მთავარი პოლიტიკა სოროსის ფონდში მუშაობის გამოცდილება, როგორც ბილეთი ივანიშვილის მატარებელზე

სოროსის ფონდში მუშაობის გამოცდილება, როგორც ბილეთი ივანიშვილის მატარებელზე

3511
გააზიარეთ
კობახიძე, თალაკვაძე

_ აკი, გადავარდაო, ეგ ოხერტიალი, ეგა? _ ეს ფრაზა გაგახსენდება ცნობილი ქართული ფილმიდან, როდესაცოცნებისსიით პარლამენტში მყოფი დეპუტატების ნაწილს უსმენ და უყურებ კაცი. მათ შემხედვარეს გეუფლება განცდა, რომ საქართველოში ბატონყმობა ჯერაც არ გადავარდნილა, თუმცა შეიძლება გადავარდა კიდეც, ოღონდ ჯერაც არ გადავარდნილა კომუნისტურბოლშევიკური ნომენკლატურა და გარკვეულიილიჩურიდამოკიდებულებები. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებს თუ რომელილიჩსუფრო მიამსგავსებთ, ვლადიმერ ილიჩს თუ ლეონიდ ილიჩს, ეგ თქვენზეა დამოკიდებული, მკითხველო.

ქართველი პარლამენტარების ერთმანეთთან დამოკიდებულება, უფრო ზუსტად, “წარჩინებული” პარლამენტარების დამოკიდებულება “უბრალო” პარლამენტარებთან აშკარად უფროსისა და ხელქვეითის დამოკიდებულებაა და არა თავისუფალი ხალხის მიერ არჩეული თავისუფალი პარლამენტარების დემოკრატიული თანამშრომლობა ერთმანეთთან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ “ოცნების” სიით პარლამენტში შესული ის პირები, რომლებიც ან კომიტეტის თავმჯდომარედ, ან მის მოადგილედ დაინიშნენ, თავს, დანარჩენი პარლამენტარების კოლეგად კი არა, მათ უფროსად მიიჩნევენ.

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამის მაგალითს კოლეგებს თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. ადრეც აღვნიშნეთ ირაკლი კობახიძის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში პროცესები ჩვეულებრივად, იერარქიულად იმართება და ეს ნორმალურია”, პირდაპირ მიანიშნებს მის მიდრეკილებაზე დიქტატორობისადმი და ფაქტია, რომ სპიკერს პარლამენტარებთან არა თანამშრომლობა, არამეთ მათი მართვა სურს.

ამ დღეებში პარლამენტის თავმჯდომარეს მიბაძა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მის “უდიდებულესობა” არჩილ თალაკვაძეს არ მოეწონა პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის ზოგიერთი კომენტარი მედიასთან და… არც მეტი, არც ნაკლები, “კაბინეტში დაიბარა”. დიახ, დიახ! კი არ სთხოვა, მობრძანდით, ვისაუბროთო, არამედ “ბოლშევიკურად” განაცხადა: დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა!”, ანუ, თუკი დავით ჭიჭინაძემ მის “უდიდებულესობას” დამაკმაყოფილებელი პასუხები არ გასცა “მძიმე კითხვებზე”, მან შეიძლება ცოცხალმაც ვეღარ გამოაღწიოს მისი “კაბინეტიდან”.

აბა!

არჩილ თალაკვაძეს თავისი კაბინეტი, ალბათ, “კოზა ნოსტრასერთერთი ბოსის რეზიდენცია ჰგონია და იქმძიმე კითხვებსუსვამს ხოლმე ურჩ დეპუტატებს. აი, ასე გამოიყურება დღეს ევროპელთა გამაოცებელი ბიძინა ივანიშვლის სახელობის ქართული დემოკრატია.

ამ დემოკრატიის პიკია მმართველი გუნდის გამორჩეული ლიდერების, კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილისა და კახა კალაძის გამაოგნებელი “ანტიკორუფციული” სვლა _ შავი ჯიპების თეთრით ჩანაცვლება. “მოვუწოდებ, კანონის დონეზე მოხდეს იმის დაფიქსირება, რომ სამთავრობო სტრუქტურებს აეკრძალოთ შავი ფერის ჯიპების შეძენა”, _ ეს “სიბრძნე” გიორგი კვირიკაშვილმა წარმოთქვა, ხოლო მოგვიანებით მას კახა კალაძე გამოეხმაურა და უფრო კომიკური რამ თქვა: “სახელმწიფო ჩინოვნიკებმა უნდა შეიგნონ, რომ შავი ჯიპები გაყიდონ და თეთრი იყიდონ”-ო.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები სულაც არ “გვეკაიფებიან” და ამ ყოველივეს სრულიად სერიოზულად ამბობენ. გამოდის, ჩვენ, რიგით მოქალქეებს, პრობლემა გვქონია არა მთავრობის წევრების ჯიპების ღირებულებასთან, არამედ მათ ფერთან და ჰგონიათ, რომ მოსახლეობას თავგასული მაღალჩინოსნები იმიტომ არევასება”, რომ ისინი შავი ჯიპებით დაქრიან, თორემ, თუ ისინი იმავე 50 ათასი დოლარის ღირებულების, ოღონდ უკვე თეთრი ჯიპებით ივლიან, მოსახლეობას ეს აღარ გააღიზიანებს

