მთავარი პოლიტიკა სოციალისტური კაპიტალიზმი ქართულად

სოციალისტური კაპიტალიზმი ქართულად

943
გააზიარეთ
სოციალისტური კაპიტალიზმი ქართულად

ბოლო პერიოდში ერთმა ფრიად საინტერესო მოვლენამ გამოიწვია ჩემი გაკვირვებაცა და დაფიქრებაც. გარკვეულ სიტუაციებში რამდენჯერაც მომიხდა კონტაქტი ჩემი შვილების თაობის ადამიანებთან, იმდენჯერ საუბარი კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შესახებ კამათში გადაიზარდა. ადრეც მიმიღია მონაწილეობა მსგავს კამათში, მაგრამ ძალიან იშვიათად. ახლანდელ ახალი თაობის გოგობიჭებს კი შევნიშნე, რომ ამ თემაზე საუბარი და კამათი მათში ძალიანტრენდულიადა თანაც შესამჩნევი აგრესიით იცავენ კაპიტალიზმის იდეებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სოციალიზმი, როგორც ასეთი, გააკრიტიკონ, მიწასთან გაასწორონ, გაასაზიზღრონ და, თუ შეატყვეს, რომ მოკამათე რაღაცებში კარგად ვერ ერკვევა, გამანადგურებელი დაცინვა და ირონიაც კი გამოიყენონ.

ამ დროს სასაცილოა, როცა კაპიტალიზმის კბილებით დამცველი ადამიანები გახმაურებული ტრაგედიების შესახებ საუბრისას ძალიან ჰუმანისტურ პოზაში რომ ჩადგებიან ხოლმე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მართლაც საშინელი ტრაგედია, რომელიც რამდენიმე დღის წინათ შეიტყო საზოგადოებამ. მშობლები 2 დღეს ეძებდნენ დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ბოლოს საწყალი ბიჭი თხრილში, მიწაში ჩამარხული, გარდაცვლილი იპოვეს.

გაირკვა, რომ ოჯახს უკიდურესად უჭირდა, ამის გამო ბიჭი ჯართს აგროვებდა და აბარებდა, რათა მშობლებს ცოტათი მაინც წაშველებოდა ფინანსურად. სწორედ ამ საქმიანობისას იგი ჩასულა რაღაც თხრილში, საიდანაც გადაგდებული რკინის საგნების ამოტანას ცდილობდა, ამ დროს მიწა ჩამოშლილა და, ვინაიდან გარშემო არავინ იყო, საწყალ ბავშვს ვერავინ მიეშველა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო კაპიტალიზმის აპოლოგეტთა საოცარი მოთქმა-გოდება: როგორ შეიძლება, 13 წლის ბავშვი ჯართს აგროვებდესო? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოჯახებს ისე უჭირდეთ, რომ ბავშვებს სურვილი უჩნდებოდეთ, ოჯახს ფინანსურად ცოტათი რომ შეეწიონ, სხვადასხვა სარისკო სამუშაო გასწიონო? და ა.შ.

ყველა მონდომებით ცდილობდა, რაც შეიძლება ჰუმანური გამოჩენილიყო და რაც შეიძლება მეტად აეჩუყებინა გული. სინამდვილეში კი ჯართის ძებნა არც ისე სარისკო სამუშაოა, უბრალოდ, საბრალო ბიჭს არ გაუმართლა. ხოლო ის, რომ არასრულწლოვნებს უწევთ გარკვეული სამუშაოების შესრულება, რათა ოჯახს ცოტათი მაინც შეეშველონ, კაპიტალიზმის თანმდევი მოვლენაა და ტრადიციულ “ველური კაპიტალიზმის” ქვეყნებში ეს არავის უკვირს.

