მთავარი საზოგადოება სოსო მანჯავიძე: სასულიერო პირებს შორის კომპრომატების ომი საბოლოოდ მივა ეკლესიის გახლეჩამდე, რაც...

სოსო მანჯავიძე: სასულიერო პირებს შორის კომპრომატების ომი საბოლოოდ მივა ეკლესიის გახლეჩამდე, რაც თავის დროზე საბერძნეთში მოხდა

1580
გააზიარეთ
სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლო ხანს სასულიერო პირებირუსთავი 2”-ის ეთერში არჩევენ საეკლესიო საქმეებს, პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კომისიას ნაცებით აკომპლექტებს და ყველაფერს აკეთებს, რათა არხის პოლიტიკა ქვეყანაში მოქმედმალიბერალურმაძალებმა განსაზღვრონ: “მეუფეებირუსთავი 2”-ში არჩევენ საეკლესიო საქმეებს გვარამიაგაბუნიას დუეტთან. პარლამენტი, ანუქართული ოცნებასაზმაუს ბორდის წევრების კომისიას ნაცებით აკომპლექტებს. ნაცებით დაკომპლექტებული კომისია ბაია პატარაიას, ნათია კობერიძესა და ნინია კაკაბაძეს არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს უგზავნის, ანუ მათ (და კიდევ ბევრმა მათნაირმა) უნდა განსაზღვრონ საზმაუს პოლიტიკა და ხალხმა ამაში 52 მილიონი უნდა ვუხადოთ, თანაც რეკლამის უფლებაც მივცეთ”.

სოსო მანჯავიძე პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა ქვეყანაში ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გახსნის თაობაზე და აღნიშნა: “შევქმნათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპერიმენტული ფსიქიატრიული დისპანსერი პარტიებით, პარლამენტით, სინოდით, ბაია პატარაიათი და თაკო ჩარკვიანით. სასურველია, ეს ინიციატივა დავამთხვიოთ იმ დღეს, როცა პარლამენტი ერთხმად მისცემს ხმას საზმაუს ბორდის სიას. ეს უტყუარი ინდიკატორი იქნება, რომ ლოდი დაგორდა”.

რა პროცესი მიდის დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ვინ კურატორობს ბორდის წევრებად წარდგენილ კანდიდატებს და რა მიზნით აკომპლექტებს მის შესარჩევ კომისიასქართული ოცნებანაცებით _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსსოსო მანჯავიძე ესაუბრება.

_ რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კომისიასქართული ოცნებანაცებით აკომპლექტებს. კონკრეტულად ვინ გყავდათ მხედველობაში?

_ მხედველობაში მყავდა ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი ერთი კანდიდატის _ ზაზა შათირიშვილის, მიმართ და ამ საკითხზე თავიანთ პოზიციას კატეგორიულად გამოხატავდნენ. გვარები არ მახსოვს, მაგრამ ერთი მათგანი ნიკა რურუას მოადგილე იყო თავის დროზე და რა სისტემას ემსახურებოდა, ყველამ ვიცით; მეორე არის ილიაუნის თანამშრომელი. დანარჩენები კიდევ, გარდა ერთი-ორისა, არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და იდეური მხარდამჭერები, ანუ მათი პოზიცია და ზნეობრივი ორიენტირები ცნობილია. აქედან გამომდინარე, არ გამკვირვებია, როცა პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ ზაზა შათირიშვილს 6 ხმა მისცა, ხოლო ლგბტ-ების დამცველ ნინია კაკაბაძეს _ 9.

რაც შეეხება “ლიბერალური” ფრთის სხვა კანდიდატებს, დებულებაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და დამსახურებული ადამიანები. ჩნდება შეკითხვა: რა დამსახურება აქვთ ნათია კობერიძეს, ნინია კაკაბაძეს, ბობუცა (იგივე ბაია) პატარაიას და მისთანებს ქვეყნის წინაშე? შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეთვალყურეებად დააყენო ადამიანები, რომლებიც აცდენილნი არიან საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესებს?! საქმე ის არის, რომ თავის დროზე პარლამენტი სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა სამეთვალყურეო საბჭოს საკონკურსო კომისიის არჩევის წესი უცვლელი დატოვა. შესაბამისად, დღეს ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ამ კომისიაშიც და სამეურვე საბჭოშიც ავტომატურად ხვდება “ლიბერალური” უმრავლესობა. აშკარაა კატასტროფული შედეგი: თურმე ბაია პატარაია, ნათია კობერიძე და ნინია კაკაბაძე ყოფილან საზოგადოებისთვის ცნობილი და მისაღები კანდიდატები(?!). ეს არის დაცინვა და თვალში ნაცრის შეყრა ხალხისთვის. რისთვის უნდა გადავიხადოთ ყოველწლიურად 52 მილიონი ლარი? იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დარჩეს ისეთი, როგორიც არის?! და რაც არის, ყველა ვხედავთ: უსახური, ურეიტინგო, “ლიბერალურიტრენდის ყურმოჭრილი მონა, რის გამოც პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, პარლამენტს და მთლიანად ხელისუფლებას

_ დღეს პარლამენტში ბევრია ისეთი სუბიექტი, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისა და მისი ამრჩევი კომისიის დაკომპლექტებასნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებით?

