მთავარი პოლიტიკა სოსო ცინცაძე: დღევანდელ ვითარებაში ოკუპაციის საწინააღმდეგო მიტინგები სასტუმროსთან კი არ უნდა გავმართოთ,...

სოსო ცინცაძე: დღევანდელ ვითარებაში ოკუპაციის საწინააღმდეგო მიტინგები სასტუმროსთან კი არ უნდა გავმართოთ, არამედ, პირველ რიგში, შერიგების სამინისტროსთან, რომელიც არაფრის გამკეთებელი არ არის

229
გააზიარეთ
სოსო ცინცაძე

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის, თბილისში ვიზიტს აგრესიულილიბერალებისმცირერიცხოვანმა ჯგუფმა სასტუმროვინოტელთანმორიგი რუსოფობიური წარმოდგენით უპასუხა და ლოზუნგებით: “არა ოკუპანტს, არა ოკუპაციას!” დაწესებულების კედლებს კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინა (ნასროლი საგნები არა მხოლოდ შენობის ფასადს, სამართალდამცველებსაც მოხვდათ); “გავრილოვის ღამისშემდეგ რიგით მეორეურალიბერალურიმასკარადი, რომლის ავანგარდშიც ძველი სახეები _ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები, ლგბტ პროპაგანდისტები, ფემინისტები და უცხოეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობოს წარმომადგენლები იყვნენ, ამჯერადაც კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. მეტიც, “პროტესტანტებმაყოფილი ევრონაცის, ელენე ხოშტარიას, თაოსნობით ზუსტად იცოდნენ სტუმრების გადაადგილების განრიგი, მათი შესვლაგამოსვლის დრო, დაგეგმილი ღონისძიებები და .., მაგრამ ვისგან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, უცნობია.

ვლადიმერ პოზნერმა სასტუმროს შენობა მალე დატოვა და მეგობრებთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა, მაგრამ ინციდენტი ამით არ ამოწურულა _ 87 წლის ჟურნალისტის წარმატებით გაძევების შემდეგ “ბრძოლა ოკუპაციასთან” თბილისის ქუჩებში გაგრძელდა _ “გაურკვეველმა პირებმა” ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილის, ნინო ჭავჭავაძის ქმრის, დიდი რუსი მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე გრობოედოვის, ძეგლი შეურაცხყვეს… მოგვიანებით წარწერა “რუსეთი ბოროტებაა” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ წაშალა…

რა მიზანს ემსახურებოდა კონკრეტული აგრესიული ჯგუფის მიერ პოზნერის გასაძევებლად გამართული წარმოდგენა და როგორ აისახება მსგავსი ქმედებები ისედაც დაძაბულ რუსულქართულ ურთიერთობებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

_ ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინათ ზუსტად იმ ხალხმა, რომელმაც თავის დროზეგავრილოვის ღამისპროვოკაცია მოაწყო და პარლამენტზე შტურმით სახელმწიფო გადატრიალება სცადა, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის, თბილისში ვიზიტის გამო მორიგი წარმოდგენა გამართა. სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს და სამართალდამცველები სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვესროგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და საერთოდ, რას მოგვიტანს მსგავსი ინციდენტები რუსეთთან ურთიერთობაში?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იყვნენ გარკვეული ცხელი თავები, რომლებიც აბსოლუტურად გაუაზრებლად გაიძახოდნენ, ჩვენ არ უნდა გადავყვეთ რუსეთის ბაზარსო. მათი პოზიცია იყო ის, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა რუსული ბაზარი და მთავარ ამოცანას დამოუკიდებლობა წარმოადგენდა. დამოუკიდებლობა რომ უმნიშვნელოვანესია, ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებოდით, მაგრამ იმხანად ისმოდა ურაპატრიოტული ლოზუნგები, რომ ბალახს მოვძოვთ და ვიშიმშილებთ, ოღონდ თავისუფლები ვიყოთ, დამოუკიდებლობას ვეღირსოთო… ის კი არა, ვიღაცამ ემბარგოს დაწესებაც კი მოინდომა რუსეთისთვის. აი, რა მივიღეთ შედეგად: საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დაიწყო შიმშილი. ყველას გვახსოვს ის უსაშინლესი წლები, როცა პური არ იშოვებოდა და ელექტროენერგია არ იყო. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: საქართველომ, მიუხედავად საკმაოდ მწარე გამოცდილებისა, რომელიც, წესით, კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, ვერ გამოიტანა დასკვნები; ჩვენ ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ ავწონდავწონეთ და დავინახეთ ის შეცდომები, რომელთა შედეგადაც პირისპირ აღმოვჩნდით უდიდეს სახელმწიფოსთან. საერთოდ, დიპლომატიის მიზანი არის ის, რომ მტერი გადააქციო მოკავშირედ ან, სულ ცოტა, მისგან საფრთხეები შეამცირო. ჩვენ კი რას ვშვრებით? _ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ღრმა გეოპოლიტიკურ ჩიხში შევიდეთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს და პროტესტს რუსი ჟურნალისტის ვიზიტის გამო, შეიძლება, იქ ბევრს მართლა გულწრფელად ეგონა, რომ პატრიოტულ საქმეს აკეთებდა, ამას არ გამოვრიცხავ, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის შეიძლება ადამიანს შეცდომა დააშვებინო, მაგრამ ჩემთვის პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მიუღებელია. კვერცხების სროლა და შეურაცხყოფა 21-ე საუკუნის ცივილიზებული ადამიანების ქცევა არ არის. ეს ერთი. და მეორე _ კაცს ქვეყანა რომ სძულდეს, იქ არ ჩავა დაბადების დღის აღსანიშნავად. ქართველი მდიდრები _ პარლამენტარები თუ მინისტრები _ კანარის კუნძულებზე მიდიან ხოლმე და იქ აღნიშნავენ იუბილეს ან რაღაც საზეიმო მოვლენას. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ თქვენ წახვალთ დაბადების დღის აღსანიშნავად იმ ქვეყანაში, რომელიც გეჯავრებათ?

_ ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებზე რას ფიქრობთ? დაწყებული პრემიერიდან, დამთავრებული პარლამენტის თავმჯდომარითა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, ყველამ დაგმო ეს ფაქტი. სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა საყურადღებო განცხადება. მან თქვა, რომ ეს ამჯერადაც გააკეთეს იმ ფონზე, როცა ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის, არადა, ყველამ იცის, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ტურიზმს

_ ვფიქრობ, ხელისუფლებამ მსგავსი პოზიცია ერთადერთი მიზნით დაიკავა, რომ ოპოზიციას დაუპირისპირდეს და მომხდარი ფაქტი მისი მარგინალიზაციისთვის გამოიყენოს, თორემ რეალურად თვითონაც რისი გამკეთებლები არიან _ რამდენი წელია, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ და აბაშიძე-კარასინის ფორმატს ვერ გასცდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად ღარიბაშვილის განცხადებას და მინიშნებას ეკონომიკაზე, მოგეხსენებათ, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიის ფონზე ტურისტების ნაკლებობაა. ჩნდება შეკითხვა _ ვინ არიან ჩვენი ძირითადი ტურისტები? თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ამერიკელი მილიონერები ჩამოვლენ და დაისვენებენ, ძალიან ცდება, ისინი, ყველამ ვიცით, სადაც დადიან… ახლა სოფლის მეურნეობა ავიღოთ, ბოლო წლებში ყურძენს ფასი რომ დაედო და კახელ გლეხს ხილი არ ულპება, რისი შედეგია? ან რისი შედეგია ის, რომ ღვინის ექსპორტი მეტ-ნაკლებად კარგად მიდის? დაუშვებელია, ქუჩაში კვერცხების სროლა ატეხო და დედა აგინო ადამიანს, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეორე დღეს გრიბოედოვის ძეგლი შეურაცხყვეს. სხვათა შორის, ამან რა გამახსენა, იცით? თავის დროზე გურამ პეტრიაშვილი მიტინგებს რომ აწყობდა, პუშკინის მონუმენტი ავიღოთოჩემი აზრით, ეს ველურობაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფორმასა და შინაარსს, ამიტომ ერთმა მეორის დისკრედიტაცია არ უნდა მოახდინოს. ეს ერთი და მეორე _ მე თუ მკითხავთ, დღევანდელ ვითარებაში ჩვენ ოკუპაციის საწინააღმდეგო მიტინგები სასტუმროსთან კი არ უნდა გავმართოთ, არამედ, პირველ რიგში, შერიგების სამინისტროსთან, რომელიც არაფრის გამკეთებელი არ არის. აბა, მითხრას ვინმემ, რას აკეთებენ, ერთი მაგალითი მაინც მოიყვანონ, რას შვრებიან საიმისოდ, რომ თუნდაც უმნიშვნელო ძვრა იყოს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით.

