”, _ დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა უკრაინელი ჟურნალისტი. მისი თქმით, სემენჩენკო იმის გამო არ დააკავეს, რომ დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა” და “ალიანსში” ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია “ბერეტასა” და “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

“უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,_ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here