_ შედეგი აშკარაა და ამ შემთხვევაში, ვის რა უნდა, ან გულში რა აქვს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობით აირჩია ლომჯარია და, თავის მხრივ, ლომჯარია ვის წარადგენდა იქ, ძნელი მისახვედრი არ იყო _ ორი კანდიდატი დაასახელა და ორივე თავისი “ლიბერალური” ფლანგის წარმომადგენელი. აი, ასე იმართება ეს ქვეყანა და ასე ხვდებიან ხოლმე მნიშვნელოვან პოსტებზე საზოგადოებისთვის მიუღებელი სუბიექტები. მერე, მართალია, ამას მოსდევს ხალხის უკმაყოფილება, მაგრამ ფაქტია, ამით ხელისუფლებას ბევრი არაფერი აკლდება…

_ ნინია კაკაბაძისა და მისი მსგავსილიბერალებისარჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის, ხალხის, ჯიბიდან დაფინანსებული ტელევიზია ჩვენივე ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი იქნება. რატომ არის დღეს საზოგადოება ასეთი ინერტული?

_ საზოგადოების ინერტულობას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სულ ასე არ იქნება. ის, რაც გროვდება, პასუხგაუცემელი შეკითხვების სახით, ერთ დღესაც ამოხეთქავს და ოცნებამიმაზე არანაკლებ სამარცხვინოდ შეიძლება დაასრულოს, ვიდრე მისმა წინამორბედმა.

_ მიზეზები ახსენეთ და იქნებ დააკონკრეტოთ

_ მიზეზი ამ ნიჰილისტური განწყობისა არის ის, რომ, ჯერ ერთი, საზოგადოება დაიღალა მუდმივი პროტესტით, მეორეც: ძველი პოლიტიკური პარტიები თუ სახეები ნდობას აღარ იმსახურებენ, თუმცა ხელისუფლების მოლოდინი, რომ ეს ნიჰილიზმი და იუმედობა კიდევ დიდხანს გასტანს, მცდარია. ნუ დაგავიწყდებათ, აქტიური პროტესტი და გამოსვლები სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისი სათავეში მოსვლიდან მეექვსე წელს დაიწყო. ზუსტად მეექვსე წელია “ოცნებისაც”. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდა, არა მგონია, ახლო მომავალში პროცესები ხელისუფლებისთვის სასიკეთოდ წარიმართოს. კიდევ ვიმეორებ: ხალხში დაგროვილია დიდი აგრესია. ეს აგრესია და უკმაყოფილება, ადრე თუ გვიან, გამოვლინდება. ოღონდ ამის წინასწარ განსაზღვრა, როდის და რანაირად, ძალიან რთულია; არავინ იცის, ხვალ რა ფორმითა და საშუალებებით გამოხატავს საზოგადოება უკმაყოფილებას…

_ ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ოდიოზური ფიგურების დანიშვნა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, “ქართული ოცნებისმთავარმა შემოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა სათავეში მოსვლისთანავე, ფაქტობრივად, სამივე სახელისუფლო შტო მათ ჩააბარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს მმართველი გუნდი პოლიტიკურად გაკოტრებული უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, არის დღესოცნებაგაკოტრებული პარტია?

_ ხელისუფლება მორალურად გაკოტრებულია, იმიტომ, რომ თვით “ლიბერალური” იდეოლოგიაა გაკოტრებული, და არა მხოლოდ საქართველოში, დასავლეთშიც და განსაკუთრებით _ შეერთებულ შტატებში, თუმცა პარადოქსი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სახელისუფლო დონეზე აცდენილი ვართ ამ ყველაფერს, ანუ, მიუხედავად დასავლეთში მიმდინარე ძირეული იდეოლოგიურ-პოლიტიკური გარდაქმნებისა, რომლებიც უკვე კონკრეტულ საარჩევნო შედეგებში დამოიხატება, საქართველოს ხელისუფლება რჩება ძველი დასავლური, უკვე აშკარად კრახისთვის განწირული “ულტრალიბერალური” კურსის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ ესენი პროდასავლურებიც აღარ არიან, რასაც აქამდე იბრალებდნენ, და მიდიან ისევ იმ დრომოჭმული, გაბანკროტებული, მარგინალური იდეოლოგიის ინერციით. საერთოდ, როგორც წესი, ინერციით სვლა დიდხანს არ გრძელდება…

_ სოციალურ ქსელში წერდით, გარკვეული სასულიერო პირები უკვერუსთავი 2”-ის ეთერში არჩევენო საეკლესიო საქმეებს. რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება, რომ მზადდება ახალი საპროტესტო ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. რა ხდება ეკლესიის წიაღში?