აი, ასეთ “ჭკვიანურ” გამოსავალს პოულობენ ხოლმე “ბიძინას ბიჭები” თითქმის ყველა სიტუაციიდან და მოსახლეობას უკვე იმაზე გაცილებით მეტად აღიზიანებენ, ვიდრე ის “ლეგენდარული” ცხრაწლიანი მთავრობა.

მაინც სად აკრიფა ბიძინამ ეს ბიჭებიფეოლასავით”? ვინ არიან ისინი? მათი ბიოგრაფიების ქექვისას ირკვევა, რომ ფონდღია საზოგადოება საქართველოშიმუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება თითქმის აუცილებლობა ყოფილა საქართველოს მთავრობაში ან პარლამენტში მოსახვედრად. მცირე გამონაკლისის გარდა, ესბიძინას ბიჭებისხვადასხვა პერიოდში სწორედ იმ ორგანიზაციაში მუშაობდნენ, რომელიც უბრალო ადამიანებისთვისსოროსის ფონდისსახელით არის ცნობილი.

კი ბატონო, მაგრამ თუნდაც ასეთ შემთხვევაში რატომ “გაგულავდა” პატივცემული 2016 წლის მოდიფიკაცის პარლამენტის “ოცნების” ე.წ. ახალი ფრთა? ისინი აშკარად ჩაგრავენ ძველებს, ხოლო “შეფი” ხმას არ იღებს და ზუსტად ისე, როგორც მგლების ხროვაში ხდება ხოლმე, ახლებს ძველების “შეჭმას” აცლის…

ან იქნებ მართლაც არავინ არაფერს ეკითხება ბიძინას ამ შემთხვევაში და პროცესების მართვა უკვე სრულიად გადაიბარა იმ გლობალურმა ძალამ, რომელმაც 2012 წელს მიშა სააკაშვილისთვის ჭკუის სწავლებაც გადაწყვიტა?!

დიახ, მაშინაც არსებობდა ასეთი აზრი და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო დასტურდება, რომ მიშა და ბიძინა ერთი და იმავე დაფის ორი ფიგურაა; უფრო სწორად, ერთი და იმავეფრინველისორიფრთადა მათ არავინ არაფერს ეკითხება. იმიტომაც იყო, რომ 2007 წელს ბიძინა ივანიშვილი მყარად იდგა მიხეილ სააკაშვილის მხარეს და არც სანდრო გირგვლიანის ამბავი გაუპროტესტებია, არც 7 ნოემბრის ცემა-ტყეპა, არც ტელეკომპანია “იმედის” დარბევა და არც ბადრი პატარკაციშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი უდარდია დიდად.

მხოლოდ 2011 წელს “მიხვდა” ქართველი მილიარდერი, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი დიქტატორი ყოფილა, მისი მართვის სტილი ყოფილა “რეჟიმი”, მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა ცემა და დასახიჩრება _ დანაშაული, ხოლო ტელევიზიაში შევარდნა და დარბევა _ ანტიდემოკრატიული ქმედება.

სინამდვილეში, 2007 წელს აი იმ “დიდმა ძალამ”, რომელიც სააკაშვილსაც მართავდა და ივანიშვილსაც, არ ჩათვალა საჭიროდ მიშას ჩამოშორება. მას ადროვეს, ბოლომდე ამოეწურა რესურსი, ანუ შებრუნებულიყო “კონტროლის არეში” და სისულელეები აღარ ეკეთებინა. როგორც გახსოვთ, მიშა გადადგა კიდეც და 2008 წლის იანვრის არჩევნებში ხელახლა გახდა პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძესთან სამარცხვინო ვითომ გამარჯვების შემდეგ.

ჩაითვალა, რომ ეს კრახი მიშას ჭკუას ასწავლიდა და ის აღარ დაუშვებდა უმძიმეს შეცდომებს, ანუ დარჩებოდა კონტროლის არეში. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო ავანტიურა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაყინული საომარი კონფლიქტის “გაცოცხლება” იმის გადასამოწმებლად, თუ რაზე იყო წამსვლელი რუსეთი კავკასიაში და გარისკავდა თუ არა იგი ასეთ კონფლიქტში სამხედრო ძალით ღიად ჩარევას.

