მთავარი საზოგადოება სოსო ცინცაძე: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ყველა თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა,...

სოსო ცინცაძე: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ყველა თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა, გნებავთ _ პოლიტიკურად, გნებავთ _ იდეოლოგიურად, გნებავთ _ დემოგრაფიულად

7073
გააზიარეთ
სოსო ცინცაძე

რატომაა, რომ ხალხი, რომელიც 25-30 წლის წინათ გაშმაგებული ანტისაბჭოური მოძრაობის ბირთვს წარმოადგენდა, დღეს ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის უარყოფითი მოვლენა იყო

საქართველოში მოქმედი უცხოეთიდან დაფინანსებული ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “კავკასიის კვლევითი რესურსცენტრისმიერ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ქართული პოლიტიკური სპექტრის, განსაკურებით _ “ლიბერალურიელიტის, ისტერიკის მიზეზი შეიქნა. კვლევის თანახმად, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (42%) საბჭოთა კავშირის დაშლას ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენად აფასებს, მათ შორის უმეტესობას მთავარ პრობლემად შემცირებული სამუშაო ადგილები და მძიმე სოციალური ფონი მიაჩნია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 41% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა _ შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა…

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამას წინათ გამართულ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის, სულ ცოტა, 70% ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის მომხრეა. მისი ეს რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებულ პოლიტიკად ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს იქცა, თუმცა ვერც წინა და ვერც მოქმედი ხელისუფლებების ლიდერები თავიანთ გამოსვლებში ვერ აკონკრეტებდნენ, რაზე დაყრდნობით აკეთებდნენ მსგავს შეფასებებს…

რა განწყობებია დღეს რეალურად ქართველ საზოგადოებაში, რას ნიშნავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არსებული წარსულის მონატრება და სურს თუ არა ხალხს სინამდვილეში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, ამას წინათ ორგანიზაციაკავკასიის კვლევითმა რესურსცენტრმამეტად მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 42%- საბჭოთა კავშირის დაშლა უარყოფით მოვლენად მიაჩნია. მათი უმეტესობა მიზეზად მძიმე სოციალურ ფონს, დაკარგულ ტერიტორიებს, შემცირებულ სამუშაო ადგილებს და, საერთოდ, ეკონომიკის დაცემას ასახელებს. რაზე მიგვანიშნებს ეს ციფრები?

_ ვფიქრობ, ეს განწყობები და მოსაზრებები, რომლებიც თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს (და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ გამოკითხვაში, სხვა სოციოლოგიურ კვლევებშიც მუდმივად ჩანს), სავსებით ბუნებრივია. არანაირი პროპაგანდის ან დეზინფორმაციის შედეგი ეს არის და ის შეშფოთება თუ აღშფოთება, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებში ამ ციფრებს მოჰყვა, უადგილო მგონია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ყველა თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა, გნებავთ _ პოლიტიკურად, გნებავთ _ იდეოლოგიურად, გნებავთ _ დემოგრაფიულად

რა არის კონკრეტულად ამ განწყობების მიზეზი? მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად: ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ საბჭოთა კავშირში და იცხოვრეს დიდი ხნის განმავლობაში, ახსოვთ იმდროინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლებლობები, რომლებსაც სახელმწიფო აძლევდა ადამიანს; და, რაც მთავარია, ახსოვთ სოციალური ფონი. მაგალითად, მათ ახსოვთ იაფი წამლები, რომლებიც დღეს კატასტროფულად ძვირი ღირს და, რაც დრო გადის, კიდევ უფრო ძვირდება; ახსოვთ უფასო განათლებაახლა ვიღაც თუ იტყვის, რომ მაშინდელი განათლება არ იყო მაღალი დონისო, მასთან კამათს აზრი არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრება მეცნიერებათა აკადემიაში გავატარე და ნეტავ, დღეს იყოს საქართველოში მეცნიერების ისეთი დონე, როგორც იმხანად იყო…

_ კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანებში საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას?

_ რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგალითად, ადამიანებს ახსოვთ უფასო ჯანდაცვა, რომელიც უფასო ოპერაციებსა და მკურნალობას გულისხმობდა; ახსოვთ დონე ჩვენი ექიმებისა და საავადმყოფოების. წარმოიდგინეთ, უფასო იყო ისეთი კორიფეების მომსახურება, როგორებიც გახლდნენ: კონსტანტინე ერისთავი _ ფაქტობრივად, ფუძემდებელი ქართული ქირურგიის, ალექსანდრე წულუკიძე, კონსტანტინე ჩაჩავა და სხვ.

ახლა გადასახადები ავიღოთ. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში კომუნალური გადასახადები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ანუ დენის, წყლის, ბუნებრივი აირის ტარიფები ისეთ მიზერულ თანხას შეადგენდა, ყველაზე ღატაკი და გაჭირვებული ოჯახიც კი მას ვერ გრძნობდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საწვავი კაპიკები ღირდა, იაფი იყო კვების პროდუქტები, ტრანსპორტი და, საერთოდ, მომსახურება…

_ საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ 42%-, ძირითადად, 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის თაობა შეადგენს. ხალხი, რომელიც 25-30 წლის წინათ გაშმაგებული ანტისაბჭოური მოძრაობის ბირთვს წარმოადგენდა, დღეს ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის უარყოფითი მოვლენა იყო. თქვენი აზრით, რატომ განიცადა საზოგადოებამ ასეთი ცვლილება?

_ ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ იმხანად საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ ჰქონდა გააზრებული, რა პროცესები შეიძლებოდა წასულიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდათ ტერიტორიული პრობლემების გამწვავებასა და შეიარაღებულ კონფლიქტზე, რომელიცპერესტროიკისმოახლოებასთან ერთად კარს მოგვადგა; ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, უშუქობაზე, უმუშევრობაზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, კრიმინალზე, ძმათამკვლელ ომზე, რომელიც თურმე გველოდა და .. თუმცა ეს, ალბათ, დღეს უკვე მეტ-ნაკლებად მოშუშებული იარები იქნებოდა, რომ არა ის პოლიტიკური დაძაბულობა და გაუთავებელი გაწევ-გამოწევა ძალაუფლებას დახამებულ ძალებს შორის, რომლებსაც სხვა არანაირი მიზანი, გარდა ქვეყნის სათავეში მოსვლისა, თბილ კაბინეტებში მოკალათებისა, არ აქვთ. აი, ეს არის ის მთავარი მიზეზები და გარემოებები, რომლებმაც საბჭოთა კავშირში დაბადებულ, ნაცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე, შესაძლოა, ტაშს უკრავდნენ კომუნისტების გასტუმრებას, დღეს ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნება მოანატრა. კიდევ ვიმეორებ: ეს განწყობები და დამოკიდებულებები სავსებით ბუნებრივია და ვერანაირი შეშფოთება ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების, ამა თუ იმ პროდასავლურად განწყობილი ადამიანების მას ვერ შეცვლის. ყველაფერი შედარებითია _ ხალხს ახსოვს წარსული და ახსოვს, როგორ ცხოვრობდა საბჭოთა პერიოდში. ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ყველა თვალსაზრისით სრული კრახი განიცადა, გნებავთ _ პოლიტიკურად, გნებავთ _ იდეოლოგიურად, გნებავთ _ დემოგრაფიულად, ეკონომიკაზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი…

_ შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდი ერთგვარი იმედგაცრუების აღმოჩნდა მოსახლეობისთვის?

_ რასაკვირველია. არავინ ელოდა, რომ მოხდებოდა სამოქალაქო ომი და კრიმინალური დაჯგუფებები აიღებდნენ ძალაუფლებას; არავინ ელოდა, რომ ქვეყანას ასეთი მაღალჩინოსნები ეყოლებოდა…

რაც შეეხება სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას, რაც საფუძველთა საფუძველია ყველა ნორმალური, შემდგარი სახელმწიფოსი, ვერავინ იფიქრებდა, რომ კორუფცია ასეთ მაღალ დონეზე იქნებოდა; ვერავინ იფიქრებდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ამდენი გაუნათლებელი, უწიგნური და გამაღიზიანებელი სახე მოიყრიდა თავს; და მერე ეს ადამიანები დემოკრატიის სახელით დაიწყებდნენ რაღაც მაღალ იდეალებზე საუბარს.

თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: ბევრისგან მსმენია, განსაკუთრებით “ქართულ დემოკრატიაზე გულდათუთქული” ხალხისგან, რომ თურმე ჩვენი საზოგადოება ვერ გათავისუფლდა საბჭოთა წარსულისგან და ეს რაღაც საფრთხეებს ქმნის, სასაცილოა პირდაპირ. საბჭოთა კავშირი ვეღარ დაბრუნდება და, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინს უნდა მისი აღდგენა, ზღაპარია. გიჟი კი არ არის პუტინი და მთლიანად რუსეთის ხელმძღვანელობა, მუქთად მოგაწოდოს ყველაფერი ხეტყით დაწყებული, ენერგორესურსებით დამთავრებული…

_ მაშინ საიდან მოდის და რას ეფუძნება ის პროპაგანდა, რომ თურმე რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს ისევ წარსულში ექაჩება?

_ ეს, ალბათ, არის გარკვეული რიტორიკული ნაწილი იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც, დიდი ხანია, რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს. ახლა ის, რომ პუტინმა ადრე განაცხადა, საბჭოთა კავშირის დაშლა გასული საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო, სულ არ ნიშნავს, რომ ის საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ ისწრაფვის.

რაც შეეხება ისევ საზოგადოებრივ განწყობებს, ნამდვილად არ მგონია საგანგაშო და შემაშფოთებელი ის ფაქტი, რომ უფროსი თაობის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მისტირის წარსულს. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: როცა ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში, როცა ყოველი მეორე თუ მესამე ოჯახი სოციალურად დაუცველია და ადამიანები სანაგვე ურნებში ეძებენ საკვებს, ბუნებრივია, გარკვეული მონატრება წარსულისადმი ჩნდება.

ისე, ვფიქრობ, ეს განწყობები დღეს უკვე ერთგვარ ნიჰილიზმსა და უიმედობაზე უფრო მიგვანიშნებს, ვიდრე უკმაყოფილებაზე, იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ეს უკმაყოფილებაც მობეზრდა. საერთოდ, ჩემი აზრით, ასეთი დაღლილი და ყველაფერზე ხელჩაქნეული, როგორც დღესაა, ჩვენი საზოგადოება იშვიათად ყოფილა…

_ არსებობს პერსპექტივა, რომ ახლო მომავალში ან თუნდაც შორეულში მეტნაკლებად გამოსწორდეს ეს მდგომარეობა?

_ პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ნებისმიერ მდგომარეობას ქვეყანაში ყოველთვის ქმნის სახელმწიფო პოლიტიკა. თუ იქნება მართვის ისეთი მიდგომები და პრინციპები, რომლებიც მიზნად დაისახავს ფუნდამენტურ ცვლილებებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, თუმცა, კიდევ ვიმეორებ: ამას, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური ნება. ახლა თუ მკითხავთ _ გააჩნია თუ არა ამ ხელისუფლებას ასეთი ნებაო, ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური (და არა მხოლოდ პოლიტიკური) რეალობა განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. ეს არ არის ის სისტემა, რომელიც პროგრესსა და უკეთესობაზე იქნება ორიენტირებული, ეს არის რეალობა, რომელიც, განსხვავებით წინა ხელისუფლებებისგან, წინსვლისა და წარმატების ილუზიასაც ვერ ქმნის.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. 5კაპიკად თბილისის ნებისმიერ უბანში მოხვდებოდი. ახალა 10 თერის მათხოვარი ხდები მე 9 რე სართულზე ლივტმა რომ აწიოს სახლში

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here