_ სამწუხაროდ, ძალიან დრამატული პროცესები ვითარდება და ჩვენ ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ გარკვეულ უცხოურ სპეცსამსახურებს უდიდესი გავლენა აქვთ წმინდა სინოდის ზოგიერთ წევრზე და მიმდინარეობს ღია ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის. სწორედ ამის გამოვლინებაა მეუფეებს შორის დაპირისპირება, რომელსაც ბოლო ხანს ვხედავთ. საბოლოოდ ამას სასურველი შედეგი არავისთვის, ყოველ შემთხვევაში სამღვდელოებისთვის, ნამდვილად არ მოაქვს. როგორც ჩანს, 40-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეკლესიის ავტორიტეტი იზრდებოდა და ყველა ინსტიტუტის ავტორიტეტზე მაღალი იყო, დასასრულს უახლოვდება. მეტსაც გეტყვით და ჩათვალეთ, რომ პროგნოზს გეუბნებით: ეს კომპრომატების ომი, რომელიც სასულიერო პირებს შორის მიმდინარეობს, საბოლოოდ მივა იქამდე, რაც თავის დროზე საბერძნეთში მოხდა. მოგეხსენებათ, საბერძნეთში მსგავსი დაპირისპირების, კომპრომატების გამოქვეყნებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ ეკლესია გაიხლიჩა. ზუსტად იგივე პროცესი მიდის აქაც და ვფიქრობ, მამალაძის საქმე ამის გენერატორია. ეტყობა, მართლა არსებობს ისეთი კომპრომატები, რომლის გამოქვეყნებაც საზოგადოებაში მკვეთრ და მწვავე რეაქციას გამოიწვევს. ამ კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებიან უკვე გარკვეული მეუფეები…

_ თუ მართლა არსებობს ასეთი კომპრომატები, რა ჯობია _ გამოქვეყნდეს და საბოლოოდ დასრულდეს ეს მითქმამოთქმა თუ დახურულ სივრცეში გადაწყდეს ყველაფერი?

_ მართლა დასაფიქრებელია: ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის თუ გამოქვეყნდეს ის კომპრომატები, რომლებითაც იმუქრებიან ტოქსიკური ტელევიზია “რუსთავი 2” და მის ხმაურს აყოლილი უსირცხვილო, თავის წოდებისთვის და სასულიერო მსახურისთვის შეუფერებელი ადამიანები. ამას, ალბათ, დრო გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება…

_ მსოფლიოში უდიდესი ექსპერიმენტული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გახსნის აუცილებლობაზეც გკითხავთ: “ფეისბუქშიპრემიერს ურჩევდით, რომ რაც შეიძლება მალე გახსნას ასეთი დაწესებულება. რატომ ხედავთ ამის აუცილებლობას?

_ დავიწყოთ იმით, რომ საინფორმაციო საშუალებების უდიდესი ნაწილი გადაქცეულია შხამის ნთხევის ფაბრიკებად, ხოლო საზოგადოება, რომელიც, ბოდიში და, მიშტერებულია მას, მუდმივად იღებს ამ შხამს. შემდეგ ეს მოწამლული საზოგადოება კარგავს ორიენტაციას და შედეგად ჩვენ ვიღებთ დეზორიენტირებულ საზოგადოებას ფრაგმენტირებული აზროვნებითა და შიზოფრენიული გამოვლინებებით.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც რომ არაადეკვატურია, ფაქტია. ცალკე თემაა კიდევ, რატომ მონაწილეობენ პოლიტიკოსები სხვადასხვა გულისამრევ თოქშოუებში, სადაც საღ აზრს ვერ მოისმენ. მე, მაგალითად, ავუკრძალე საკუთარ თავს მსგავს გადაცემებში მონაწილეობა. ნამდვილად ვერ გავხდები ამ ჯოჯოხეთური მანქანის საწვავი იმისთვის, რომ ეს ისედაც დაზაფრული და გაუბედურებული საზოგადოება უფრო მეტად მოწამლონ; ვერ გავხდები მონაწილე იმ ბინძური სპექტაკლებისა, რომლებსაცრუსთავი 2” და სხვა ტელევიზიებიც დგამენ. სწორედ რომ საწვავი ხარ, როცა მიდიხარ და, ვთქვათ, ინგა გრიგოლიას დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობ. ეს სიბინძურე, უკვე წლებია, ხალხს ტანჯავს და ღრღნის; ამ სიბინძურემ ადამიანების ცნობიერება ისე დააზიანა, როგორი ზიანიც აქამდე არც ერთ მტერსა და დამპყრობელს არ მიუყენებია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here