აი, ამ ექსპერიმენტის გამო ქართულ ტელევიზიებში დღეში ასჯერ გადიოდა სამხედრო განგაშის რეკლამა _ მსოფლიოში უპრეცედენტო ტელეპროდუქტი. აშკარად გვამზადებდნენ ომისთვის, რომელზეც დღემდე ამბობენ, რომ ჩვენი პროვოცირებული არ იყოო. არა, ომი საქართველოს ნამდვილად არ დაუწყია, რადგან იგი უცხო ქვეყნის ტერიტიორაზე არ შეჭრილა, მაგრამ სამხედრო კონფლიქტის განახლება კი ნამდვილად მათ კისერზეა, ვინც სააკაშვილი წააქეზა. ალბათ, ამითაც იყო განპირობებული 2008 წელს მიშას ადგილზე დატოვება, რადგან მასზე უფრო უნამუსოდ, უდარდელად და უპრობლემოდ ვერავინ გაწირავდა საკუთარ სამშობლოს ასეთი მუხანათური ექსპერიმენტისთვის. ამერიკამ დაინახა, რომ რუსეთი კავკასიაშიარ ხუმრობსდა ტაქტიკის გადასინჯვა დაიწყო. ჩვენ კი, ალბათ, უკვე სამუდამოდ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

2010 წელს კი სააკაშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან, როდესაც ძალის გადაჭარბებით კი არ დაარბია, არამედ, სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორი ადამიანი მოკლა კიდეც.

ეს იყო საბოლოო სიგნალი იმ “დიდი ძალისთვის”, რომ სააკაშვილის დღეები ისედაც დათვლილია და მან უკვე თავისი მეორე ფრთა აამოქმედა _ ბიძინა ივანიშვილი “დაუპირისპირდა” მიხეილ სააკაშვილს და “ჩამოაგდო”. ეს სპექტაკლი ძალიან ძვირი დაჯდა და პირველ ეტაპზე ივანიშვილი იძულებული შეიქნა, ანგარიში გაეწია გარკვეული შიგა ძალებისთვის, რომლებსაც დამსახურება ჰქონდათ ნაცებთან ბრძოლაში, მაგრამ 2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტი უკვე აშკარად არისსოროსელთა ნავსაყუდელი”. სავარაუდოა, რომ ბიძინას, უბრალოდ, მიუტანეს სია და უთხრეს _ აი, ეს ხალხი დაჯდება პარლამენტში, შენ შენი მხრიდან ჰაჰა, ოცი კაცი ჩაამატე, რომ ასე თუ ისე, ძალიან არ იყვიროსოცნებისგუნდის ერთიანად გამოცვლის ფაქტმაო. აი, სწორედ ამიტომ მივიღეთ ერთგვარი “კონგლომერატული” “ოცნება”, რომლის წევრები ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, ძველ წევრებს კი მხოლოდ ახლაღა, ანუ პარლამენტში შესვლიდან 2 წლის შემდეგ, “ახსენდებათ”, რომ თურმე ეს “ახალი ოცნებელები” 2012 წლამდე ნაცების გულმხურვალე მხარდამჭერები, მაშინდელ სახელმწიფო უწყებებში მომუშავენი, ვანო მერაბიშვილისა თუ ზურაბ ადეიშვილის “ხელის ბიჭები” ყოფილან. დიახ, ასე უწოდებენ და ამას წამოაძახებენ ხოლმე ძველები ახლებს… მაგრამ არავის აქვს პასუხი კითხვაზე: ნუთუ მაშინ, 2016 წელს, როდესაცოცნებისსაპარლამენტო სია შედგა და ძველებმა, საკუთარი გვარების გარდა, იქ ნაცების ყოფილი მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების გვარებიც ამოიკითხეს, არ იცოდნენ მათი შავბნელი წარსული? მაშინ რატომ არ გააპროტესტესთალაკვაძეები”, “ზარდიაშვილები”, “მდინარაძეები”? ეგონათ, თავის ჭკუაზე გაატარებდნენ და იმიტომ? შედეგი კი სრულიად ლოგიკურია _ დღეს საქართველოს პარლამენტში ნაციონალი მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, და რეალურად ნაცები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას წარმოადგენენ.

ისიც სათქმელია, რომ ასე მამასისხლად წაკიდებულ პარლამენტარებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უფრო სჭარბობენ “ლიჟ ბი პარლამენტში ვიყო” ტიპის დეპუტატები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის უფასო “ვაი-ფაით” სარგებლობენ და “აიფონ”-”აიპოდებს” ისე უშფოთველად ჩაჰყურებენ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობა, მათ კი არა, ჩემს მეზობელ ჯემალას ენგრევა თავზე.

სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტს თავსართი “ვაი”-ც ძალიან უხდება და ისიც მართებული იქნება, თუ “ფაი-რლამენტს” დავარქმევთ. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანას რა შედეგებს მოუტანს ასეთი “ვაი-ფაი-რლამენტი”, სავარაუდოდ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ 2020 წლის შემოდგომამდე არავინ დაგვათვლევინებს. ოცნებაშიხომ უკვე, წიწილებს კი არა, საკუთარი უმრავლესობის წევრებსაც ვეღარ ითვლიან ნორმალურად

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here