პირდაპირ რომ თქვათ, მთავრობა აქ არაფერ შუაშია. რა სახისა და რა მოცულობის დახმარებაც უნდა აღმოუჩინოს მთავრობამ გაჭირვებულ ოჯახებს, ის მაინც ვერ იქნება სტაბილური და მუდმივი ხელშეწყობა, არც საკმარისი; ამიტომ ასეთ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ყოველთვის ექნებათ იმის ფიქრი, რომ იქნებ თავისი ბავშვური შესაძლებლობებით რამენაირად შეეხიდონ მშობლებს. ბავშვი კი ან ჯართს შეაგროვებს, ან რამეს გაყიდის ქუჩაში, ან კიდევ იმათხოვრებს _ აბა, სხვა რა უნდა გაკეთოს ბავშვმა?!

ამიტომ, მოდი, ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ კაპიტალიზმის მეხოტბეთა ასეთი გულისაჩუყება იმის გამო, რომ პატარა ბიჭი მშობლების დახმარებას ცდილობდა, უბრალოდ, გულისამაჩუყებელი პოზიორობაა და სხვა არაფერი. თუკი ადამიანი რეალურად ფიქრობს, რომ ქვეყანაში ოჯახები მინიმალურით მაინც უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი, ისე, რომ ბავშვებს მშობლების მატერიალურ დახმარებაზე ფიქრი არ უწევდეთ, მაშინ სოციალისტური იდეების ქადაგება და ქვეყნის სოციალისტურ რელსებზე გადაყვანის მცდელობაა საჭირო და არა დღეს კაპიტალიზმის ქება, ხვალ კი უცებ ნიანგის ცრემლების ღვრაგაჭირვებული ბავშვებისგამო. ერთ დღეს მტკიცება, რომ “ბაზარმა ყველაფერი თავისთავად უნდა დაარეგულიროს” და “მთავრობამ არ უნდა გააზულუქოს მოსახლეობა და ყველამ კონკურენციის პირობებში უნდა იშოვოს სამსახური”, მეორე დღეს “ხელისუფლების მხრიდან გაჭირვებული ოჯახების დახმარებაზე” ჰუმანისტური საუბარი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ამავე კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ ცნობილი მსახიობის _ ზურაბ ყიფშიძისა და მისი შვილის _ გიორგი ყიფშიძის ამბებიც. მამაშვილი პერიოდულად წუწუნებს ხოლმე, რომ მათ საარსებო სახსარი აღარ აქვთ და უკიდურეს გაჭირვებას განიცდიან. შვილი ყიფშიძე კი ორიოდეჯერ უხამსი მიმართვებითაც გამოირჩა მთავრობისადმი.

“პერიოდულად”-მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ არჩევნების პერიოდში მამა-შვილი წყნარადაა და მმართველი პარტიის კანდიდატთა მხარდაჭერისკენაც აქტიურად მოგვიწოდებს ხოლმე, მოგვიანებით კი ისევ წუწუნს იწყებს და ხელისუფლებას აუგად მოიხსენიებს. თუმცა ეს “ხან ისე და ხან ასე” მდგომარეობა ცალკე საუბრის თემაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, კვლავ სოციალიზმისა და კაპიტალიზმის დილემას მივუბრუნდებით. ზურა ყიფშიძემ განაცხადა: სამი ბინა გავყიდეთ თბილისში, ახლა კი მეოთხე, ბოლო ბინაში ვცხოვრობთ რამდენიმე ოჯახი ერთად _ ჩემი და შვილების ოჯახებიო

გავიგეთ, ბატონო! ძალიან ცუდია, რომ ცნობილი და შესანიშნავი მსახიობი ცუდად ცხოვრობს, მაგრამ რას ვთხოვთ მთავრობასა და ხელისუფლებას? უფრო ზუსტად, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

თუკი მსახიობს არ ასაქმებს თეატრი ან კინომწარმოებელი, სახელმწიფო ბიუჯეტმა მსახიობებს თვეში რამდენი თანხა უნდა აძლიოს? ბოდიში, ბატონო, მაგრამ ის ბინები რატომ, რა მიზეზით გაყიდა ყიფშიძეების ოჯახმა? ან ამ ბინების სხვანაირად გამოყენება _ დავუშვათ, გაქირავება და სტაბილური შემოსავლის მიღება არ შეიძლებოდა?