_ სხვათა შორის, ამას წინათ სერგეი შამბამ განაცხადა ერთერთ ინტერვიუში, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტია პოლიტიკური რადიკალიზმი აფხაზებისა და ოსების მიმართ, ვიდრე ოდესმე. ეს ადეკვატური შეფასებაა?

_ მართალია, იმიტომ, რომ ჩვენ საერთოდ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, გაუგებარია. ერთადერთი, რაც “წარმატებით” კეთდება, არის პერფორმანსები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყობთ ხოლმე კონფლიქტისპირა სოფლებთან და გავიძახით: “რუსეთი ოკუპანტია!” შედეგი _ ნული. აი, ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ქართული დიპლომატია არ არსებობს. ქართული დიპლომატია დღეს, სამწუხაროდ, დასულია კვერცხების სროლის, ძეგლების შეურაცხყოფისა და ტრაბახის დონეზე, რომ თურმე ოკუპანტს კუდით ქვა ვასროლინეთ. ისე, ძალიან მაინტერესებს, ხვალ პუტინს თავში რაღაც რომ გადაუბრუნდეს, იდეაში ვამბობ, და გასცეს ბრძანება, მოდი, მავთულხლართები გორამდე ჩავიტანოთო, ვინ არის ჩვენი დამხმარე, ვინ დაგვიცავს ან რით დაგვიცავს _ კვერცხებით? რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებს ზოგიერთი, მე ვერ მოვისმინე მათგან თუნდაც ირიბი მოწოდებები იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა იყოს უკომპრომისო რუსეთთან ურთიერთობაში. კი, იქ აცხადებენ და ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ აუცილებელია ურთიერთობების ნორმალიზება. ეს აშკარაა და, საერთოდ, ეს მოწოდებებიც რომ არ კეთდებოდეს, თავისთავად ცხადია, რანაირი საქართველოა დასავლეთისთვის თავის ტკივილი.

_ გამოსავალი რა არის? რა პერსპექტივას ხედავთ, რომ მომავალში მაინც მეტნაკლებად პრაგმატული საგარეო პოლიტიკა გვქონდეს?

_ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, პროფესორი ვარ, სტუდენტებთან მაქვს მუდმივად საქმე და ვხედავ, რომ ყოველ წელიწადს სულ უფრო უწიგნური თაობა მოდის, სულ უფრო დაბალია განათლების დონე, ხარისხი და კლასი, ამიტომ თქვენი კითხვის პასუხად მომავალზე, სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ვიტყვი. პესიმისტურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით საჭირო ცვლილებებს, ვფიქრობ, უწინარესად, საშინაო პოლიტიკის რეფორმირებაა აუცილებელი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი სხვა ცვლილებებზე და გარდაქმნებზე, რაც ასევე აუცილებელია, თუმცა, სანამ ქვეყანაში არ დაიწყება პოლიტიკური მეცნიერების, როგორც საგნის, საფუძვლიანი შესწავლა, თავისთავად ცხადია, ყოველთვის გვექნება პროფესიონალი, მცოდნე ადამიანების დეფიციტი მმართველ ელიტაში. დღეს რაც გვაქვს და რა ხალხიც გვმართავს, ეს არის ამის ნათელი მაგალითი. ქუჩაში კვერცხების სროლასა და ლანძღვა-გინებას პოლიტიკა ჰქვია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უბიოგრაფიო, გამოუცდელ ადამიანებს პოლიტიკოსებს ეძახიანმე ასეთი პოლიტიკისა და პატრიოტიზმის არ მწამს. მე ასეთი მიდგომებით უკეთესი მომავლის მიღწევის არ მჯერა

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საქარველო რუსეთის რესტორანია! უნდა დავხვდეთ პოზნერს ტაშ ფანდურით მწვადებით. ! საქართველო თუ უყვარს მერე რეებს ბოდავს.

  2. სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ ბატონი სოსოს სტატიიდან. მართალს ბრძანებს ბატონი სოსო. არავინ გაგიბედავს იმას, რასაც არ გააბედინებ! ‘კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყავსო’ ნათქვამია. ღირსება უნდა აღვიდგინოთ მთელმა ერმა; განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომელთა განათლებისა და კულტურის დონე კატასტროფულად ეცემა!!! როგორ უნდა მართონ ქვეყანა ასეთმა უცოდინარმა, დამონებულმა, სხვის ხელში იარაღად ქცეულმა ადამიანებმა!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here