Home ახალი ამბები მსოფლიო სპეციალური პროკურორის ორწლიანმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთს შორის გარიგება...

სპეციალური პროკურორის ორწლიანმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ პრეზიდენტ ტრამპსა და რუსეთს შორის გარიგება არ ყოფილა

620
ვლადიმერ პუტინი-დონალდ ტრამპი

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის, ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულად გარიგებული რუსეთთან. ანგარიშის მთავარი საკითხების შეჯამებული ვარიანტი კონგრესს გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარიმ მიაწოდა.

ტრამპმა, რომელმაც გამოძიებას არაერთხელ უწოდა “კუდიანებზე ნადირობა”, განაცხადა, რომ “სირცხვილი იყო, ეს ქვეყანას გაევლო”. მიულერის ანგარიში ორწლიანი გამოძიების კულმინაციას წარმოადგენს. ამ ხნის განმავლობაში მისი გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი ყოფილი თანაშემწეები გასამართლდნენ, მათ შორის, ზოგიერთს პატიმრობა მიუსაჯეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here