სხვათა შორის, მადაც გასათვალიწინებელია და, როცა იცი, რომ დაბალი შემოსავალი გაქვს, “სვეტსკიადგილებზე სიარულს ცოტა ხნით მაინც თავი უნდა დაანებო.

თუ არადა, რა ვქნათ? მივცეთ მსახიობებს ბინები და მათ ყიდონ? მერე კიდევ მივცეთ და კიდევ გაყიდონ? იქნებ გვითხრან სოციალურ ქსელებში ზურაბ ყიფშიძის დუხჭირი მდგომარეობის გამო ფრიად შეწუხებულმა მავანმა “ანტისოციალისტებმა”, რაში ხედავენ გამოსავალს. თუკიბაზარმა უნდა დაარეგულიროს ყველაფერიდა ამაში ასეთი შეუვალები არიან ისინი, რაღა მაინცდამაინც მაშინ აუჩუყდებათ ხოლმე გული, როდესაც საქმე მსახიობებისდუხჭირ ყოფასშეეხება? მით უფრო, რომ დღევანდელ საქართველოში სწორედ მსახიობებს აქვთ ყველაზე მეტი ხელშეწყობა _ ბიძინა ივანიშვილი პირადად აფინანსებს რამდენიმე თეატრს; შესაძლოა, “ჰოლივუდის” დონის ხელფასებს არა, მაგრამ ნორმალურად არსებობის საშუალებას მაინც აძლევს.

სხვათა შორის, “ჰოლივუდში” ნამუშევარი ისეთი მსახიობებიც არსებობენ, საკუთარი ქონება რომ გაანიავეს და მათ აზრადაც არ მოუვათ, სახელმწიფოს დახმარება სთხოვონ, რადგან კაპიტალისტური წყობის მომხრეები არიან და არა პოზიორები. ხოლო ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანების სოციალურ მდგომარეობას შორის გარკვეული ბალანსი უნდა არსებობდეს და “ძალიან მდიდარი” და “უკიდურესად ღარიბი” ადამიანები არ უნდა არსებობდნენ, ის საჯაროდ აცხადებს, რომ სოციალიზმის მხარდამჭერია და სულაც არ “უტყდება” ამ პოზიციის “არატრენდულობა”.

სამაგიეროდ, საქართველოში სტუდენტებსა და ახალ თაობას ჩაუნერგეს საინტერესო აზრი. მაგალითად, ასეთ თემებზე საუბრისას ახალგაზრდები სრული სერიოზულობით გისვამენ კითხვას: “გასაგებია, რომ შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში სოციალიზმია და ჩვენც გვთავაზობთ სახელმწიფოს მოწყობის ასეთ ფორმას, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ მიგვიღწევია იმ დონის განვითარებისთვის, რა დონეზეც ამ ქვეყნების ეკონომიკაა?” ან სულაც, როდესაც იტყვი რამეს ევროპულ სიციალიზმზე, ორონიულად შენიშნავენ: კარგი რა! ნეტა, ნორვეგიისა და შვეიცარიის დონის ეკონომიკა გვქონდეს და გავხდეთ მერე სოციალისტურები, არ არის პრობლემა!”

თავიდან კარგად ვერც ვხვდებოდი, რას ამბობდნენ ეს ბავშვები, მაგრამ, როცა ჩავეკითხე, დავდგინე, რომ, მათი აზრით, ნორვეგია, შვეიცარია და სხვა სოციალისტური ქვეყნები ჯერ განვითარდნენ, შექმნეს მაღალი დონის ეკონომიკა და მერე გადავიდნენ სიოციალიზმზე.

ანუ, მათი აზრით, სწორად ორგანიზებულმა სოციალისტურმა წყობამ კი არ განაპირობა ამ ქვეყნების წარმატება და ეკონომიკის აღორძინება, თურმე პირიქით _ რაღაც სხვა წყობით, უფრო კი ველური კაპიტალიზმით, ამ ქვეყნებმა შეძლეს აყავება, ეკონომიკის განვითარება და რატომღაც მერე უცებ გადავიდნენ სოციალიზმზე.

რა საოცარია, არა? ქვეყანა უარს ამბობს იმ სახელმწიფო წყობაზე, რომელმაც ამხელა წარმატება მოუტანა, ეკონომიკა აუყვავა, ინდუსტრია და წარმოება უმაღლეს დონეზე აუწია და უცებ, ჰოპ, ამ ქვეყნის მცხოვრებნი იტყვიან: მოდი, თავი დავანებოთ ახლა ამ წარმატებულ და ძალიან მაგარ სახლემწიფო მოწყობის სისტემას და ცუდ, ბანძ, მიუღებელ, წარუმატებელ და სულელურ სოციალიზმზე გადავიდეთო.

ლოგიკა და ფაქტები მხოლოდ ერთ რამეს გვეუბნება: ჩვენს ქვეყანაში ნელნელა მყარად იკიდებს ფეხს სოციალიზმის იდეები და ხალხი უკვე ხვდება სოციალიზმის უდიდეს უპირატესობას ველურ კაპიტალიზმთან შედარებით. ამან საკმაოდ შეაშფოთა ოკეანისგაღმელი ველური კაპიტალიზმის მიმდევრები, რომლებიც სრულიად მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც მილიარდების სატრიალებლად იყენებენ და ამიტომ უშურველად აფინანსებენ ტრენინგებს, სადაც მომავალ თაობას ასწავლიან ასეთ სისულელეს _ სოციალიზმის მიღწევები სინამდვილეში კაპიტალიზმის დამსახურებააო.

აი, აქედან გამომდინარეობს ჩვენი უცნაური “კაპიტალისტი სოციალისტების” აზრები, რომლებიც ჯერ “ველური ბაზრის პრინციპს” აქებენ და ადიდებენ, მეორე წუთში კი ჰუმანისტურ პოზაში დგებიან _ რატომ არსებობენ გაჭირვებული ოჯახები და ბავშვებიო?!

ამავე ფენომენს შეიძლება მივაკუთვნოთ ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებული ფრაზა: “არ იფიქროთ, სოციალიზმის პერიოდს მივტიროდე და მენატრებოდეს, მაგრამ…” და ამის შემდეგ იწყება ჩამოთვლა, რა კარგი რაღაცები ხდებოდა ქვეყანაში სოციალისტური წყობის დროს. რუსულ საიტებზე შემხვდა ასეთი ხუმრობა:”ეხ! კაკ ხარაშო მი პლოხო ჟილი!”, ანუ ამ ხუმრობის ავტორი ირონიულად აღნიშნავს: “რა კარგი იყო, როცა ცუდად ვცხოვრობდითო”. ეს სარკაზმი ზუსტად ასახავს შექმნილ სიტუციას: ყველა, ვისაც კი იმ დროს უცხოვრია, დადებითად იხსენებს ყოველივეს, თუმცა საზოგადოებაში მაინც ძალად ნერგავენ აზრს, რომ მაშინ “ძალიან ცუდად ვცხოვრობდით” და ამაზე არდათანხმება ძალიან ცუდ ტონად ითვლება…

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. აე ბაკურ ვენესუელა მომიკითზე! ნავთობით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს 1 700 000%-იანი წლიური ინფლაცია აქვს, ადგილობრივი ვალუტა ბოლივარი კი 137 000 000%-ით გაუფასურდა.

  2. ამ სტატიიდან კაცი ასეთ დებილურ აზრს რომ გამოიტანს ის ასე თამამად კი არ უნდა აკომენჰგარებდეს, ტავს უნდა იკლავდეს. ვენესუელა რა შუაშია? აქ სდამე წრია რომ დიქტატურული ქვეყნები არიან მისაბაძი? აჰ, დიქტატურას და სოცციალიზმს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ? კაი მაშინ, ჩვენ ბოდიში. უბრალოდ დიქტატურული მმართველობა შეიძლება იყოს სოცალისტურ ქვეყანშიც და კაპიტალისტურშიც. მაგრამ ამის მიხვდერას ტყვინი ჭირდება და გაქვთ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here